2021 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო ესტონეთის ამჟამინდელ მაჩვენებელს 2111 წელს დაეწევა

2021 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო ესტონეთის ამჟამინდელ მაჩვენებელს 2111 წელს დაეწევა

access_time2021-02-07 10:00:51

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, პესიმისტური სცენარით 2021 წელს თუ ტურიზმმა არ დაიწყო აღდგენა საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ 1%-ით გაიზრდება. ეს სამთავრობო პროგნოზთან შედარებით 4.3-ჯერ ნაკლებია. სახელმწიფო ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე დაიგეგმა.


რას ნიშნავს 6.1%-იანი ვარდნა ან 1%-იანი მატება და რატომაა ეკონომიკური ზრდის თითოეული პროცენტი მნიშვნელოვანი? თუ დავუშვებთ რომ 2019 წელს შემოსავალი 100 ლარი გვქონდა, 2020-ში 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, რაც ღარიბი ქვეყნისთვის ცოტაა, 105 ლარი გაგვიხდებოდა, 2021 წელს კი 110.25 ლარი. ამის საპირისპიროდ 2020 წელს გავღარიბდით და ჩვენი შრომის ღირებულება 93.9 ლარამდე შემცირდა. 1%-იანი ზრდის შემთხვევაში 2021 წელს ის მხოლოდ 94 თეთრით ₾94.84-მდე გაიზრდება. სხვაობა ₾110.25-სა და ₾94.8-ს შორის 15.45 ლარია.


2022 წელს კვლავ 5%-იანი ზრდის შემთხვევაში ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ₾99.58-მდე გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წლის ნიშნულზე დაბრუნებას არათუ 2021 წელს, 2022 წელსაც ვერ შევძლებთ. ქვეყნის მთლიანი ეკონომიკა და შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე შეგვიძლია ზუსტად ამ მეთოდით დავითვალოთ და მხოლოდ რიცხვები შევცვალოთ. სტატისტიკურად სწორ მონაცემებს მივიღებთ, თუმცა რეალობა მაინც განსხვავებული იქნება. საქმე იმაშია, რომ გასულ წელს 6.1%-ით სათითაოდ ყველა ადამიანის შემოსავალი არ შემცირებულა. ადამიანთა ნაწილის შემოსავალი მარტის შემდეგ სრულად 100%-ით შემცირდა.


6.1%-იანი ვარდნა საკმაოდ დიდია, თუმცა არა კატასტროფული. 1000 ლარიანი ხელფასის შემთხვევაში ის 61 ლარს უდრის. 939 ლარი 1000 ლარზე ნაკლებია, მაგრამ ასეთი კლება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ გადანაცვლების საფუძველი არ ხდება. სინამდვილეში რა მოხდა? ადამიანთა ნაწილმა, როგორც წესი დაბალშემოსავლიანმა მოქალაქებმა, რომლებიც ძირითადად ტურიზმის, სარესტონრო ან სავაჭრო სფეროში იყვნენ დასაქმებულები შემოსავალი მთლიანად დაკარგეს. ამ სფეროებში დასაქმებულთა დიდი ნაწილი ისედეაც დაბალშემოსავლიან სეგემნტს წარმოადგენდა.


პირველი ლოკდაუნის დროს ამოქმედებული 200 ლარიანი კომპენსაციითსრულად ან ნაწილობრივ 162 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. მათ შორის მთლიანად 70 ათასზე მეტმა პირმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები 6 თვის განმავლობაში ვერც ძველ სამსახურში დაბრუნდნენ და ვეღარც ახალი იშოვეს.თვითდასამქბულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება კი 249 ათასმა პირმა მიიღო. მეორე ლოკდაუნის დროს 300 ლარიანი დახმარება უკვე ჩაერიცხა 120 ათასზე მეტი პირს, 200 ლარიან ექსთვიან დახმარებაზე კი 160 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა.


2020 წლის სრული სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა. მესამე კვარტალში, როდესაც რეგულაციები მნოშვნელოვნად იყო შემცირებული, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 26 ათასით, 1.269 მლნ-მდე იყო შემცირებული. მესამე კვარტალში ვარდნა 5.6% იყო, მეოთხეში - 6.5%. ნათელია, რომ წლიური მაჩვენებელი უარესი იქნება.



2019 წელს დღიურად 2 ლარზე ნაკლებს 133 000 ადამიანი ხარჯავდა. 2020 წელს ეს რიცხვი გაზრდილი იქნება. გასული წლის იანვარ დეკემბერში სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა 83 800-ით 515 700-მდე გაიზარდა. თუ იანვარში სოციალურ დახმარებას მოსახლეობის 11.67% იღებდა, დეკემბერში ეს რიცხვი უკვე 13.94%-მდე გაიზარდა, რაც თითქმის ყოველ მე-7 ადამიანს უდრის.


ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ 2010 წელს ეკონომიკური ზრდის შესახებ თავის ცნობილი მოკლე სტატია დაწერა, სადაც ვკითხულობთ: აირჩიეთ, როგორი ზრდა გინდათ? იცოდეთ: წელიწადში 12% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს. წელიწადში 10% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის. წელიწადში 7% - 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში. წელიწადში 4% - 2040 წელს ვიქნებით ბანძები. წელიწადში 2% - 2040 წელს არ ვიქნებით. არაფერი არ ვიქნებით. ა რ ა ფ ე რ ი, ა რ ა ფ ე რ ი, ა რ ა ფ ე რ ი, ა რ ა ფ ე რ ი!


2010 წელს 2017 წლის მუდმივ ფასებში გადაყვანილი მსყიდველობითუნარიანობის პარტიტეტისმეთოდით (PPP)დათვლილი მშპ 1 სულ მოსახლეზე საქართველოში $9740-ს უდრიდა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა შრი-ლანკას, სომხეთს, ერაყს, ნამიბიას, ჩინეთს, თუქმენეთსა და ინდონეზიას უსწრებდა, თუმცა გვინეას, პერუს, ტუნისს, ეგვიპტესა და ალჟირს ჩამორჩებოდა. მსოფლიოს 236 ქვეყნიდან კი 132-ე ადგილზე იმყოფებოდა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა რიცხვი რეალურად 200-მდეა, თუმცა მსოფლიო ბანკს მონაცემების დაანგარიშებისას მაკაუ, ჰონგ-კონგი, კაიმანის კუნძულები, პუერტო-რიკო, ბაჰამი და მსგავსი დამოკიდებულ ტერიტორიები ცალკე, ქვეყნის სახით აქვს გამოყოფილი, ასეთ დაყოფას თავისი ახსნა აქვს, შემოსავალები პირობითად ჰონგ-კონგსა და კონტინეტურ ჩინეთში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. იმავე მეთოდით დათვლით 2019 წელს საქართველოში მშპ 1 სულ მოსახლეზე $15 000-მდე იყო გაზრდილი, მსოფლიო რეიტინგით კი 26 პოზიციით 106-ე ადგილამდე დაწინაურებული, თუმცა მაინც ჩამორჩებოდა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: სურინამი, ბარბადოსი, პალაუ და ბოსტვანა.


2010 წელს საქართველოში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე მსოფლიო საშუალოს 70%-სა და ევროკავშირის 25%-ს უდრიდა, 2019 წელს შესაბამისად 89%-სა და 34%-ს. 9 წელიწადში საქართველოში 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი 54%-ით, ხოლო მსოფლიოში 22%-ით გაიზარდა. საქართველო დანარჩენ მსოფლიოზე უფრო სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ ეს ზრდა სიღარიბის დასაძლევად არასკმარისი აღმოჩნდა. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს საქართვლოში ვარდნა უმფრო მაღალი იყო ვიდრე მსოფლიოში შეიძლება მას შემოსავლებით გაბონმა და კოლუმბიამ გადაუსწროს.


2010 წლის შემდეგ, 2011-2019 წლებში საშუალოწლიური ზრდა 4.9%-ს შეადგენდა. 6% რომ ყოფილიყო ისევ ჩინეთზე მდიდრები ვიქნებოდით, ერთს სულ მოსახლეზე დათვლით, რა თქმა უნდა, 8%-იანი ზრდის შემთხვევაში ბელარუსს და ტაილანდს გავასწრებდით, 10%-იანი ზრდით არგენტინას, მექსიკასა და ურუგვაის, ხოლო 12%-იანი ზრდის შემთხვევაში - 80%-ით მდიდრები ვიქნებოდით, უკან ჩამოვიტოვებდით ყაზახეთს, ჩილეს, ბულგარეთს და რუსეთს გავუთანაბრდებოდით. მსოფლიოში 106-ის ნაცვლად 65-ე ადგილზე ვიქნებოდით.


ე.წ 72-ის პრინციპით მარტივია იმის გამოთვლა თუ რა პერიოდი სჭირდება ეკონომიკას გასაორმაგებლად 72-ს ვყოფთ საშუალოწლიურ ზრდაზე. 4.9%-ის შემთხვევაში ეს დრო 14.7 წელს შეადგენს, 6%-ის შემთხვევაში 12 წელს, 8%-ის შემთხვევაში 9 წელს, 10%-ის შემთხვევაში 7.2 წელს, 12%-იანი ზრდის დროს მხოლოდ 6 წელს. შესაბამისად გაოთხმაგებას 4.9%-იანი ზრდით 29.4 წლი სჭირდება, 12%-იანი ზრდით 12 წელი. პრაქტიკულად გაჩერებული 1%-იანი ზრდის შემთხვევაში კი შემოსავალების 4-ჯერ გაზრდას არც მეტი, არც ნაკლები - 144 წელი. დროის ვრცელ მონაკვეთში ეკეონომიკური ზრდის ტემპის 1%-იან სხვაობასაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

პანდემიამდელი 5%-იანი ზრდის გარძელების შემთხვევაში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 2040 წლისთვის $37 370 გახდება, თუ ზრდის ტემპს თუნდაც მხოლოდ 1 %-ით შევამცირებთ, 2040 წელს შემოსავალი მხოლოდ $30 860 იქნება, ანუ $6500-ით ნაკლები, მაგრამ თუ პირიქით 1%-ით 6%-მდე გავზრდით, მაშინ $45 170 ანუ $7800-ით მეტი, 7%-იანი ზრდის შემთხვევაში $54 500 და 8%-იანი ზრდის შემთხვევაში - $65 650.


2019 წლისთვის დასახელებული $15 000, რომელიც 2020 წელს $14 085-მდე შემცირდა გადაჭარბებული არ არის. ნომინალში 2020 წლის მაჩვენებელი მართლაც 46 480 ლარს, ანუ თვეში 3875 ლარს უდრის, რაც არარეალურად გამოიყურება, ოღონდ მხოლოდ ნომინალში. 2019 წელს ნომინალური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 13 240 ლარს შეადგენდა, 2020-ში ის 12 430 ლარამდე უნდა იყოს შემცირებული, ოფიციალური სტატისტიკა ჯერ არ დადებულა. დიდ სხვაობას ნომინალურსა და PPP მეთოდით დათვლას შორის ფასთა სხვაობა განაპირობებს. საქართველოში, როგორც ღარიბ ქვეყანაში, პროდუქტზე და განსაკუთრრებით მომსახურებაზე ფასები უფრო დაბალია ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. PPP ეთოდი ამ სხვაობას მეტ-ნაკლებად ათანაბრებს და შედარებისთვის უკეთესი საშუალებაა.


რა მოხდება მაშინ თუ 2021-ის 1%-იანი ზრდა გაგრძელდა? ასეთი აპოკალიფსური სცენარის პირობებსი საქართველო ესტონეთის ამჟამინდელ მაჩვენებელს რომელიც 2020-ის 5.2%-ინი ვარდნის გათვალისწინებით $35 000-ს შეადგენს, მხოლოდ 2111 წელს დაეწევა. 12%-იანი ზრდის შემთხვევაში 2028 წელს. სხვაობა 83 წელია. ირლანდიის ამჟამინდელ მაჩვენებელთან დასაწევად 1%-იანი ზრდის შემთხვევაში 173 წელი დაგვჭირდება, 12%-იანი ზრდით იგივე მიზნის მიღწევა 16 წელიწადში გახდება შესაძლებელი. რაც შეეხება ლუქსემბურგს, ლუქსემბურგის ამჟამინდელ მაჩვენებელთან დასაწევად 1%-იანი ზრდით XXIII საუკუნემდე მოგვიწევს ლოდინი.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up