2021 წლის მაისის შემოსავლები 2019 წლის მაისის შემოსავლებზე ავიდა - Lopota Lake Resort & Spa

2021 წლის მაისის შემოსავლები 2019 წლის მაისის შემოსავლებზე ავიდა - Lopota Lake Resort & Spa

access_time2021-06-11 13:20:00

პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების ფონზე ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების შემოდინება დაიწყო. სასტუმრო ბიზნესი ამ მხრივ გარკვეულ გათვლას ზაფხულის ტურისტულ სეზონზე აკეთებს, მით უმეტეს, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან ერთად ქვეყანამ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა.


Lopota Lake Resort & Spa-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ტურისტების ქცევები შეცვალა, შემოსავლების კუთხით 2021 წლის მაისში 2019 წლის მაისის შედეგები უკვე დაიდო.


„მთლიან ზაფხულზე გრძელვადიანი ჯავშნები არ შემოდის, მაინც აქცენტი კეთდება მიმდინარე თვეზე და არა მომავალ თვეებზე. მაისში ძირითადად მაისი იჯავშნებოდა, ივნისში კი ივნისი იჯავშნება. რაც შეეხება ივლისსჯერჯერობით ცოტა ჯავშანია. თუმცა მას შემდეგ რაც საზღვრები გაიხსნა, ავიამომოსვლა განახლდა და სიხშირეები დაემატა, საერთაშორისო ტურიზმი რაღაც დონეზე აღდგა, რაც 2019 წლის მაისში იყო. მაისში ამ მიმართულებით აქტიურიიყო რუსეთი და უკრაინა, ხოლო ივნისიდან უკვე გააქტიურებულია არაბული ბაზარი.


ქცევა შეცვლილია, პანდემიიდან გამომდინარე და რადგან წინასწარ დასვენების გათვლა ვერხდება. თავად ჯავშნის წინასწარი გაკეთების პერიოდი შემცირებულია და შესაძლოა ჯავშანი გააკეთონ წინა დღეს, ან ორი დღით ადრე. თუმცა იმასაც აღვნიშნავ, რომ ასეთი ქცევა არაბულ და ქართულ ბაზარს ადრეც ახასიათებდა - მოკლე-მოკლე პერიოდში ჯავშნები.



ეს ორი ბაზარი - ჩვენი შიდა ბაზარი და არაბულიბაზარი წინა წლებშიც ანალოგიური ქცევით გამოირჩეოდა. ახლა გვაქვს Last day Booking-ები იმ მიმართულებით, რომ მაგალითად თბილისშია უკვე ჩამოსული ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან და თბილისიდან ჯავშნის უკვე ლოპოტას. ანუ რეზორტის სპეციფიკა ისიცაა, რომ შეიძლება თბილისში ჩამოსულმა სტუმარმაც გადაწყვიტოს მისი დაჯავშნა და ამიტომაც წინასწარ არაა ბევრი ჯავშანი“, ამბობს Lopota Lake Resort & Spa-ს გენერალური მენეჯერი მაკა ღლიღვაშვილი.


როგორც Lopota Lake Resort & Spa-ში განმარტავენ, მათი მთავარი სტუმრები მაღალშემოსავლიანი სეგმენტია, რომელიც ქვეყანაში ძირითადად საჰაერო გზით შემოდის.


„სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ ჩვენი კუთხით რაიმე შედეგი ჯერ არ დაგვინახავს. იმ ბაზრებიდან საიდანაც ჩვენთან ტურისტები დადიან სახმელეთო საზღვრებს ნაკლებად იყენებენ. მაღალი შემოსავლიანი სეგმენტი ძირითადად დაფრინავს. უფრო აეროპორტის მგზავრები არიან ჩვენი სტუმრები. ცხადია ჩვენთვის სახმელეთო გზით შემოსული ვიზიტორიც მნიშვნელოვანია, რადგანაც თბილისში ჩამოსულმა შესაძლოა გადაწყვეტილება მიიღოს და რეზორტი დაჯავშნოს.


რაც შეეხება პროგნოზებს, მოლოდინი გაქვს, რომკარგი სეზონი უნდა იყოს. უკვე ეტყობარეალურად. მარტივად რომ გითხრათ 2021 წლისმაისის შემოსავლები 2019 წლის მაისისშემოსავლებზე ავიდა. თუმცა ივნისი-ივლისი-აგვისტო იქედან გამომდინარე, რომ ძალიანმაღალი სეზონია იმის მოლოდინი არ გაქვს, რომ2019 წლის შედეგებს დავდებთ, მაგრამ 70%-იანნიშნულს რომ მივაღწევთ ამის გათვლები გვაქვს,“ - აცხადებს Lopota Lake Resort & Spa-ს გენერალური მენეჯერი მაკა ღლიღვაშვილი. 



NS



თეგები:
Lopota Lake Resort & Spa



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up