2021 წლის ბოლოს სამშენებლო სექტორი 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება - „არსი“

2021 წლის ბოლოს სამშენებლო სექტორი 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება - „არსი“

access_time2021-10-12 12:00:00

„2021 წლის ბოლოს, ვვარაუდობთ, რომ სამშენებლო სექტორი 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება“, -  ამის შესახებ „კომერსანტს“ „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ განუცხადა. მისი თქმით, დეველოპერული ბაზრის აღდგენის პროცესი დამაკმაყოფილებლად მიდის. ბესო ორთოიძე ამბობს, რომ ბაზარმა გარკვეული ტესტი ჩააბარა, როცა ასეთ მძიმე პერიოდში სტაბილურობა შეინარჩუნა. „არსის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, გასულ წელს, როცა ეკონომიკის უამრავი დარგი გაჩერებული და ჩამოშლილი იყო, სამშენებლო სექტორი ერთადერთი იყო, რომელმაც ბიუჯეტი შეავსო და არ გაჩერებულა.

 


„სიტუაცია დეველოპერულ ბაზარზე მეტ-ნაკლებად ნორმალურია. მესამე კვარტალს თუ შევხედავთ, 2019 წლის იგივე პერიოდს მცირედით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღდგენითი პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. წლის ბოლოსთვის ვვარაუდობთ, რომ 2019 წლის მონაცემებს გაუთანაბრდება. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და ახალი შეზღუდვები არ დაწესდა, 2022 წელი 2019 წელს აჯობებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტორი ჩვეულ ტემპს დაუბრუნდება“, - აცხადებს ბესო ორთოიძე.

 


ბესო ორთოიძეს ახლახან ამოქმედებული სუბსიდირების პროგრამის შედეგებზე საუბარი უჭირს. მისი თქმით, პროგრამის ამოქმედებიდან მცირე დროა გასული და კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა მოლოდინი აქვს, რომ სუბსიდირება გარკვეულ ნაწილში სექტორის სტიმულირებას მოახდენს, მაგრამ, არა ისეთი მასშტაბით, როგორიც გასული წლის სუბსიდირება იყო. „არსის“ გენერალურ დირექტორი ამბობს, რომ დეველოპერული სექტორის მთავარი გამოწვევა დღეს სამშენებლო მასალებზე გაზრდილი ფასებია.

 


„დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ინფლაცია, რადგან სხვა პარამეტრები, იგივე ლარის კურსი, ეკონომიკური აქტივობა, ნორმალურადაა შენარჩუნებული. თუმცა, როგორც ასეთი ინფლაცია – ორნიშნა მაჩვენებელი გვაქვს, თვითონ სამშენებლო მასალებში ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია. მიმდინარე წელს თვითღირებულება დაახლოებით 35%-ით გაიზარდა, როცა ფასი მხოლოდ 10 პროცენტითაა უძრავ ქონებაზე გაზრდილი. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში უძრავი ქონების ფასი მზარდი იყო, თუმცა გასულმა წელიწადმა ეს ზრდა შეაჩერდა და 2020 წელს ზრდა არ დაფიქსირებულა. უკვე 2021 წლიდან დაიწყო ფასის მატება, ესეც მაღალი ინფლაციის ხარჯზე. თუმცა, ამ გაძვირების ფონზე 10% მცირე ზრდაა, მოსალოდნელია მომავალში ფასის კიდევ უფრო გაზრდა“, - განუცხადა „კომერსანტს“ ბესო ორთოიძემ.


 


მისგან განსხვავებით, სამშენებლო სექტორში არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრობს დეველოპერული კომპანია „ბინადარის“კომერციული დირექტორი თეო გოგობერიშვილი. მისი თქმით, ბაზარზე არც თუ ისე კარგი მდგომარეობაა, რადგან გაყიდვები ყოველდღიურად მცირდება.

 


პანდემიის საწყის ეტაპზე, ასე თუ ისე, მობილიზაცია მოვახდინეთ, გაყიდვებს ხელი სუბსიდირების პროგრამამ შეუწყო. მოსახლეობაში თუ კი რაიმე ფინანსური რესურსი არსებობდა, ჩემი აზრით, სრულად ამოიწურა, რადგან გაყიდვები 50 პროცენტითაა შემცირებული. დიდი იმედი გვქონდა ახალი სუბსიდირების პროგრამის, თუმცა ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონია ის შედეგი, როგორიც პირველს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე შედეგი არ გამოუღია. ეს ალბათ იმით არის განპირობებული, რომ პროგრამა მცირე სეგმენტს ეხება“, – განმარტავს თეო გოგობერიშვილი.

 


„ბინადარის“კომერციული დირექტორი გვიყვება, რომ კრიზისი მშენებლობის ტემპზე არ აისახება. თეო გოგობერიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო მასალა საერთო ჯამში დაახლოებით 30%-ით გაძვირდა, კომპანიას ბინის ფასი არ გაუზრდია.

 


„როგორს პანდემიის დასაწყისში, ახლაც, არ ვიცი რა რესურსით, მაგრამ არც ერთი წუთით მუშაობა არ გაჩერებულა. შარშან 2 პროექტი დავამთავრეთ, წელსაც ერთ ბლოკს ჩავაბარებთ. ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, მაგრამ ეს ყველაფერი კომპანიის ხარჯით მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე როდემდე გაგრძელდება ეს მდგომარეობა არ ვიცით, პარალელურად გაყიდვებიც უნდა წამოგვეწიოს. ახალ პროექტებს არ ვიწყებთ, რადგან ძნელია ახალი პროექტის წარმატება განსაზღვრო. იმედი გვაქვს, რომ ახალი წლის შემდეგ უკეთესი სიტუაცია იქნება, თუმცა რატომ უნდა იყოს მომავალი უკეთესი ამას ვერ გეტყვით. სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს სხვა ტიპის სუბსიდირება, რომელიც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას. ჩვენის მხრივ, ყველა ბერკეტი გამოვიყენეთ. მომხმარებელს 20 000 ლარამდე ფასდაკლება შევთავაზეთ, პლუს სუბსიდირება, მაქსიმალურად ვუწყობთ მოსახლეობას ხელს, რომ მსყიდველუნარიანობა გავზარდოთ, თუმცა ეს ყველაფერი შედეგზე მაინც ნაკლებად აისახება“, - ამბობს თეო გოგობერიშვილი.

 


ბაჩო ადამია






თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს
access_time2021-10-16 18:00:12
პანდემიის პირველმა წელმა იტალია და, მათ შორის, ვენეცია, უცხოელი ტურისტების გარეშე დატოვა. დღეს ვიზიტორები ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, მასშტაბები ჯერ ისეთი არაა, როგორც 2019 წელს. უქმეებზე ვენეცია ტურისტებით სავსეა, მაგრამ სამუშაო დღეებში ქალაქში შედარებითი სიმშვიდეა. ბოლო მონაცემებით ვენეციაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელი პერიოდის 60%-ს მიაღწია, თუმცა, ვიზიტორების სტრუქტურა შეიცვალა. უცხოელების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 70%-ით შემცირდა, მაგრამ ამავე დროს იტალიელების 50%-ით...

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა
access_time2021-10-16 10:00:43
ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი სახეობის გაყინული ფოთლების ჩაი უკვე გაყიდვაშია, მისი შეძენა კი მომხმარებელს გუდვილის (საბურთალოს და დიღმის) ჰიპერმარკეტებში...

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს
access_time2021-10-16 16:00:04
ქართველი დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე ავეჯის დიზაინით დაინტერესდა. როგორც სამოდელო სახლ „ავთანდილის“ დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, ის ჯერჯერობით ძიებაშია და სამომავლო გეგმებზე დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისმა გატაცებამ მომავალში...

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები
access_time2021-10-16 14:00:40
ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტები,...


მსგავსი სიახლეები

up