კორონავირუსის გამო, Jaguar Land Rover-ი ფინანსური კრიზის წინაშე აღმოჩნდა. მათ რამდენიმე მოდელზე უარის თქმაც მოუწევთ. მაგრამ, საბედნიეროდ, Land Rover Range Rover-სა და Range Rover Sport-ს საფრთხე არ ემუქრება.
საბაზისო მოდელი ხელმისაწვდომი 4-, 6- და 8-ცილინდრიანი ბენზინის, დიზელის. მაილდ ჰიბრიდული და ფლაგ ინ ჰიბრიდული ძრავებით იქნება ხელმისაწვდომი. ცხენის ძალები 254-დან 557-მდე მერყეობს. P400e PHEV-ს 398 ცხენის ძალა და 640 ნმ აქვს.
Range Rover-ის 50-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, სუვის სამ ახალ ვერსიას შემოგვთავაზებენ: HSE Westminster Edition, SVAutobiography Dynamic Black Edition და Autobiography Fifty Edition. ბოლო მათგანი მხოლოდ 1970 ეგზემპლარად გამოვა. ეს რიცხვი ავტომობილის დაბადების წელს დაამთხიევს.
3.0-ლიტრიანი საბაზისო ვერსიის ფასი $92,000 იქნება.
ასეთივე მრავალფეროვნებას გვთავაზობენ Range Rover Sport-ის შემთხვევაშიც. ყველაზე მნიშვნელოვანი დამატება SVR Carbon Edition მოდელია. ეს მოდელი კიდევ უფრო აგრესიულად გამოიყურება, ვიდრე საბაზისო. მანქანის წინა ნაწილში და ინტერიერში კარბონის დეტალებია გამოყენებული. დისკები 22-იანია.
სტანდარტული Range Rover-ის მსგავსად, Sport ვერსიაც ძრავების მრავალფეროვნებას გვთავაზობს. V8 ძრავა 575 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-96კმ/სთ-მდე 5.0 წამში აღწევს. ფასი $69,500-ია.
crystalauto.ge