2021 წელს თბილისის გარეუბნებში უძრავი ქონება $200-ით გაძვირდა

2021 წელს თბილისის გარეუბნებში უძრავი ქონება $200-ით გაძვირდა

access_time2022-01-25 13:00:56

პანდემიამ უძრავი ქონების ბაზარი შეცვალა. როგორც სამშენებლო კომპანიებში აცხადებენ, მშენებლობის თვითღირებულება 35-40%-ით გაძვირდა, რაც ბინის ფასებზეც აისახა. ამასთან, ბაზარზე ახალი ტენდენცია გამოიკვეთა და მშენებლობებმა  ცენტრიდან გარეუბნებსა და დედაქალაქის შემოგარენში გადაინაცვლა. როგორც ,,კომერსანტთან“ კომპანია ,,ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი ამბობს, გარეუბნებში, მაგალითად, დიღომში კოვიდამდე 1 კვადრატული მეტრის ღირებულება 500 დოლარის ფარგლებში მერყეობდა და უკვე 700 დოლარს მიაღწია.



მისი თქმით, მატულობს როგორც ფასი, ასევე მოთხოვნაც ვარკეთილსა და გლდანში,  განსაკუთრებით მცირე ფართის კერძო საცხოვრებელ სახლებზე, რაც პანდემიამდე ნაკლებად შეიმჩნეოდა.



,,მშენებლობის თვითღირებულება მასშტაბურად გაზრდილია და 35-40%-ს აღწევს, რაც ძირითადად სამსენებლო მასალების გაძვირებას უკავშირდება, მარტო არმატურა რომ ავიღოთ, ფასში 100%-იანი ზრდაა, საშუალოდ 50%-ით გაძვირდა მასალები, თუმცა ბინის ფასი ამ ტრენდს ვერ აყვა. ამდენით რომ გაძვირდეს უძრავი ქონება, რეალიზაცია კატასტროფულად შემცირდება, ისედაც ჭირს გაყიდვები. მით უმეტეს, მასშტაბური პროექტები ნაკლებად ხორციელდება, გარდა დიდი კომპანიებისა, შედარებით მცირე ინვესტიციები იდება, სამშენებლო კომპანიები ასე თამამად ჯერჯერობით ვერ რისკავენ“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ჯაყელი.




რაც შეეხება ტენდენციას, მისივე ინფორმაციით, როგორც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ასევე გარეუბნებში ფასები და მოთხოვნაც გაზრდილია.



,,მშენებლობები გააქტიურდა დიდ დიღომში, ვარკეთილსა და გლდანში. ასევე თბილისის შემოგარენში, სადაც ასევე გაიზარდა მოთხოვნა. დიდ დიღომში უკვე 700 დოლარს მიუახლოვდა 1 კვადრატული ფართის ღირებულება, როცა კორონავირუსამდე ეს მაჩვენებელი 500 დოლარს არ აჭარბებდა. დღეს განსაკუთრებით დასრულებული მშენებლობაა გაძვირებული, უშუალოდ კოვიდიდან გამომდინარე, პატარა სახლებზე მოთხოვნამ მოიმატა. გარეუბნებს უფრო ირჩევს მომხმარებელი, ქალაქიდან გავიდა მშენებლობა - კოჯორი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ტაბახმელა და სხვა, თბილსითან ახლოს მდებარე დაბებში ახალი მშენებლობები გააქტიურდა, უფრო კერძო სახლების მიმართ არის ინტერესი გაზრდილი, ზოგადად, რთულ სიტუაციაშია სფერო“, - ამბობს არჩილ ჯაყელი ,,კომერსანტთან“.



ცნობისთვის, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულება 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 1.2%-ით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით 8.5%-ით და 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 2.1%-ით გაძვირდა. როგორც ბინების, ასევე კერძო სახლების სეგმენტში ყველაზე მაღალი ფასი მთაწმინდაზე დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.



მთაწმინდაზე 1 კვადრატული მეტრი ბინის საშუალო ფასი 3930 ლარია ($1280), ვაკეში საშუალო ფასი 3540 ლარს შეადგენს, საბურთალოზე 3160 ლარს, ჩუღურეთში - 3045-ს, კრწანისში 2990-ს, დიდუბეში 2850-ს, ნაძალადევში 2720-ს, ისანში 2540-ს, გლდანში 2500-ს და სამგორში 2370 ლარს ($770).


მარი ჩიტაია






6 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

6 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-06 17:30:27
ეროვნული ბანკის მიერ 6 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.28 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9038 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.95%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.9105 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.25 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ

დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ
access_time2022-07-06 15:00:00
ჩვენ ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში კარგი გამომუშავება გვაქვს და პირიქით, ელექტროენერგია თურქეთში ექსპორტზე გადიოდა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ელექტროენერგიის ექსპორტი ძირითადად, მაის-ივნისის პერიოდში...

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?
access_time2022-07-06 16:00:00
2022 წლის მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.1%-ით გაიზარდა და 43.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული. სებ-ის ინფორმაციით, სესხების ზრდა მეტწილად ლარით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. ლარით დაკრედიტება წლიურად 21.8%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 9.9 პპ წვლილი...

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია
access_time2022-07-06 12:55:27
„ვენდის“ საქართველოს წარმომადგენლობა ერთგულ მომხმარებელს უკვე კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობას აძლევს. ამერიკული რესტორნების ქსელში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ვენდის“ რესტორანი პირველი ობიექტია, სადაც კრიპტომფლობელები ნებისმიერ მენიუს 5 ტიპის კრიპტოვალუტით შეიძენენ. უახლოეს დროში გადახდა კრიპტო ელექტრონული საფულედან „ვენდისა“ და „დანკინის“ სრულ ქსელში იქნება შესაძლებელი ეროვნული ვალუტის ექვივალენტი საუკეთესო კურსით. ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ პირველი საცალო ქსელია...

წელს, 9600 ლარიანი ხელფასი 96%-ით მეტ დასაქმებულს აქვს

წელს, 9600 ლარიანი ხელფასი 96%-ით მეტ დასაქმებულს აქვს
access_time2022-07-06 14:00:39
2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით არის გაზრდილი, ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში – 2022 წლის ივნისის დასაქმების თრექერი. კვლევის მიხედვით, 2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან...


მსგავსი სიახლეები

up