„2021 წლის თხილის მოსავლიდან 5,000 ტონამდე გაუყიდავი დარჩა“ - ფერმერთა ასოციაცია მიზეზებზე

„2021 წლის თხილის მოსავლიდან 5,000 ტონამდე გაუყიდავი დარჩა“ - ფერმერთა ასოციაცია მიზეზებზე

access_time2022-08-15 13:40:00

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის, რატი კოჭლამაზაშვილის ინფორმაციით, 2021 წლის თხილის მოსავლიდან 5,000 ტონამდე გაუყიდავი დარჩა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა და განმარტა, რომ ეს თხილის ფასის შემცირების გამო მოხდა.

მისი თქმით, თხილზე ფასის შემცირების მთავარი მიზეზი თურქეთის ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურებაა, რამეთუ თურქეთი თხილის უმსხვილესი ექსპორტიორია და საერთაშორისო ბაზარზე ფასების ფორმირებაზე უდიდესი გავლენა აქვს.

„გასული მოსავლიდან 5-6% კიდევ არის დარჩენილი, რაც დაახლოებით 5 000 ტონამდე თხილია. ეს განაპირობა იმან, რომ გაზაფხულზე ფასი საკმაოდ დაბალი იყო. თხილის გაიაფების მიზეზი თურქეთში ფასის ვარდნაა. მოგეხსენებათ, ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა. საერთაშორისო ფასი დოლარში დგება და თურქეთი 70%-ის მიმწოდებელია, აქედან გამომდინარე, მსოფლიოში თხილის ფასს თურქეთი ადგენს. სწორედ ეს არის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი იმის, რომ შარშანდელთან შედარებით წელს თხილის ფასი მნიშვნელოვნად შემცირებულია“, - აცხადებს კოჭლამაზაშვილი

თურქული ლირის გაუფასურების გარდა, ფერმერთა ასოციაციაში ქართულ თხილზე ფასის შემცირების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად მისი ხარისხის გაუარესებასაც მიიჩნევენ. რატი კოჭლამაზაშვილის თქმით, ქართული თხილის ხარისხი თურქულისას წელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამის მიზეზი უხვნალექიანი სეზონის გამო აგროკალენდრით გათვალისწინებული დაგვიანებული ღონისძიებებია. პრობლემად რჩება ასევე აზიური ფაროსანა და სოკოვანი დაავადებები.

„ხარისხობრივი ფაქტორი თხილის ფასზე მნიშვნელოვნად აისახება. გასული სეზონი, მოსავლის აღების დროს საკმაოდ ნალექიანი იყო, რამაც ტენიანობა განაპირობა, შემდეგ განვითარდა ბაქტერია. აფროტოქსინის შემცველობა, როგორც წესი, ასეთ დროს იზრდება. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი პრობლემა შექმნა და თხილის ხარისხზე იმოქმედა. არსებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მნიშვნელოვანია, ფერმერებმა აგროტექნოლოგიით განსაზღვრული ყველა ღონისძიება დროულად და ხარისხიანად ჩაატარონ“, - აღნიშნა კოჭლამაზაშვილმა


ცნობისთვის, დღეს ქართულ ადგილობრივ ბაზარზე გაუტეხავი თხილის ფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30-35% ით ნაკლებია. თხილის ღირებულება 2-3 ლარიდან იწყება და ხარისხის გათვალისწინებით, 4-5 ლარამდე ადის.

წყარო: bm.ge



თეგები:
თხილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up