2021 წლის 10 უმდიდრესი ქალი მსოფლიოში

2021 წლის 10 უმდიდრესი ქალი მსოფლიოში

access_time2021-01-21 21:30:00

Wealth-X-ის ბოლო კვლევის მიხედვით, მსოფლიოში მილიარდერების 11.9% ქალია. Forbes-ის მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, Wealth-X-მა უმდიდრესი ქალების ქონება შეისწავლა.



უმდიდრესი ქალი ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსი და მისი ოჯახია, რომელიც L’Oréal-ში 33%-იან წილს ფლობს. 2019 წლის აპრილში L’Oréal-მა და ბეტანკურ-მეიერსმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციისთვის $226 მილიონი გაიღო.



ფრანგ მილიარდერ ქალს რეიტინგში მოჰყვება Walmart-ის იმპერიის მფლობელი ალის უოტონი და მისი ოჯახი. ის ძმებთან ერთად Walmart-ში აქციების 50%-ზე მეტს ფლობს. ცნობისთვის, Walmart-ის შემოსავალი 2020 წელს $524 მილიარდი იყო.



სამეულს ასრულებს ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მაკენზი სკოტი, რომელიც Amazon-ის დაარსების პირველივე დღიდან მის განვითარებაში იყო ჩართული. ის კომპანიაში განქორწინების შემდეგ $38.3 მილიარდის აქციებს ფლობს. მაკენზი სკოტს საკმაოდ ალტრუისტული მიდგომა აქვს ქონებასთან დაკავშირებით. 2020 წელს მან $5.8 მილიარდის ოდენობის ქონება გასცა კლიმატურ ცვლილებებთან და რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ.



აზიაში კი ყველაზე მდიდარი ქალი ჩინელი იან ჰუეიანია, ის აზიის უმდიდრესი ქალი მას შემდეგ გახდა, რაც მემკვიდრეობით დეველოპერული კომპანია Country Garden Holdings-ის 70%-იანი წილი მიიღო.



უმდიდრესი ქალების პირველი ათეული ასე გამოიყურება:



- ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსი - $71.4 მლრდ - L’Oréal (საფრანგეთი)




- ალის უოლტონი - $68.0 მლრდ - Walmart (აშშ)



- მაკკენზი სკოტი - $54.9 მლრდ - Amazon (აშშ)



- ჯულია კოხი და მისი ოჯახი - $44.9 მლრდ - Koch Industries (აშშ)



- იან ჰუეიანი და მისი ოჯახი - $31.4 მლრდ - Country Garden Holdings (ჩინეთი)



- ჟაკლინ მარსი - $28.9 მლრდ - Mars (აშშ)



- სუზან კლატენი - $25.8 მლრდ - BMW (გერმანია)



- ჩჟუნ ჰუეიცზიუანი - $23.5 მლრდ - Hansoh Pharmaceutical (ჩინეთი)



- ლოურენ პაუელ ჯობსი და მისი ოჯახი - $22.1 მლრდ - Apple (აშშ)



- ირის ფონტბონა და მისი ოჯახი - $21.0 მლრდ - Antofagasta Plc (ჩილე).




forbes.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up