2021 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა

2021 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა

access_time2022-08-15 11:15:52

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 241.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით მეტი.


საქსტატმა ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2017 წლიდან. შესაბამისად, ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია დაზუსტებული მაჩვენებლები და შესაბამისი ცვლილებების გამომწვევი ძირითადი მიზეზები:




2021 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 62.0 პროცენტი შეადგინა.


ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2021 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 59.7 პროცენტი შეადგინა.


„საქსტატის მონაცემებით, პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 48.6 პროცენტით (603.6 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა ნიდერლანდები 11.1 პროცენტით (138.3 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - თურქეთი 8.1 პროცენტით (100.0 მლნ. აშშ დოლარი).


2021 წელს ორი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 52.4 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 465.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 37.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება
ენერგეტიკის სექტორი 185.9 მლნ. აშშ დოლარით (15.0 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 133.3 მლნ. აშშ დოლარით (10.7 პროცენტი).

თეგები:
ინვესტიცია



სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული
access_time2022-09-24 23:00:00
თბილისში კოსტავას 68-ში მდებარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა მორიგ აუქციონზე იყიდება. მიმდინარე აუქციონზე, რომელიც 30 სექტემბერსაა ჩანიშნული, ობიექტის საწყისი ღირებულება დღგ-ს გარეშე 65 000 000 ლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 76 700 000 ლარს შეადგენს, რომელიც მყიდველს შემდეგი გრაფიკით უნდა გადაიხადოს: 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში; 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31...

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა
access_time2022-09-25 11:00:20
აგვისტოს თვეში, ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 4,4%-ით გაიზარდა, რაც 650,305 მანქანას შეადგენს.    ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ASEA) მონაცემებით, ეს პირველი დადებითი შედეგი იყო 13 თვიანი ვარდნის...

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა
access_time2022-09-24 21:01:27
ბელარუსის მინისტრთა საბჭომ ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამავდროულად, რეზოლუციის მოქმედება არ ვრცელდება ბელარუსის რესპუბლიკის გარეთ ექსპორტირებულ საქონელზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში. ბელარუსიდან დროებითი ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სიაშია ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და სხვა...

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა
access_time2022-09-24 18:00:05
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე. ამასთან, კანონი დეზერტირობისთვის, ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის...

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე
access_time2022-09-24 17:20:47
საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა, ეს გამოწვეულია ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე მიმდინარე მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოების გამო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რაც შეეხება წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაციას, პროცესი ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება. „ეს სამუშაოები დაიწყება მას...


მსგავსი სიახლეები

up