2021 წელს სამელიორაციო მომსახურების ტარიფები არ შეიცვლება

2021 წელს სამელიორაციო მომსახურების ტარიფები არ შეიცვლება

access_time2021-03-13 13:00:42

მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, სამელიორაციო მომსახურების დღეისათვის არსებული ტარიფები იმოქმედებს. ტარიფები დადგენილია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ, 2011 წლის 2 თებერვალს, რომლის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოში ირიგაციის საფასური შეადგენს წელიწადში 75 ლარს ჰექტარზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში - 45 ლარს ჰექტარზე. დასავლეთ საქართველოში ჰექტარზე დრენაჟის საფასური 40 ლარია.
საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პარალელურად, იზრდება სარწყავ წყალზე მოთხოვნა. შესაბამისად, აქტუალური ხდება წყლის რაციონალურად განაწილებისა და ეფექტიანად მოხმარების საკითხი. შპს „საქართველოს მელიორაცია“ ინტენსიურად ახორციელებს როგორც ძველი სამელიორაციო სისტემების აღდგენა/რეაბილიტაციის, ისე ახალი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
2012-2020 წლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯა 400 მლნ ლარამდე თანხა; შედეგად, ქვეყანაში, დღეისათვის, 200 000 ჰექტრამდე მელიორირებული ფართობია. მათ შორის, 150 ათას ჰექტარამდეა წყალუზრუნველყოფილი ფართობი. დაახლოებით სამჯერ გაიზარდა როგორც წყალუზრუნველყოფილი, ასევე დაშრობილი მიწები. ბოლო წლებში განხორციელდა თითქმის ყველა ძირითადი სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, ასევე მაგისტრალური არხების აღდგენა/მოწესრიგება; მეტი ინტენსივობით გაგრძელდება სარწყავი შიდა ქსელების მოწყობა.
მხოლოდ 2021 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ქვეყნის მასშტაბით, 40 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. პარალელურად, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს საირიგაციო სისტემების მოწყობის სამუშაოები სამ ლოკაციაზე კახეთსა და შიდა ქართლში, რომელთა ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 90 მლნ ლარია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკთან, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან სხვადასხვა რეგიონში სამელიორაციო სისტემების სრული რეაბილიტაციის სამუშაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამჟამად, მიმდინარეობს და წლის ბოლომდე

დასრულდება კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ორ ძირითად - სიონისა და ალგეთის საირიგაციო წყალსაცავზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა, 2019 წელს, მიიღო კანონი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“, რომელიც არეგულირებს ირიგაციის სფეროში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობას. კანონის თანახმად, უნდა შეიქმნას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები, შემუშავდეს სატარიფო მეთოდოლოგია და 4 წლის ვადაში, 2023 წლის 19 დეკემბრამდე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს საირიგაციო მომსახურების ტარიფების დადგენა.
ლდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up