იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლებმა 2019 წლის დონის 33.5% შეადგინა - Galt & Taggart

იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლებმა 2019 წლის დონის 33.5% შეადგინა - Galt & Taggart

access_time2021-10-25 13:00:04

Galt & Taggart-ის მიერ განახლებული კვირის მიმოხილვის მიხედვით, 2021 წლის სექტემბერში ტურისტების რიცხვმა 2019 წლის სექტემბრის დონის 39% შეადგინა, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია 2021 წლის ზაფხულის სეზონის აღდგენის დინამიკასთან შედარებით (აღნიშნულ პერიოდში საშუალოდ 33%-იან აღდგენას ჰქონდა ადგილი 2019 წლის დონესთან შედარებით).



აღსანიშნავია, რომ წინა თვეების მსგავსად, 2021 წლის სექტემბერში ტურიზმის შემოსავლები უფრო სწრაფად აღდგა, ვიდრე ვიზიტორების რაოდენობა და 2019 წლის სექტემბრის შემოსავლების 50.8% შეადგინა. შემოსავლების უფრო სწრაფი აღდგენის მთავარი მიზეზია ის, რომ ვიზიტორების ნაკადებში ტურისტები ჭარბობენ, რომლებიც ერთდღიან ვიზიტორებთან შედარებით ბევრად მეტს ხარჯავენ (აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ტურიზმის აღდგენა დაიწყო 2021 წლის აპრილიდან, ტურისტების რაოდენობა საშუალოდ 2019 წლის დონის 30%-ს შეადგენს, ხოლო იმავე პერიოდში ერთდღიანი ვიზიტორები საშუალოდ 2019 წლის მხოლოდ 5%-ის ნიშნულზეა და შესაბამისად შემოსავლები უფრო სწრაფად აღდგა).



მიმოხილვის მიხედვით, 2021 წლის სექტემბერში 226.7 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი (+348.8% წ/წ) მოგზაურობდა საქართველოში და ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა რუსეთიდან (14.6% წილი ჯამურ ვიზიტებში), რასაც მოჰყვება თურქეთი (14.2% წილი) და უკრაინა (10.1% წილი). ამასთან, ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (58.1% წილი), რასაც მოჰყვა საჰაერო გზით შემოსვლა (40.8% წილი). ჯამურად 2021 წლის იანვარ- სექტმბერში, საქართველოს 1.2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია (-13.2% წ/წ, 2019 წლის დონის 19.9%) და ტურიზმის შემოსავლებმა 865.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+73.5% წ/წ, 2019 წლის დონის 33.5%).




გარდა ამისა, 2021 წლის სექტემბერში ექსპორტი წლიურად 12.8%-ით გაიზარდა 373.6 მლნ აშშ დოლარამდე, გასული წლის მაღალი ბაზიდან. ამასთან, ექსპორტი მნიშვნელოვნად, 22.3%-ით არის გაზრდილი 2019 წლის სექტემბრის დონესთან შედარებით. სექტემბერში იმპორტი წლიურად 23.4%-ით გაიზარდა 925.8 მლნ აშშ დოლარამდე (+15.1% 2019 წლის სექტემბერთან შედარებით), რაც ძირითადად ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდამ განაპირობა. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 31.8%-ით გაიზარდა სექტემბერში.



2021 წლის სექტემბერში სპილენძი (-32.4% წ/წ), ფეროშენადნობები (+46.4% წ/წ), მანქანები (+44.9% წ/წ), თხილი (+24.6% წ/წ) და ღვინო (+22.0% წ/წ) იყო ტოპ 5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 14.9% ევროკავშირზე მოდიოდა (-5.9% წ/წ), 48.0% დსთ-ზე (+23.1% წ/წ) და 37.1% სხვა ქვეყნებზე (+9.7% წ/წ). 2021 წლის სექტემბერში ტოპ 5 იმპორტი იყო სპილენძი (-18.6% წ/წ), ნავთობი (+102.9% წ/წ), მანქანები (-8.1% წ/წ), მედიკამენტები (+9.8% წ/წ) და გამომთვლელი მანქანები (+455.7% წ/წ).



ჯამურად, 2021 წლის პირველ 9 თვეში, სავაჭრო ბალანსი წლიურად 19.9%-ით გაუარესდა და 4.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 24.0%-ით გაიზარდა 3.0 მლრდ აშშ დოლარამდე (+9.0% 2019 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით), ხოლო იმპორტი 21.6%-ით გაიზარდა 7.0 მლრდ აშშ დოლარამდე (+3.3% 2019 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით).



მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის სექტემბერში მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 16.8%-ით გაიზარდა, წინა თვის 16.4%-იანი ზრდის შემდეგ. ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი ზეგავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებში: დამამუშავებელი მრეწველობა (+19.5%) და ელექტროენერგია, აირი და კონდიცირებული ჰაერი (+11.4%).


თეგები:
Galt & Taggart



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up