2021 წელს თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა

2021 წელს თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა

access_time2022-12-03 15:30:31

 

„თხილი ერთ-ერთი აგროკულტურაა, რომლის მასშტაბური წარმოების და ექსპორტის პოტენციალიც საქართველოს აქვს. 2021 წელს თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ექსპორტის უდიდესი წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს ხარისხიანი ქართული თხილის წარმოების მხარდაჭერას არაერთი ღონისძიებით, მათ შორისაა თხილის წარმოების ხელშემწყობი ახალი პროგრამა, რომლის განხორციელების მიზანია, ქართული თხილი იყოს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი, რომ ჩვენმა ფერმერებმა მიიღონ ღირსეული შემოსავალი", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ოზურგეთში მოქმედი კომპანიის „გლობალ ექსპორტის“ თხილის გადამამუშავებელი საწარმოს დათვალიერებისას.

 

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა თამარ არჩვაძემ აღნიშნა, თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან ფერმერების მიერ ხარისხიანი თხილის წარმოება გაზრდის როგორც ფერმერების შემოსავალს, ასევე კომპანიის წარმადობას და კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის ქართულ თხილს საერთაშორისო ბაზრებზე.

 

თხილის გადამმუშავებელი საწარმო, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1,5 მლნ ლარია,  2014 წელს ამოქმედდა. კომპანია სარგებლობს 1,4 მლნ ევროს საკრედიტო ხაზით რომლის გაცემაც InnovFin SME Guarantee Facility-ის მხარდაჭერით განხორციელდა.  აღნიშნული ფინანსურად უზრუნველყოფილია ევროკავშირის მიერ, Horizon 2020 Financial Instruments-ს ფარგლებში.


 

კომპანიამ 2021 წელს საქმიანობა გააფართოვა და თანამედროვე დანადგარების შესაძენად ისარგებლა 1,5 მლნ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტით. ახალი მიმართულების ამუშავების შედეგად, მოხალული, ბლანშირებული, დაქუცმაცებული თხილის და თხილის ფქვილის დამზადება გახდა შესაძლებელი. შედეგად, გაიზარდა როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე ექსპორტის მოცულობა.

 

შპს „ გლობალ ექსპორტი“ საექსპორტოდ ამზადებს როგორც თხილის გულს, ასევე თხილის ფქვილსა და პასტას. პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება იტალიასა და ჩეხეთში. მიმდინარე წელს, უკვე  განხორციელდა 2,000 ტონამდე მზა პროდუქციის ექსპორტი. საწარმოში დასაქმებულია 100 -ზე მეტი ადგილობრივი.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up