„2021 წელს, მსოფლიოს 80 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო დაახლოებით, 100 მლნ ბოთლი ღვინო“

„2021 წელს, მსოფლიოს 80 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო დაახლოებით, 100 მლნ ბოთლი ღვინო“

access_time2022-07-01 20:00:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კახეთის ეკონომიკური ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მსხვილი და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და ადგილობრივი მეწარმეები მონაწილეობდნენ.


კახეთის ეკონომიკური ფორუმი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინიციატივით გაიმართა და მისი მიზანი იყო, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ფართო აუდიტორიისათვის ინფორმაციის მიწოდება და ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაცია.


სოლომონ პავლიაშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით სახელმწიფოს მიერ კახეთის რეგიონში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.


„აღნიშნული ფორმატი მნიშვნელოვანია, რადგანაც გვაძლევს საშუალებას, ერთად შევაფასოთ არსებული შედეგები და დავსახოთ სამომავლო მიზნები. სახელმწიფო, კახეთის რეგიონში მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს როგორც გარემოსდაცვითი, ასევე აგრარული მიმართულებით, რომელთა ხელშესახები შედეგები უკვე სახეზეა: საქართველოს ისტორიაში პირველად, კახეთის ორ ტერიტორიას UNESCO-მ ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიანიჭა, გრძელდება დაცული ტერიტორიების გაფართოება და ზურმუხტის ქსელის ჩამოყალიბება. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ბოლო წლებში, აგრარული მიმართულებით, კახეთის რეგიონში 2 მლრდ 300 მლნ ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 300 მლნ ლარი შეადგინა. 2021 წელს, მსოფლიოს 80 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო დაახლოებით, 100 მლნ ბოთლი ღვინო, იზრდება ატმის ექსპორტი. რეგიონში უკვე გვყავს ჩვენი პროგრამების 18 000-ზე მეტი ბენეფიციარი და სახელმწიფო აგრძელებს მათ მხარდაჭერას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.



ფორუმს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up