„2021 წლის ბიუჯეტი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტი მოკლა“ - ლევან კობერიძე

„2021 წლის ბიუჯეტი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტი მოკლა“ - ლევან კობერიძე

access_time2020-10-09 17:39:10

„2021 წლის ბიუჯეტის ეკონომიკურ ხედვაში ანაკლიის პროექტი არც კი განიხილება,“ - ამის შესახებ „ლელოს“ საქართველოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ ქვეყნის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ ისაუბრა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ეკონომიკის კომიტეტის პირველმა მოადგილემ ლევან კობერიძეს საქართველოსთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობა დაუდასტურა.



„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ანაკლიის თემა უგულებელყოფილია, რაც იმით გამოიხატება, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით ინვესტორებთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს.




„ბიუჯეტში ანაკლიის პორტზე მხოლოდ 1.5 მლ ნ. ლარია გათვლილი, რომელსაც რა მიმართულებით, დახარჯავენ უცნობია. სხდომაზე მთავრობას ჰქონდა შანსი ბიუჯეტის განხილვა არ ყოფილიყო მხოლოდ კონკრეტულ ციფრებსა და საბიუჯეტო პარამეტრებზე ხაზგასმა. რადგან კარგი იქნებოდა, კრიზისი, რომელშიც ვართ, გვემსჯელა და ამის ინიციატივა თავად გამოეჩინათ, რადგან ოპოზიციის ინიციატივებს არ იღებენ ყურად. ამ მსჯელობით ერთად ვნახავდით გამოსავალს, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიც ანაკლიაა და რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნიდა ქვეყნაში. თუმცა, მათი განცხადებებით და ბიუჯეტით ნათლად დავინახეთ, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებას მთავრობა არ აპირებს, ამ დროს კი ინვესტორებთანაც არ აწარმოებენ მოლაპარაკებას. იმით რომ სახელმწიფოს არ აქვს ანაკლიასთან დაკავშირებული ხედვა ანაკლიაზე, იმედს უკლავს როგორც სამეგრელოს მთლიან მხარეს ასევე აფხაზებს, რომლებიც ელოდებოდნენ და კითხულობდნენ რა გზით შეეძლოთ გადმოსვლა სამუშაოდ, რაც გარკვეული ხიდი იქნებოდა ჩვენს შორის. ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს სიღარიბის პოლიტიკას და არა განვითარებასა და წინსვლას,“ - აცხადებს კობერიძე.



„ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, განწყობები, რომელიც სხდომაზე უნდა წარმოგვედგინა, იქნებოდა შემდეგი ასახვა ქვეყნის ეკონომიკაზე. რადგან ეკონომიკა არის განწყობები და არა ზუსტი მეცნიერება.



„ბიუჯეტი უნდა იყოს ასახვა მიღებული გადაწყვეტილებების და ხედვების, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება. ანაკლია არ არის ბიუჯეტში ასახული - პორტი, რომელიც ქვეყნის მთავარი ძალა და ლოკომოტივია, რაც ქმნის შესაბამის განწყობას და მომენტალურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზეც. ხელისუფლება ანაკლიის პორტს ეკონომიკის ხედვიდან იღებს და აგდებს. ეს არის პროექტი, რომელმაც უნდა შექმნას სამუშაო ადგილი და მოიზიდოს ფინანსები. ალბათ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტი არ არის საჭირო. თუმცა როგორც კი ქართულ ოცნებას ხელისუფლების ან გავისტუმრებთ, იმ დღიდანვე შევუდგებით ამ პროექტის განხორციელებას,“- აცხადებს ლევან კობერიძე.


NS





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up