დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საავტომობილო გზების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„თორნიკე რიჟვაძე დეტალურად გაეცნო აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. გაგრძელდება და სწრაფი ტემპით წარიმართება ახალი გზების და ხიდების მშენებლობა, არსებული გზების რეკონსტრუქცია და საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-მოდერნიზება.
2021 წელს აჭარაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია 25 მიმართულებით 40 კმ-ზე მეტი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, მოხდება 100 კმ გზის ბეტონირება და 25 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ასევე, განხორციელდება 230 საყრდენი კედლის მშენებლობა და 43 დამცავი ნაგებობების და წყალარინების მოწყობა.
აქტიური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.