2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს

access_time2021-11-25 23:00:00

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შსატან ცვლილებაზე იმსჯელეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ცვლილების აუცილებლობა, პანდემიიდან გამომდინარე, ჯანდაცვის ხარჯებს უკავშირდება.



„შემოსავლების ნაწილში გვაქვს ზრდა საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე. კერძოდ, 300 მლნ. ლარით იზრდება საგადასახადო შემოსავლები. ნაერთი ბიუჯეტის კუთხით 349 მლნ. ლარია ზრდა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.




მისი თქმით, იცვლება სესხის აღების მაჩვენებელიც 133, 9 მლნ ლარით მცირდება სესხის აღება საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოცემის ხარჯზე, ხოლო საინვესტიციო კრედიტების ხარჯზე, დაახლოებით, 16 მლნ. ლარით ზრდაა სესხის აღების ნაწილში. რაც შეეხება ხარჯვის ნაწილს, ჯანდაცვის სფეროს 376 მლნ ლარი ემატება, საიდანაც 356 მლნ. ლარი არის უშუალოდ პანდემიისთვის, ხოლო 20 მლნ. ლარი - ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებებისთვის. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, იზრდება ასევე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 60 მლნ. ლარით. დაგროვებითი საპენსიო პროგრამის დაფინანსება 16 მლნ. ლარით იზრდება.



კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს.





თეგები:
ბიუჯეტი



„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას
access_time2021-12-06 15:50:29
მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით წლის ბოლომდე. დაიბრუნებს როგორც დეკემბრის, ისე იანვრის კომუნალური გადახდების საკომისოს. შეღავათი მოიცავს კომუნალური, სადაზღვევო, საფოსტო და სწავლის გადახდებზე...

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“
access_time2021-12-06 20:00:00
Myway Airlines-ი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც კომპანიის იურისტი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სააგენტოს გამოცემული აქტი სასამართლოში გასაჩივრებით თუ არ შეჩერდა, ნიშნავს, რომ კომპანია ოპერირებას ვერ შეძლებს და პირდაპირ 1 კვირაში გაკოტრდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Myway Airlines-ისთვის კომერციული ფრენის ლიცენზიის გაუქმებას გეგმავს. ეს კი ავიაკომპანიის გაჩერებას...


მსგავსი სიახლეები

up