იანვარ-ივნისში ბანკებმა 43.6 მლრდ ლარის სესხი გასცეს - როგორ გაიზარდა ბანკების საკრედიტო აქტივობა

იანვარ-ივნისში ბანკებმა 43.6 მლრდ ლარის სესხი გასცეს - როგორ გაიზარდა ბანკების საკრედიტო აქტივობა

access_time2022-08-05 10:00:27

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2022 წლის პირველ ნახევარში 43.6 მილიარდი ლარის სესხი გასცეს,  რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია. ანგარიშგებების მიხედვით, საბანკო სექტორის აქტივების ზომა 64.1 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 8.5 მილიარდი ლარით მეტია, ხოლო 838 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს. 


ანგარიშგებების მიხედვით, 2022 წლის II კვარტალში, „თიბისი“ ბანკის მთლიანმა სესხებმა 17,053,403,518 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 14,963,045,781 ლარი იყო. „თიბისი“ ბანკის მთლიან სესხებში უცხოური ვალუტით გაცემულმა სესხებმა 51.63% შეადგინა.


2022 წლის II კვარტალში მთლიანი სესხების ოდენობით მეორე ადგილას „საქართველოს ბანკია“. ბანკის მთლიანი სესხები შესაბამის პერიოდში 15,797,658,366 ლარს გაუტოლდა, მაშინ როდესაც 2021 წლის II კვარტალში 15,797,658,366 ლარი იყო. მთლიან სესხებში უცხოური ვალუტით გაცემულმა სესხებმა კი 49.43% შეადგინა.


ანალოგიურ პერიოდში „ლიბერთი ბანკმა“ 2,315,939,504 ლარის მთლიანი სესხი გასცა და რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა, უცხოური ვალუტით გაცემულმა სესხებმა კი 21.11% შეადგინა. 2021 წლის II კვარტალში კი ბანკის მთლიანი სესხების მოცულობა 1,822,437,569 ლარი იყო.



რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მთლიანი სესხების მოცულობას, ასე გამოიყურება:


„ბაზისბანკი“ - 2,027,872,905 ლარი (2021 წლის II კვარტალში 1,079,646,359 ლარი);

„კრედობანკი“ - 1,624,606,422 ლარი (2021 წლის II კვარტალში - 1,157,800,271 ლარი);

„პროკრედიტ ბანკი“ - 1,256,240,645 ლარი (2021 წლის II კვარტალში - 1,378,813,125 ლარი);

„ტერაბანკი“ - 1,044,853,952 ლარი (2021 წლის II კვარტალში - 949,967,386 ლარი);

„ბანკი ქართუ“ - 830,195,780 ლარი (2021 წლის II კვარტალში - 1,028,308,385 ლარი);

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 673,607,641 ლარი (2021 წლის II კვარტალში 565,717,670 ლარი);

„პაშა ბანკი საქართველო“ - 333,192,948 ლარი (2021 წლის II კვარტალში 288,145,994 ლარი);

„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ - 310,948,836 ლარი (2021 წლის II კვარტალში - 1,497,367,402 ლარი);

„იშბანკი საქართველო“ - 272,284,656 ლარი (2021 წლის II კვარტალში 227,525,964 ლარი);

„ზირაათ ბანკი საქართველო“ - 95,936,863 ლარი (2021 წლის II კვარტალში 76,778,903 ლარი);

„სილქ როუდ ბანკი“ - 16,189,240 ლარი (2021 წლის II კვარტალში 12,407,774 ლარი).


თეგები:
სესხები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up