2021 წელს  მზის პანელების მონტაჟზე  მოთხოვნა 10-15-ჯერ გაიზარდა

2021 წელს მზის პანელების მონტაჟზე მოთხოვნა 10-15-ჯერ გაიზარდა

access_time2022-01-20 11:00:17

2021 წელს ბიზნესის მხრიდან მზის პანელების მონტაჟზე მოთხოვნა, 2020 წელთან შედარებით,  დაახლოებით  10-15-ჯერ გაიზარდა. ხოლო მოსახლეობის მხრიდან უცვლელად ერთ დონეზე დარჩა. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ საინჟინრო ფიზიკის დოქტორმა,  კომპანია ,,მზის სახლის“ დირექტორმა კონსტანტინე კობახიძემ განაცხადა. მოთხოვნის ზრდას იგი ელექტროენერგიის გაძვირებას უკავშირებს და აცხადებს, რომ მზის პანელების გაძვირების მიუხედავად, სამეწარმეო ბიზნესის მხრიდან დიდი მოთხოვნაა.

 


კობახიძის შეფასებით,  ეს არის ევროპული, მაღალი სტანდარტის მზის პანელი, რომლის მონტაჟი 100-დან 500 კვტ/სთ სიმძლავრის სადგურისთვის  50 000 ევრომდე ჯდება (1 კვტ/სთ-ის ფასი 500 ევროს შეადგენს).

 


მიუხედავად იმისა, რომ მონტაჟი საკმაოდ ძვირი ღირს, როგორც კონსტანტინე კობახიძე აღნიშნავს, წარმოებას დაახლოებით 7 წელიწადში  შეეძლება ხარჯის  დაფარვა და მოგებაზე გასვლა.

 


,,ელექტროენერგიის ფასის ზრდამ ბიზნესი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა და მასობრივად ცდილობენ, რომ  ალტერნატიული წყაროები გამოიყენონ, ვის რა შესაძლებლობაც აქვს. ამან განაპირობა, რომ მზის პანელების მიმართ მოთხოვნა 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 10-15-ჯერად ზრდას განიცდის.  ყველაზე მეტად მოთხოვნა  კახეთშია.   მონტაჟდება ძირითადად 100-500-კილოვატიანი სადგურები,  რომლის ღირებულებაც, 1 კვტ/სთ-ზე 500 ევროდან იწყება.

რაც შეეხება ოჯახებში მზის პანელების მონტაჟს, ფასი განისაზღვრება სიმძლავრის მიხედვით, საშუალოდ 5-კილოვატიანი სიმძლავრის ევროპული მზის პანელის ღირებულება 5 000 ევროა.  20 ცალი 250-ვატიანი მზის პანელი და, შესაბამისად, 5-კილოვატიანი ინვერტორი, წელიწადში მომხმარებელს 6000-დან 6500-მდე კილოვატ ენერგიას მიაწვდის. საქართველო მზიანი ქვეყანაა, აქ 1 კვ/მ ფართზე დღიურად 4 კვტ/სთ ენერგია მოდის, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია. ეს ჩვენი სიმდიდრეა და შეუძლებელია არ გამოვიყენოთ“, - ამბობს კობახიძე  ,,კომერსანტთან“.

 



ინჟინერ-ფიზიკოსის შეფასებით,  მზის პანელების მონტაჟი განსაკუთრებით აუცილებელია იმ სოფლებში, სადაც ელექტროენერგიის ქსელი ძნელად გასაყვანია, ან დიდ დანახარჯს უკავშირდება. 



,,საქართველოში რამდენიმე სოფელია, სადაც გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვერ ხერხდება ელექტროენერგიის შეყვანა. ამ მხრივ მზის პანელებს ალტერნატივა არ აქვს. ქსელის შეყვანა იმ სოფელში, სადაც ცოტა კომლი ცხოვრობს, გაცილებით ძვირია, ხოლო მზის პანელების საშუალებით ხარჯის შემცირება შეგვიძლია. როცა სხვა საშუალება არ არის, მზის პანელების მონტაჟი რიგი სოფლებისთვის საუკეთესო გამოსავალია. ეს არის დაახლოების 2-3 კვტ/სთ ელექტროენერგიის მიწოდება ოჯახისთვის. ცხადია, როდესაც სოფელში ქსელი არ არსებობს და ინფრასტრუქტურა თავიდან გასამართია, მზის პანელები უნდა მოეწყოს.  ასეთ სოფლებში მზის პანელების მონტაჟი ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით ხორციელდება“, - დასძენს კონსტანტინე კობახიძე.

 


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კორპუსის მაცხოვრებლებს, უბანს ან მცირე დასახელებას შესაძლებლობა აქვს  საერთო ინვესტიციით მცირე ელექტროსადგური დაამონტაჟოს, მიღებული ელექტროენერგია გაინაწილოს, ჭარბი ელექტროენერგია კი, გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს.



ამასთან, შესაძლებელია ზაფხულში გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიით, მომხმარებლებმა ზამთრის პერიოდში კომუნალური ხარჯები შეიმცირონ.



დღეისათვის „ნეტო აღრიცხვის“ სისტემაში  368 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურია ჩართული, 2020 წელს მათი რაოდენობა 243 იყო.




ამასთან, 2021 წელს ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული ელექტროსადგურების ჯამურმა სიმძლავრემ 17 710.235 კვტ-ს მიაღწია, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 4.6-ჯერ აღემატება.


 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up