2021 წელს მსოფლიოში კოკაინის წარმოება მესამედით გაიზარდა - გაერო

2021 წელს მსოფლიოში კოკაინის წარმოება მესამედით გაიზარდა - გაერო

access_time2023-03-18 21:30:38

COVID-19-ის პანდემიის პირველ წელს, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს, კოკაინის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა. განცხადება გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისმა (UNODC) 16 მარტს გააკეთა. 2021 წელს მცენარე კოკას - კოკაინის მთავარი ინგრედიენტის წარმოება - 2020 წელთან შედარებით 35%-ით გაიზარდა და პანდემიამდელ დონეს გადააჭარბა. ეს ყველაზე ძლიერი ზრდაა 2016 წლის შემდეგ. მოხსენებაში ნათქვამია, რომ კოკას კულტივირებისთვის გამოყენებული მიწის ფართობი 2021 წელს 40%-ით გაიზარდა და 204 000 ჰექტარს მიაღწია. ინფორმაციას cbsnews-ი აქვეყნებს.

 

UNODC-ის თანახმად, კოლუმბიური ნარკოკარტელები - კოკაინის მთავარი მწარმოებლები მსოფლიოში - აუმჯობესებენ როგორც წარმოების, ასევე ტრანსპორტირების მეთოდებს. კოკაინს ხშირად ამზადებენ ჯუნგლების ლაბორატორიებში. ნარკოტიკების მოპოვების მეთოდები უფრო ეფექტური ხდება და წარმოება უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. 2021 წელს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებამ რეკორდული 2 000 ტონა კოკაინი ამოიღო. ტრანსპორტირებისთვის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენებოდა - კერძოდ, კოკაინი აღმოაჩინეს ავოკადოს, სამედიცინო ნიღბებისა და კალმარის ყუთებში. UNODC-ი ასევე აღნიშნავს, რომ ნარკომოვაჭრეები კონტროლის გვერდის ავლისთვის მუდმივად ახალ გზებს ეძებენ და სულ უფრო ხშირად შედიან ახალ ბაზრებზე, როგორიცაა აზია და აფრიკა. მოხმარება იზრდება თვით სამხრეთ ამერიკაშიც, თუმცა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაზე კოკაინის მოხმარების ისევ 3/4 მოდის.



თეგები:
კოკაინი



ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი
access_time2023-03-25 00:40:50
რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. „ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი...

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი
access_time2023-03-24 22:30:13
საქართველოს პრეზიდენტი დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ექსკლუზურ იტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე: „ოლიგარქი არის ამ გაგებით რომ ფული აქვს და მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება...

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია
access_time2023-03-24 22:00:03
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.   ყველა ასაკისა და პროფესიის მილიონობით ადამიანი  სხვადასხვა პლატფორმებს მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად იყენებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ბიზნესი ან კომპანია, რომელიც  საკუთარ საქმიანობაშ სოციალური ქსელებს არ იყენებს.   სოციალურმა ქსელებმა ჩვენს კომუნიკაციაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა ასევე გაჩნდა სერიოზული შფოთვა მისი გავლენების...

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება
access_time2023-03-24 19:00:40
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები — ამ სათაურით აქვეყნებს „ტაბულა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესახებ სტატიას, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი“ გთავაზობთ: შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა. ბოლო...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს
access_time2023-03-24 17:25:08
ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.   როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი...


მსგავსი სიახლეები

up