2021 წლის აფრიკის უმდიდრესი ადამიანები - Forbes-ის სია

2021 წლის აფრიკის უმდიდრესი ადამიანები - Forbes-ის სია

access_time2021-01-26 21:30:00

აფრიკაში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში მდიდარი ადამიანებისთვის პანდემიის წელი წარმატებული აღმოჩნდა. ახლა კონტინენტის 18 მილიარდერის საშუალო ქონება $4.1 მილიარდია, რაც 12%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.



აფრიკის უმდიდრესი ადამიანი ნიგერიელი ალიკო დანგოტეს ქონება გასულ წელს $2 მილიარდით გაიზარდა და $12.1 მილიარდი შეადგინა. ეს კი მისი კომპანიის Dangote Cement-ის აქციების 30%-იანმა ზრდამ განაპირობა. მეორე უმდიდრესი ადამიანი აფრიკაში ეგვიპტელი ნასეფ სავირისია, რომელიც 6%-იან წილს ფლობს სპორტული ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბრენდ Adidas-ში.



გასული წლის ყველაზე მოგებულ აფრიკელი მილიარდერი კი კიდევ ერთი ნიგერიელი ცემენტის მაგნატი აბდულსამად რაბიუა. მისი კომპანია BUA Cement PLC-ის აქციები, რომელიც ნიგერიის საფონდო ბირჟაზე 2020 წლის იანვარში დაილისტა, გაორმაგდა. ამან კი რაბიუს ქონების 77%-იანი ზრდა გამოიწვია, ახლა ის $5.5 მილიარდს ფლობს.



თუმცა, მაშინ როდესაც აფრიკელი მილიარდერების უმრავლესობა გასულ წელს კიდევ უფრო გამდიდრდა, არიან ისეთებიც, რომელთა ქონება შემცირდა. მაგალითად, ორი მილიარდერი ქალი, მილიარდერების სიას საერთოდ გამოეთიშა, ვინაიდან მათი ქონება უკვე $1 მილიარდზე ნაკლებია. საუბარია ნიგერიელ ფოლორუნშო ალაკიაზე, რომელიც ნავთობმომპოვებელ კომპანიას ფლობს და ასევე იზაბელ დოს სანტოსზე, რომელიც 2013 წლიდან აფრიკის უმდიდრესი ქალი იყო, თუმცა, გასულ წელს მას ანგოლას გენერალურმა პროკურატურამ ფულის გათეთრებაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც მისი აქტივები გაყინეს.




18 აფრიკელი მილიარდერი კონტინენტის შვიდი სხვადასხვა ქვეყნიდანაა, მათ შორის სამხრეთ აფრიკა და ეგვიპტე ლიდერობს, რომელთაც 5-5 მილიარდერი ჰყავთ. მას მოჰყვება ნიგერია სამი მილიარდერით და მაროკო ორი მილიარდერით. მათი საერთო ქონება $73.8 მილიარდია, რაც მცირედით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე ($73.4 მლრდ). თუმცა, გასულ წელს აფრიკელი მილიარდერების რიცხვი 20 იყო.



Forbes-ი გთავაზობთ აფრიკელი მილიარდერების სრულ სიას:



ალიკო დანგოტე - $12.1 მილიარდი - ცემენტის და შაქრის ინდუსტრია (ნიგერია)
ნასეფ სავირისი - $8.5 მილიარდი - სამშენებლო ბიზნესი და ინვესტიციები (ეგვიპტე)
ნიკი ოპენჰაიმერი - $8 მილიარდი - ბრილიანტები (სამხრეთ აფრიკა)
იოჰან რუპერტი - $7.2 მილიარდი - ძვირადღირებული პროდუქციის ბიზნესი (სამხრეთ აფრიკა)
მაიკ ადენუგა - $6.3 მილიარდი - ტელეკომუნიკაციები და ნავთობი (ნიგერია)
აბდულსამად რაბიუ - $5.5 მილიარდი - ცემენტის და შაქრის ბიზნესი (ნიგერია)
ისად რებრაბი - $4.8 მილიარდი - კვების ინდუსტრია (ალჟირი)
ნაგიბ სავირისი - $3.2 მილიარდი - ტელეკომუნიკაციები (ეგვიპტე)
პატრიც მოცეპე - $3 მილიარდი - სამთო მოპოვებითი ბიზნესი (სამხრეთ აფრიკა)
კოოს ბეკერი - $2.8 მილიარდი - მედია, ინვესტიციები (სამხრეთ აფრიკა)
მუჰამედ მანსური - $2.5 მილიარდი - სხვადასხვა ბიზნესი (ეგვიპტე)
აზიზ ახანუში - $2 მილიარდი - საწვავი და სხვა ბიზნესები (მაროკო)
მუჰამედ დევჯი - $1.6 მილიარდი - სხვადასხვა ბიზნესი (ტანზანია)
იუსებ მანსური - $1.5 მილიარდი - სხვადასხვა ბიზნესი (ეგვიპტე)
ოსმან ბენჯელუნი - $1.3 მილიარდი - საბანკო და სადაზღვევო ინდუსტრია (მაროკო)
მიშელ ლე რუ - $1.2 მილიარდი - საბანკო სფერო (სამხრეთ აფრიკა)
სტრაივ მასიივა - $1.2 მილიარდი - ტელეკომუნიკაციები (ზიმბაბვე)
იასინ მანსური - $1.1 მილიარდი - სხვადასხვა ბიზნესი (ეგვიპტე)



forbes.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up