2020 წლის 6 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებულმა ზარალმა 194,2 მლნ ლარი შეადგინა. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.9 მლნ ლარით მეტია.
2021 წლის პირველ 6 თვეში ყველაზე დიდი მოცულობით ზარალი კომპანია „ჯიპიაიმ“ (46.12 მლნ ლარი) აანაზღაურა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობით მეორე ადგილზე „ალდაგია“ (28.69 მლნ ლარი), მესამეზე „იმედი L“ (23.96 მლნ ლარი). მეოთხე ადგილს „თიბისი“ (23.47 მლნ ლარი) იკავებს, მეხუთეს კი „არდი“ (18.38 მლნ ლარი).
2020 და 2021 წლის პირველ კვარტლებში სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული ზარალი პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან ასე გამოიყურება:
2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.