2021 წელს საქართველოში გარდაცვლილთაგან ყოველი მეოთხე კოვიდს ემსხვერპლა

2021 წელს საქართველოში გარდაცვლილთაგან ყოველი მეოთხე კოვიდს ემსხვერპლა

access_time2022-05-02 14:00:10

2021 წლის განმავლობაში საქართველოში მოსახლეობა 40 000-ით შემცირდა. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა COVID-19-ის პანდემიამ, რომლის შედეგადაც მხოლოდ გასულ წელს 12 000 ადამიანი გარდაიცვალა.

 

2021–ში გარდაცვალების ოფიციალურმა სტატისტიკამ 59 906 შეადგინა.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, გასულ წელს მოსახლეობის შემცირება კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა საქართველოს არარეზიდენტი მოქალაქეების შემოსვლა, რომელიც დადებითი სალდო შეადგინა ე.ი. გაცილებით მეტი საქართველოს მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა, ამის გარეშე უფრო მძიმე სურათი იქნებოდა.  



,,2020 წელს დაახლოებით 2500 იყო კოვიდით გარდაცვალებათა რაოდენობა, ხოლო 2021 წელს ამ მაჩვენებელმა  11 500 შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ შარშან ყოველი მეოთხე კოვიდით გარდაცვლილი იყო. თუ კოვიდის გარდაცვლილების სტატისტიკას გამოვრიცხავთ, 2020-2021 წლებში გარდაცვალებათა რაოდენობა არც ისე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (დაახლოებით 1000) და ეს შეიძლება დავუკავშიროთ სტრესს და იმ მძიმე ვითარებას, რაც პანდემიის გავრცელებას მოჰყვება. ერთია, რომ კოვიდით ხდება ლეტალური შემთხვევის დადგომა  და მეორე, ადამიანების განცდა თავის ახლობლებზე, თავის ჯანმრთელობაზე და ესეც ნეგატიურად მოქმედებს საბოლოოდ - არცთუ იშვიათად ლეტალური შედეგით სრულდება. ამდენად, კოვიდის ფაქტორი რომ არ ყოფილიყო, შობადობისა და გარდაცვალების მაჩვენებლები  ერთმანეთს დააბალანსებდნენ.

გარდაცვალებათა მიზეზი რომ დაიდება, აშკარად გამოჩნდება, რომ კოვიდპანდემიამ  თავისი გავლენა მოახდინა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე. ამ საშიში ვირუსით  გარდაცვალებათა ასეთი მაღალი სიხშირე რომ არა, ჩვენ  სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა რამდენადმე მაღალი გვექნებოდა იმასთან შედარებით, რაც გამოქვეყნდა“, - აცხადებს არჩვაძე ,,კომერსანტთან“.


კერძოდ, ,,საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, პანდემიამ შეამცირა საქართველოში სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობაც. თუკი 2020 წელს ის ქალებისთვის 77.7 წელი იყო, 2021 წელს 75.4 წლამდე შემცირდა, კაცებისთვის კი 69.1 წლიდან 67.5 წლამდე.


ამასთან, გაიზარდა საქართველოდან ემიგრაციაც, რამაც მოსახლეობის რაოდენობაზე ასევე ნეგატიური გავლენა იქონია (მინუს 25,966 ადამიანით). შედეგად საქართველოს მოსახლეობა -39,926-ით, ანუ 1.1%-ით, შემცირდა.


მარი ჩიტაია





რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი მგზავრთა ნაკადის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი მგზავრთა ნაკადის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს
access_time2022-07-05 17:00:06
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს. ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიის რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში აცხადებენ. „ყოველდღიური სამუშაო სიძლავრე 2-3-ჯერაა გაზრდილი. მუშაობს 13-ვე გამშვები ზოლი, ამის მიუხედავად საკონტოლო-გამშვებ პუნქტზე შეფერხები ექმნება, როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ტრანსპორტს“,...

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის
access_time2022-07-05 15:40:00
სექტემბრიდან საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებულ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის - მოლაპარაკებები მომსახურებით ვაჭრობის დამატებაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, მხარეები საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციასაც განიხილავენ, რათა თურქულ ბაზარზე უფრო მეტი ქართული პროდუქტი შევიდეს ნულოვანი განაკვეთით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თითქმის დასრულებულია ამ საკითხზე მოლაპრაკებები და მხარეები უკვე შეთანხმდნენ იმ პროდუქციის ჩამონათვალზე, რომელზეც თურქეთი...

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის -  ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა
access_time2022-07-05 13:45:21
ლიბერთი, გაეროს ‘გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის’ (Global Compact Network Georgia) წევრი გახდა და დღეიდან, თავის საქმიანობაში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპსა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს გაითვალისწინებს.   „ განათლების ხელშეწყობა, ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნა საქართველოში და  ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ახალი ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. მოხარულები ვართ, რომ ვუერთდებით გაეროს...

რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?

რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?
access_time2022-07-05 16:00:39
თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის პირველი საერთაშორისო უნივერსიტეტი იხსნება, რომელიც ფრანგული ბიზნეს სკოლის – „ვატელის” ეგიდითა და ბრენდით იქნება წარმოდგენილი, „ბლოკ ჯგუფის“ და სეუ-ს ერთობლივი პროექტია. კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე საუბარია პროფესიული ტრენინგების დაწყებაზე, რომელიც Vatel-ის სასერთიფიკატო კურსები იქნება. 3, 6 ან 12 თვიანი კურსებზე სწავლის...

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
access_time2022-07-05 13:50:00
ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა სამივე კაცს, რომელიც ამავე ქალაქში მრავალსართულიანი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე იყო დაკავებული. გადაწყვეტილება დღეს, 5 ივლისს გამოცხადდა. 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 8 სართულიანი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულთაგან: ზაურ ბუდაღოვს, პირველ...


მსგავსი სიახლეები

up