სსიპ შემოქმედებითი საქართველოს პროექტის ფარგლებში მომზადდა კვლევა, რომელიც შემოქმედებითი ეკონომიკის ზოგადი მდგომარეობის, საჭიროებების, რესურსებისა და განვითარების პერსპექტივებს ეხება.
კვლევის თანახმად, 2021 წელს წინა წელთან შედარებით კულტურის სახელმწიფო დაფინანსება 50 მილიონით გაიზარდა. აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ბიუჯეტებიდან კულტურის დაფინანსებაზე დაახლოებით ერთი და იგივე თანხა გამოიყოფა და წინა 2 წელთან შედარებით, ბიუჯეტის ზრდასთან, ან შემცირებასთან მიმართებაში, არსებითი ცვლილება არ ყოფილა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ამასთანავე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების 2020-2021 წლის ბიუჯეტებიდან კულტურის დაფინანსებაზე 2020 წელს 160,998.30 მლნ ლარი დაიხარჯა, 2021-ში - 211,045.00 მლნ. რაც ნიშნავს რომ სამინიტროს ბიუჯეტი კულტურის დაფინანსებაზე 50 მილიონი ლარით, დახლოებით 30%-ით, გაიზარდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან კულტურის დაფინანსებას 2019 წელს 2,393,597 მოხმარდა, 2020 წელს - 2,468,900 ლარი, 2021 წელს - 2,434,290.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან კულტურის დაფინანსებას 2019 წელს 2,393,597 მოხმარდა, 2020 წელს - 2,468,900 ლარი, 2021 წელს - 2,434,290 ლარი.
აღსანიშნავია, რომ კვლევა შემოქმედებითი საქართველოს მიერ ინიცირებული და იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების ფონდის (IFCD) მიერ მხარდაჭერილი ფართომასშტაბიანი პროექტის – „შემოქმედებითი გარდასახვა – შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება“ ნაწილია.