„2021 წლიდან , პოლონური ინვესტიციით ჰუალინგის თიზ-ში სამკერვალო საწარმო ამოქმედდება“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ჰუალინგ ჯგუფიდან“ აცნობეს. მათი ინფორმაციით, პროექტის პირველ ფაზაში 50 ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.
„მიუხედავად პანდემიისა ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, აქტიურად აგრძელებს ინვესტიცების მოზიდვას საქართველოში. 2021 წლიდან პოლონური ინვესტიციით ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სამკერვალო საწარმო ამოქმედდება. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის პირველ ფაზაში 50 მდე ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება. პოლიონური კომაპნიისთვის საწარმოს ლოკაციის შერჩევის პერიოდში რამოდენიმე ლოკაცია განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი საქართველოზე და ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე გაკეთდა. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღებისას ის მზა ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენი შენობების სახით ინვესტორებს ვთავაზობთ, ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორის მუშახელის ხელმისაწვდომობა ქალაქ ქუთაიში. ჰუალინგის თიზის გუნდი უზრუნველყოფს ივესტორისათვის სხადასხვა დამატებითი მომსახურებების უზრუნველყოფას, როგორებიცაა საწარმოს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა, ლოგისტიკის პროცესის ოპტიმიზაცია და გამართვა, საბაჟო-საბროკერო პროცედურებში დახმარება, წარმოშობის სერთიფიკატის მიღების პროცესში მხარდაჭერა და კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან. ვფიქრობთ, რომ უკვე თებერვლის თვიდან საწარმო სრული დატვირთით ამოქმედდება“. აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის კომერციული მენეჯერი გიორგი როგავა.
R