2021 წელს  გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5%-ით გაიზარდა - საქსტატი

2021 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5%-ით გაიზარდა - საქსტატი

access_time2022-10-02 18:30:33

2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5 პროცენტით გაიზარდა და 59 906 ერთეული შეადგინა, მათ შორის 30 156 კაცი და 29 750 ქალი. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში. 


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, მოკვდაობის ზოგადმა კოეფიციენტმა (გარდაცვლილთა რიცხოვნობა ყოველ 1 000 კაცზე) შეადგინა 16.2 პრომილე.


ისევე როგორც დაბადების შემთხვევაში, 2021 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (29.9%), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (1.5 %).


2021 წელს 413 ჩვილი (1 წლამდე ასაკის ბავშვი) გარდაიცვალა. ამასთან ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2011 წელთან შედარებით 4.8 პუნქტით შემცირდა და 9.0 პრომილე შეადგინა. 1 წლამდე ასაკის გარდაცვლილებში ყველაზე დიდი წილი ნეონატალურ (დაბადების მომენტიდან სიცოცხლის 28-ე დღემდე) პერიოდზე მოდის.



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში გარდაცვლილ დედათა რიცხოვნობამ 34 შეადგინა, ხოლო დედათა სიკვდილიანობის კოეფიციენტმა (100 000 ცოცხლად დაბადებულზე) – 31.8. უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს გარდაცვლილ 34 დედათაგან 24 შემთხვევაში გარდაცვალება უკავშირდება ახალი კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებებს.


საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მდგომარეობით საქართველოში გარდაცვალების მიზეზებს შორის დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (37.0 პროცენტი), კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (18.8 პროცენტი) და სიმსივნეები (12.8 პროცენტი).


გარდაცვალების მიზეზები განსხვავდება ასაკისა და სქესის მიხედვით. 5 წლამდე ასაკში გარდაცვალების 3 ძირითად მიზეზს წარმოადგენს პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა, თანდაყოლილი ანომალიები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები და უბედური შემთხვევები.


5-14 წლის ასაკში გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს უბედური შემთხვევები და ავთვისებიანი სიმსივნეები ორივე სქესისთვის. ბიჭებისთვის ასევე დიდ წილს იკავებს ნერვული სისტემის და გრძნობის ორგანოების სხვა ავადმყოფობები (10.4 პროცენტი), ხოლო გოგონებისთვის − ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები (14.3 პროცენტი).


2021 წელს 15-69 წლის ასაკში გარდაცვალების მიზეზებში ჭარბობს ავთვისებიანი სიმსივნეები და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება ორივე სქესისთვის. ასევე, კაცებს შორის დიდ წილს იკავებს გულის იშემიური ავადმყოფობები (10.4 პროცენტი), ხოლო ქალებს შორის - ცერებროვასკულური ავადმყოფობები (8.3 პროცენტი).


70 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, როგორც მოსალოდნელია, გულის და სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებთან ერთად ჭარბობს ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება.


თეგები:
საქსტატი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up