2021 წლის ნოემბერში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების TOP-5 ავიაკომპანია

2021 წლის ნოემბერში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების TOP-5 ავიაკომპანია

access_time2021-12-16 10:00:00

2021 წლის ნოემბერში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა



AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ნოემბერში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 307,841 ტონა ტვირთი გადაზიდა.



საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ნოემბრის განმავლობაში 274,217 ტონა ტვირთი გაატარა.



ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Geo Sky. ნოემბერში Geo Sky საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 207,147 ტონა ტვირთს მოემსახურა.




ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ი, რომელიც Georgian Airways Cargo-ს ბაზაზე დაფუძნდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, Georgian Airlines-მა ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 170,567 ტონა ტვირთი გადაზიდა.



რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ბელორუსული სატვირთო ავიაგადამზიდავი Rubystar Airways-ი, რომელიც 2021 წლის ნოემბერში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 148,780 ტონა ტვირთს მოემსახურა.



მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:


Turkish Cargo;

Cargolux Airlines;

Geo Sky;

Georgian Airlines;

Rubystar Airways;


avianews.ge






5-6 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში 230-ზე მეტი ფრენა უქმდება

5-6 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში 230-ზე მეტი ფრენა უქმდება
access_time2023-02-04 21:50:22
5-6 თებერვალს თურქეთის ავიახაზებმა, სტამბოლის აეროპორტში, უამინდობის გამო 230-ზე მეტი საერთაშორისო და შიდა ფრენა გააუქმა. აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც მგზავრებს ურჩევენ, რომ ამინდის გაუარესების გამო, 5 და 6 თებერვლის ფრენის დეტალები შესაბამის ავიაკომპანიებთან დააზუსტონ. თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურ სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. უახლოეს საათებში შესაძლოა გამოცხადდეს ფრენების შემდგომი შეფერხებების ან უამინდობის...

საქართველოში გამოვლენილია XBB1.5-ის („კრაკენი“) შემთხვევებიც, მაგრამ CH.1.1-ის („ორტრუსის“) არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში გამოვლენილია XBB1.5-ის („კრაკენი“) შემთხვევებიც, მაგრამ CH.1.1-ის („ორტრუსის“) არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თენგიზ ცერცვაძე
access_time2023-02-04 21:20:45
თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში და საქართველოში კოვიდ სიტუაციას მიმოიხილავს. ის წერს, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმეტესობაში გამოვლენილია XBB1.5 („კრაკენი“) სუბვარიანტით გამოწვეული შემთხვევებიც, თუმცა დომინანტურ სუბვარიანტებად კვლავ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ სუბვარიანტები. სადღეისოდ საქართველოში CH.1.1 („ორტრუსის“) სუბვარიანტის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.   „ბოლო პერიოდში მსოფლიოში COVID-ის...

2022 წელს ამერიკულმა ბანკებმა ხელმძღვანელობას ხელფასები შეუმცირეს

2022 წელს ამერიკულმა ბანკებმა ხელმძღვანელობას ხელფასები შეუმცირეს
access_time2023-02-04 20:00:06
Bank of America Corp-მა 2022 წლისთვის აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან მოინიჰანის ხელფასი დაახლოებით 6%-ით 30 მლნ დოლარამდე შეამცირა. 2021 წელს მოინიჰანის ანაზღაურება 32 მლნ დოლარი იყო. ამის შესახებ Bloomberg-ი და...

მკვლევრებმა მარილის მარცვლის ზომის ვიდეოკამერა შექმნეს

მკვლევრებმა მარილის მარცვლის ზომის ვიდეოკამერა შექმნეს
access_time2023-02-04 19:30:45
პრინსტონისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტების მკვლევრებმა ახალი მაღალი ხარისხის გამოსახულების მქონე მიკროკამერა შექმნეს, რომელი მხოლოდ ნახევარი მილიმეტრის ზომისაა.   Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, თუ როგორ...

მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა
access_time2023-02-04 17:20:48
მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ოქროზე გლობალური მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა და 4741 ტონას მიაღწია, რაც ყველაზე მაღალია მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ.   მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვები ზედიზედ მეორე წელია გაიზარდა და 1136 ტონას მიაღწია. განვითარებადი ქვეყნების მარეგულირებლები, მათ შორის თურქეთი და ჩინეთი, ოქროს მთავარი მყიდველები გახდნენ.   „2022 წელს ცენტრალური ბანკები არამარტო გახდნენ ოქროს...


მსგავსი სიახლეები

up