„2022 წელს ბინის ფასები 20%-ით, გაყიდვები 45%-მდე არის გაზრდილი“ - იძენენ თუ არა რუსეთის მოქალაქეები ბინებს „აპექს დეველოპმენტში“

„2022 წელს ბინის ფასები 20%-ით, გაყიდვები 45%-მდე არის გაზრდილი“ - იძენენ თუ არა რუსეთის მოქალაქეები ბინებს „აპექს დეველოპმენტში“

access_time2022-12-08 15:00:57

სამშენებლო ბიზნესისთვის მიმდინარე წელი, როგორც გაყიდვების, ასევე ფასის მხრივ საკმაოდ მზარდია. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას სამშენებლო კომპანიის „აპექს დეველოპმენტის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ვლადიმერ რობაქიძემ აღნიშნა, 2022 წელს ბინის ფასები წინა წელთან შედარებით 20% - ით, ხოლო გაყიდვები 40-დან 45%-მდე არის გაზრდილი და ძირითადი მოთხოვნა 60-65 კვ.მ ფართობის ბინებზეა.

 

რობაქიძე ამბობს, რომ მოთხოვნის ზრდა განპირობებულია, ბინის ქირაზე ფასის ზრდით, შესაბამისად მომხმარებელი ცდილობს, რომ ინვესტიცია უძრავ ქონებაში ჩადოს.

 

„წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 40%-დან 45%-მდე გაგვეზარდა გაყიდვები, ჩვენი კომპანია 10 წელიწადია ბაზარზეა და ვაშენებთ მრავალბინიან შენობებს და  ძირითადად მშენებარე ბინებს ვყიდით. სანამ პროექტი დასრულდება, ბინები უკვე გაყიდულა. ძირითადი მოთხოვნა 60-65 კვ.მ ბინებზეა, არის მოთხოვნა დიდ ფართებზეც, თუმცა შედარებით ნაკლები.

 

რაც შეეხება ფასებს, ბინები დაახლოებით 20%-ით გაძვირდა, მე ვფიქრობ, ამის მიზეზი ლარის გამყარებაა, ეროვნული ვალუტა საკმაოდ გამყარდა. მეორე ფაქტორი კი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებია.

 

 

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ბინის დაქირავებაზე ფასი გაზრდილია, ადამიანებმა, რომლებიც ამ ბიზნესში არიან ჩართულები, უძრავ ქონებაში თანხის ინვესტირება გადაწყვიტეს და სავარაუდოდ, მყიდველების 60-70%, სწორედ ეს სეგმენტია“, - აღნიშნა ვლადიმერ რობაქიძემ.


 

რობაქიძის  თქმით, „აპექს დეველოპმენტში“ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიერ ბინების შესყიდვა არ ხდება, რადგან როგორც რობაქიძე ამბობს, საქართველოში საცხოვრებლად ჩამომსვლელებს უკვე გამზადებულ ბინაში სურთ შესვლა.

 

„აჟიოტაჟია ატეხილი იმაზე, რომ რუსეთიდან შემოსული მოსახლეობა  ყიდულობს ბინებს,  ჩვენ ეგ შემთხვევა არ გვქონია, ალბათ იმიტომ, რომ მათ უფრო მზა პროექტი სჭირდებათ, ჩვენ ვყიდით მშენებარეს, შესაბამისად ასეთი მომხმარებელი არ გვყავს“, - აღნიშნა ვლადიმერ რობაქიძემ.

 

 

რობაქიძე, ზოგადად სამშენებლო ბიზნესის და „აპექს დეველოპმენტის“ გამოწვევად კადრების დეფიციტს ასახელებს, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორში სახელფასო განაკვეთი საკმაოდ გაზრდილია, კადრების დეფიციტის პრობლემა მაინც მწვავედ დგას. 

„ჩვენი კომპანიის და ზოგადად, სამშენებლო ბიზნესის ერთ-ერთი გამოწვევა კადრების დეფიციტია, ის ხალხი, ვინც ჩვენთან იყო დასაქმებული, მიუხედავად  იმისა, რომ საკმაოდ  გავზარდეთ  მომსახურების  ღირებულებები, მაინც გამოგვაკლდა, დეფიციტი საკმაოდ  დიდია. ჩვენი კომპანია პანდემიის მერე ძალიან  სწრაფად  გაიზარდა, პროექტების მასშტაბით დაახლოებით 110% -  იანი ზრდა გვაქვს,  თუ პანდემიამდე წლის განმავლობაში 50  000-დან 70 000 კვადრატულ მეტრამდე ვაშენებდით, წელს ეს რიცხვი 150 000 კვადრატული მეტრია, შესაბამისად დაგვჭირდა კადრების დამატება  და საკმაოდ  მძიმე  მდგომარეობაში ვართ. კადრების დეფიციტი  ბაზარზე ძალიან  დიდია, რაშიც დიდ როლს ქვეყნიდან გადინება ასრულებს“, - აღნიშნა ვლადიმერ რობაქიძემ.

 

„აპექს დეველოპმენტისთვის“ მიმდინარე  წელი ახალი პროექტებითაც იყო გამორჩეული, კომპანიამ ნაძალადევში და ქეთევან წამებულის გამზირზე 2 პროექტი დაასრულა ასევე დაიწყო ახალი პროექტი ლისზე, რომელიც 4 კორპუსისგან შედგება და ნუცუბიძეზე.

 

რაც შეეხება 2023 წელს, რობაქიძე დადებით პროგნოზს აკეთებს და ფიქრობს, რომ სფეროსთვის 2023 კარგი წელი იქნება, მისი თქმით, უკვე გამოკვეთილია უძრავ ქონებაზე მზარდი მოთხოვნა, შესაბამისად „აპექს დეველოპმენტი“ მომხმარებელს ახალ პროექტებს ისანსა და ავლაბარში შესთავაზებს. რობაქიძე ვარაუდობს, რომ ბინის ფასის 10-15% იანი ზრდა გაგრძელდება.

 

  

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up