2022 წელს Turkish Airlines-ს უფრო სწრაფი აღდგენის იმედი აქვს

2022 წელს Turkish Airlines-ს უფრო სწრაფი აღდგენის იმედი აქვს

access_time2021-12-03 09:30:00

თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ცდილობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფრენების ქსელი გააფართოოს, მათ შორის კანადის და აფრიკის კონტინენტის მიმართულებით, – აღნიშნულის შესახებ განცხადება ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბილალ ეკშმა გააკეთა.


“წლის დასაწყისიდან ავიაკომპანიის მომსახურებით თითქმის 25 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 35-40 მილიონ ადამიანს მიაღწევს“, – განუცხადა ეკშიმა თურქულ სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ს ავიაკომპანიის მესამე კვარტლის ფინანსურ ანგარიშის კომენტირებისას.


ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გაიხსენა, რომ Turkish Airlines-ი იტალიის სახელმწიფო ჯილდო – იტალიის ვარსკვლავის ორდენით დაჯილდოვდა.


“იტალიას პანდემიის დროს უჭირდა. ავიაკომპანია მას არა მხოლოდ მედიკამენტების მიწოდებით ეხმარებოდა, არამედ თურქეთიდან იტალიაში მგზავრები გადაჰყავდა. მადლიერების ნიშნად კი იტალიურმა მხარემ გადაწყვიტა Turkish Airlines-ის დაჯილდოება“, – განაცხადა ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა.


ეკშიმ აღნიშნა, რომ მან ორდენი ავიაკომპანიის 60 ათასი თანამშრომლის სახელით მიიღო.



“ეს ორდენი იმავდროულად არის ჯილდო, რომელიც გადაეცემა თურქ ხალხს“, – აღნიშნა Turkish Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა,


მისი თქმით, 2020 წელს პანდემიის უარყოფითი შედეგების გამო, Turkish Airlines-ი სხვა ავიაკომპანიების მსგავსად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. თუმცა, თურქულმა ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა წელი ყველაზე დაბალი ზარალით დახურა და “კოლეგებს” შორის საუკეთესო საოპერაციო მაჩვენებელს მიაღწია.


“2021 წელს მინუსიდან პლიუსზე გადავედით. ავიაკომპანიის მოგებამ თითქმის 800 მილიონი დოლარი შეადგინა. თუ ყველაფერი ჩვენი მოლოდინების მიხედვით წარიმართება, ფისკალურ წელს დავასრულებთ მოგებით. ეს Turkish Airlines-ის სწრაფი აღდგენის მანიშნებელია“, – აღნიშნა ეკშიმ.


ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს თურქული სამოქალაქო ავიაციის ფლაგმანი Turkish Airlines-ი ფრენების ყოველდღიური სტატისტიკით ევროპაში ლიდერი იყო.


“ავიაკომპანიის თანამშრომლების თავდადების წყალობით, მიუხედავად პანდემიის ყველა სირთულისა, Turkish Airlines-მა შეძლო სწრაფი აღდგენა. ვიმედოვნებთ, რომ 2022 წელი აღდგენის უფრო სწრაფ საშუალებას მოგვცემს, რათა პანდემიის შედეგები დავძლიოთ“, – აღნიშნა ავიაკომპანიის მენეჯერმა.



avianews.ge

თეგები:
Turkish Airlines



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up