2022 წელს 400-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა მილიარდერის სტატუსი, აქედან ნახევარზე მეტი ჩინელია. 2023 წლის 16 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში მილიარდერების საერთო რაოდენობა 969 იყო, აშშ-ში - 691. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც Reuters-ი იტყობინება, მილიარდერების რაოდენობის მკვეთრი ვარდნა გამოწვეულია მონეტარული პოლიტიკის გლობალური გამკაცრებით, COVID-19-ით და პეკინის მიერ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების დარბევით.
ჩინეთმა Hurun Global Rich List 2023-ის მიხედვით 229 მილიარდერი დაკარგა. საერთო ჯამში, სიაში შედის 3112 ადამიანი. წინა წელს მილიარდერთა რიცხვი 3381-ი.
„მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობა 8%-ით შემცირდა, ხოლო მათი მთლიანი ქონება - 10%-ით“, - განაცხადა Hurun Report-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა რუპერტ ჰიუგევერფმა.
2023 წლის 16 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში მილიარდერების საერთო რაოდენობა 969 იყო, აშშ-ში - 691.
იმ ცნობილ სახელებს შორის, რომლებიც სიიდან ამოიღეს, იყო სემ ბენკმენ-ფრიდი, რომელმაც 21 მილიარდი დოლარის ქონება დაკარგა FTX კრიპტოვალუტის ბირჟის დაშლის შემდეგ.
ჯეკ მა, ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტის Alibaba Group Holding-ის დამფუძნებელი, 52-ე ჩამოქვეითდა 34-ე ადგილიდან.