„2022 წელს ექსპორტში რუსეთის წილის ზრდა დროებითია და მოკლევადიანი ეფექტი აქვს“- ლევან მეხუზლა

„2022 წელს ექსპორტში რუსეთის წილის ზრდა დროებითია და მოკლევადიანი ეფექტი აქვს“- ლევან მეხუზლა

access_time2023-01-24 23:00:38

„ჩვენ ვიზარებთ სურვილს და ნებას, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ღვინის ბაზრები დივერსიფიცირებული, ამ მიმართულებით გარკვეული წარმატებებიც გვაქვს“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ ისაუბრა. მისი თქმით, ღვინის ხარისხში უკეთესობაა და კომპანიები ხარისხზე სულ უფრო მეტად ზრუნავენ.


„ამას ემატება ჩვენი უნიკალური ქვევრის მეთოდი, ასევე  ის უნიკალური ჯიშები, რომლებიც სხვაგან  ნაკლებად მოიპოვება , სწორედ ეს ქმნის იმედს, რომ უახლოეს მომავალში ბაზრების დივერსიფიცირებას მეტად მივაღწევთ და ერთ ბაზარზე დამოკიდებული ნაკლებად ვიქნებით.


2022 წელი არაორდინალური და გამოწვევებით სავსე წელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ტრადიციულ ბაზრებზე ტრაგიკული მოვლენები განვითარდა, გაზაფხული საკმაოდ რთული იყო და მთელი გაზაფხულ-ზაფხული ექსპორტი კლებულობდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა სანქციებს არ შეუერთდა და რუსეთთან ვაჭრობას აგრძელებს, წლის მეორე  ნახევარში მოთხოვნამ მკვეთრად იმატა, იმის გამო,  რომ რუსეთის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების დეფიციტია. ჩვენი  ინფორმაციით რუსეთში ალკოჰოლური სასმელების 30-35% იანი კლებაა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.


მეხუზლას თქმით,  გლობალური ბაზარი ომზე და მიმდინარე მოვლენებზე ძალიან არის დამოკიდებული,  ამას ემატება ეკონომიკური  კრიზისი, ევროდ მდგომარეობა, რაც  ექსპორტზე გავლენას ახდენს.



„ექსპორტისთვის  შედარებით სუსტი ლარი ჯობია, რადგან მწარმოებლებს ხარჯი ლარში აქვთ და როდესაც  ერთი ევროს  შესაძენად მეტი ლარია საჭირო მწარმოებლისთვის, ეს უფრო მომგებიანია. ამიტომ ამ  ფაქტორმა იგივე პოლონეთის მიმართულებით იმოქმედა და როდესაც ევროს კურსი დაეცა გადაზიდვებს ერიდებოდნენ.


მე მინდა, რომ რაც შეიძლება მარე დასრულდეს ომი და დამკვიდრდეს მშვიდობა და სიტუაცია ჩვენ დარგში დასტაბილურდეს. რუსეთის წილის ზრდა, რომელიც 2022 წელს დაფიქსირდა, მაინც დროებითია და მოკლევადიანი ეფექტი აქვს. მიმდინარე  წლის  ტენდენციები  დამოკიდებულია  იმაზე, თუ როგორი  იქნება  მდგომარეობა  გლობალურად ომის საფრთხეებიდან გამომდინარე“, -  აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

 

 

 

 






USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე
access_time2023-01-28 11:00:28
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ვაკანსიების სიჭარბესა და უმუშევრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება პარადოქსია, მისი თქმით ქვეყანაში 55 000 კურსდამთავრებულია მათგან 80% კი უმუშევარია." ის ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს, ან ქვეყნიდან გაედინება. აუცილებელი უნდა იყოს ამ ხალხისთვის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობის მიცემა, და არა ის, რომ „შეტენო“...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...


მსგავსი სიახლეები

up