2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21|S21+| S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო!

2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21|S21+| S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო!

access_time2021-01-15 11:50:21

14 იანვარს Samsung-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი ყველაზე პოპულარული სმარტფონების ხაზი. Galaxy S სერიას წელს 3 წარმომადგენელი ჰყავს: Galaxy S21, S21+ და S21 Ultra. Samsung-ის ინჟინრებმა თავდაუზოგავი შრომის შედეგად შექმნეს და წარმოგვიდგინეს სმარტფონები, რომლებიც ყოველდღიურ მომენტებს ეპიკურად აქცევენ.პრეზენტაცია ონლაინ რეჟიმში განხორციელდა და როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოშისამსუნგის ახალი გაჯეტების გაყიდვები დააანონსა.


S21 სერია, აგრძელებს Samsung-ის მემკვიდრეობას უზადო ფოტო და ვიდეო გადაღებით, ელეგანტური დიზაინითა და ყოველთვის მოწინავე ეკრანით.


Galaxy S21 Ultra  - სერიაში ყველაზე დიდი სმარტფონია და წარმოდგენილია უზარმაზარი 6.8 ინჩიანი დინამიური AMOLED 2X ეკრანით. სმარტფონს აქვს ჭკვიანი ეკრანი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ აღარ მოგიწევთ არჩევანი გააკეთოთ 120Hz-საან/და QHD+ რეზოლუციას შორის, ამაზე სმარტფონი თვითონ იზრუნებს და 10-იდან 120Hz-მდე  ავტომატურად დაარეგულირებს იმის მიხედვით, თუ რა პარამეტრები სჭირდება გადმოცემულ კონტენტს.


Galaxy S21Ultra-ს ეკრანის ტექნოლოგიას 25%-ით უფრო მეტ სიკაშკაშის გადმოცემა შეუძლია, ამავდროულად გაზრდილია კონტრასტის დონე 50%-ით რაც დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში ფანტასტიური შედეგია. ამიერიდან მზის პირდაპირი სხივებიც კი ვერ შეძლებენ თქვენი სმარტფონის ეკრანის ნათების გადაფარვას.


S21Ultra-ში წარმოდგენილია Samsung-ის ყველაზე პროფესიონალური და შეიძლება ითქვას ყველაზე ეპიკური კამერის სისტემა. სეთაფი შედგება 4 კამერისგან (განიერი, ულტრაგანიერი და ორმაგი ტელეფოტო). სმარტფონში წარმოდგენილია 108MP_იანიPro სენსორი, რომელიც  გვაძლევს 12 ბიტიან HDR ფოტოებს 64-ჯერ უფრო მდიდარი ფერებითა და 3-ჯერ უფრო უკეთესი დინამიკური დიაპაზონით. S21Ultraარის პირველი სმარტფონი, რომელსაც შეეძლება გადაიღოს 4K ვიდეო 60 FPS-ით ნებისმიერი ლინზიდან (იქნება ეს ტელეფოტო თუ ულტრაგანიერი). გარდა ამისა, დამატებულია 12 ბიტიანი RAW ფაილის ფუნქციაც, რაც უკვე პრო ფოტოს მოყვარულებს გაახარებს, და ფოტო ფაილების უფრო მაღალი დეტალიზაციით დამუშავების საშუალებას მისცემს.


ეპიკურია სამსუნგის გადაწყვეტილება ზუმის ფუნქციის განხორციელებისას.ორმაგი ტელე-ლინზის სისტემა, სხვადასხვა საფოკუსე მანძილით, საგრძნობლად ზრდის ფოტო ან ვიდეო გადაღების ხარისხს ობიექტის 100-ჯერ მოახლოების დროსაც. Galaxy S21Ultra-ს BrightNightსენსორი Samsung-ის უდიდესი ტექნოლოგიური ნახტომია ღამის ფოტოგრაფიაში. ახალი ღამის რეჟიმი საშუალებას მოგცემთ პრაქტიკულად ბნელ ოთახსა თუ ქუჩაში ღამის ლამაზი ლანდშაფტები გადაიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხით, დეტალიზაციითა და მინიმალური ფოტო ხმაურით.


GalaxyS21და S21+წარმოდგენილია 6.2 და 6.7 ინჩიანი დინამიური AMOLED 2X და 120Hz-იანი ეკრანებით, რომელსაც HDR10+ მხარდაჭერა გააჩნიათ. სმარტფონში გამოყენებულ პანელს მაღალი დინამიური დიაპაზონი გააჩნია,  არის საოცრად ნათელი და განსაკუთრებულად მკვეთრ ფერებს გადმოსცემს. ორივე მოდელში გვხვდება 3 მთავარი კამერა: 64MP-იანი ტელეფოტო, 12MP-იანი  ფართოკუთხოვანი და ასევე 12MP-იანი  ულტრაგანიერი კამერა. გაუმჯობესებულია პორტრეტული რეჟიმი, AI-ის დახმარებით უკეთ კეთდება 3D ანალიზი და გადასაღები ობიექტის უკანა ფონისგან გამოყოფა, ზუსტად ისე როგორც ამას DSLR- ფოტო კამერის ვინტაჟური ლინზები ახერხებენ. კამერაში დახვეწილია კოსმიური ზუმის (Space Zoom)ფუნქციაც, გადასაღები ობიექტის დაახლოება შესაძლებელი იქნება 30-ჯერ და გვექნება ბევრად უფრო მკვეთრი და დეტალური გამოსახულება.



S21 და S21+ მოდელები აღჭურვილია 8K ვიდეო გადაღების სისტემითა და განახლებული ვიდეო სტაბილიზაციით. FullHD რეზოლუციით გადაღებისას კი შეგიძლიათ გამოიყენოთ Super Steady რეჟიმი, რომელიც გვთავაზობს იდეალურ სტაბილიზაციას და უმკლავდება ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციას. აღსანიშნავია კადრი ერთი შეხებით (Single Take  )ფუნქციაც, რაც ოთხივე ლინზით გადაღებისას რამდენიმე ვარიანტს გაძლევთ იქნება ეს ვიდეო, გიფი, ფოტო, თუ რაიმე სახის ეფექტი, შემდგომ კი შეგიძლიათ ამოირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი.


Galaxy S21-ში 4000 mAh ხოლო S21+ მოდელში 4800 mAh-იანი აკუმულატორი გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ახალი პროცესორი ბევრად უფრო ენერგო ეფექტურია, რაც სმარტფონის მოხმარების დროს ზრდის.საქართველოს რეგიონისთვის აღნიშნული სმარტფონები ხელმისაწვდომი იქნება 128GB შიდა და 8GB  ოპერატიული მეხსიერებით.




სამსუნგის სამივე მოდელი აღჭურვილია უახლესი Exynos 2100 პროცესორით, რომელიც არნახულ სისწრეფეს და ენერგო ეფეტურობას გვთავაზობს, აუმჯობესებს ფოტოების ხარისხს პროცესინგის დროს. S21 Ultra საქართველოში წარმოდგენილია 12 GB ოპერატიული მეხსიერებითა, 256GB შიდა მეხსიერებით. აქვე აღსანიშნავია რომ მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში S21 ულტრას აქვს S pen-ის გამოყენების ფუნქციაც, რომელიც ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გაზიარების უნივერსალურ საშუალებას წარმოადგენს.  (სმარტფონის ქეისები ადაპტირებულია S pen-ის მოსათავსებლად).


Samsung-მა შეძლო რომ 2021 წლის დასაწყისი ყოფილიყო ეპიკური და ამისთვის 3 უძლიერესი მოდელი წარმოადგინა. ახალი S სერიის პრე-ორდერები საქართველოში 15 იანვრიდან 4 თებევრვლამდე იქნება შესაძლებელი სამსუნგის ოფიციალური პარტნიორი მაღაზიების ვებ-გვერდებისა და ქოლ-ცენტრების საშუალებით.


Galaxy S21და S21+ მოდელების ონალინ წინასწარი შეკვეთისას მომხარებელი საჩუქრად მიიღებსGalaxy BudsLive-ს, ხოლო S21Ultra-ს შეკვეთისას საჩუქრად გადმოგეცემათ Galaxy Buds Pro! რომელიც  სამსუნგის სრულიად უსადენო სერიის ყურსასმენია და კომპაქტურ ფორმფაქტორში ორ დინამიკს მოიცავს: 11 მილიმეტრიან ვუფერს და 6.5 მილიმეტრიან ტვიტერს. აღნიშნული სეთაფით ყურსასმენებს აუდიო სპექტრის სრული წარმოება შეუძლია და განსაკუთრებით მაღალი ხარისხის მუსიკისმოყვარულთათვის არის განკუთვნილი.


ოფიციალური ჰოლოგრამით ამ სმარტფონების პრე-ორდერის პერიოდში, სამივე მოდელისთვის მოქმედებს  Trade Inაქციაც;


ასევე, ყველა მოდელს საჩუქრად მოყვება უსაზღვრო ეკრანის 1 წლიანი გარანტია და სმარტფონი დამატებით 1 წლიანი (ჯამში 2 წელი) საგარანტიო მომსახურება. 


გვინდა შეგახსენოთ, რომ Samsung-ის სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით.


არ დაგავწყდეთ: ჰოლოგრმა გიცავთ და გასაჩუქრებთ!


(R)


თეგები:
Samsung



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up