2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.
"საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს დეკემბრის, 5.5%-იან შეფასებაზე უფრო მეტი იქნება.
ამასთან, უკრაინაში გეოპოლიტიკური ვითარების საომარ კონფლიქტში გადაზრდა მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენი შეფასებით მართვადი რისკია. 2021 წელს, უკრაინისა და რუსეთის წილი ექსპორტში, ტურიზმში, გზავნილებსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 6.8-სა და 14.1 პროცენტს შეადგენდა,"- ნათქვამია ანგარიშში.