"2021 წელს მხოლოდ საქმიანი ვიზიტორები გვეყოლება და ტურისტების ნაკადის ზრდას არ უნდა ველოდოთ" - ნუცა აბრამიშვილი

access_time2020-12-22 14:00:32

„ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ღვინის რეალიზაცია ფაქტობრივად 60 პროცენტითაა შემცირებული. ანუ,  დამოკიდებული ვიყავით სრულად ჩამოსულ სტუმარზე. ეს შემცირება უკავშირდება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ვარდნას,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „შუხმან ვაინსის“ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ესაუბრა. ბიზნესმენი 2020-ის შედეგების ანალიზისა და 2021 წლის მოლოდინებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანია თითქმის სრულად დამოკიდებულია უცხოელ ვიზიტორზე , თუმცა 2021 იქნება მხოლოდ ბიზნეს და საქმიანი ვიზიტების წელი, ხოლო მომავალი წლის ბოლოდან სექტორები გამოცოცხლებას დაიწყებენ.


2020 წელი იყო ისეთი გამოწვევებით სავსე, როგორიც საუკუნეში ერთხელ ხდება.  ჩვენი ინდუსტრიისთვის, რომელიც არის სოფლის მეურნეობა, ღვინის წარმოება და ტურიზმი, საკმაოდ დიდი ეკონომიკური მოვლენებით სავსე წელი იყო. საზღვრების ჩაკეტვას დადებითი მხარეც აღმოაჩნდა - ფაქტობრივად ჩაკეტილობამ აჩვენა, რომ ქართველები უნდა წასულიყვნენ თავისივე რეგიონების სასტუმროებში დასასვენებლად ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში. აქედან გამომდინარე,  ჩვენ სრულად ამოგვივარდა უცხოელი ტურისტი და Shuchman-ის შატო მთლიანად 90 პროცენტით უცხოელი ტურისტით იყო დაკავებული,  ფაქტობრივად ის  ჩაანაცვლა ადგილობრივმა სტუმარმა, რასაც დადებით მოვლენად მოვიხსენიებ.


ექსპორტს რაც შეეხება , გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კომპანია წელიწადში მილიონნახევარ ბოთლ ღვინოს აწარმოებს და ამ რაოდენობიდან 95 პროცენტი მიდის ექსპორტზე, ჩვენი საექსპორტ მონაცემები სტაბილური დარჩა და მკვეთრი შემცირება არ გვაქვს. ეს ყველაფერი გამოიწვია ჩვენს პორტფელში არსებული ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკამ. მეღვინეობის სექტორმა შეძლო მხოლოდ 8 პროცენტიანი შემცირების დაფიქსირება ქვეყანაში, ჩვენს შემთხვევში გვაქვს 10 პროცენტიანი შემცირება. ამ ეტაპზე ჩინეთში გაჯანსაღებულია ბაზარი, ჩინეთი რჩება ჩვენს პრიორიტეტულ ბაზრად და ეს ფაქტიურად დივერსიფიკაციის შედეგია. აუცილებელია ბაზრების და ბიზნესის დივერსიფიკაცია რომ არ მოხდეს სერიოზული პრობლემები კომპანიაში,“ - განმარტავს ნუცა აბრამიშვილი.



ნუცა აბრამიშვილი 2021-ში ბიზნეს და საქმიანი ვიზიტების ზრდას პროგნოზირებს და მისი აზრით ტურისტების მკვეთრ ზრდას არ უნდა ველოდოთ.


„რაც შეხება 2021 წელს, რადგანაც ვხედავთ რომ მსოფლიოში პანდემია გაგრძელდა უფრო დიდხანს ვიდრე ველოდით და ჯერ ვერ ვხედავთ დამაიმედებელ სურათს, ამიტომ ჩემი აზრით 2021 წელი იქნება დასტაბილურების და გამოჯანსაღების პერიოდი.  არ უნდა ველოდოთ მკვეთრ ზრდას არც ტურისტების მიმართულებით და არც რეალიზაციის კუთხით. ჩემი აზრით 2021 წელს გვეყოლება ძირითადად ბიზნეს მოგზაურები, ის ხალხი ვინც რეისების არქონის გამო ვერ ჩამოვიდნენ საქართველოში. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის ამუშავებას, მაგრამ მკვეთრ დასტაბილურებას ალბათ უნდა ველოდოთ 2021 წლის ბოლოდან. 2020-2021 წელი არის  ბიზნეს საქმიანობის რეალობაში ყველაზე გამოწვევებით აღსავსე წელი, რომელსაც პირადად მე ვუყურებ, როგორც ნეგატიურ ეკონომიკურ მოვლენას. 2021 წელი ეს იქნება მეტნაკლებად დასტაბილურების წელიწადი და იმ გეგმების განსახორციელებელი, რომელმაც გადაიწია დროში. ფაქტობრივად, აღმავლობის ხანა უნდა დაიწყოს 2021 წლის ბოლოდან,“ - ამბობს ბიზნესმენი.

 

მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up