როგორი იყო 2021 წელი პსპ - სთვის და რა მოლოდინები აქვს 2022 წლისთვის, ამის შესახებ რადიო “კომერსანტის“ საახალწლო ეთერში PSP Pharmacy • პსპ აფთიაქის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნათია ხაბეიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, პსპ-მ 2021 წლის მთავარ გამოწვევას — პანდემიას თავი გაართვა და არც ქსელის განვითარება და არც თანამშრომლების აყვანა შეუწყვეტია. ნათია ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პსპ-მ 2021 წელს 59 ახალი აფთიაქი გახსნა და 1200 თანამშრომელი დაასაქმა.
“Პანდემიის გამოწვევა მდგომარეობს იმაშ, რომ ჩვენ ამ ორი წლის მანძილზე საქმიანობა არ შეგვიწყვეტია და მეტიც, არც ერთი აფთიაქი არ დახურულა და მუდმივად ვცდილობდით, რომ მიუხედავად ლოქდაუნებისაც ყველა ჩვენი აფთიაქი ყოფილიყო ხალხის სამსახურში, რაც თავისთავად ახალ გამოწვევას ქმნიდა, რომ შეგვენარჩუნებინა მაქსიმალური უსაფრხოება, როგორც მომხმარებლისთვის ასევე თანამშრომლებისთვის“ - აღნიშნა ნათია ხაბეიშვილმა.
ნათია ხაბეიშვილი ამბობს, რომ პსპ-ს მთავარი გამოწვევა იყო Gpb სტანდარტი , რაც მათთვის ახალი არ ყოფილა, რადგან პსპ-ს სასაწყობე ფართი ამ მიმართულებით უკვე მოწყობილი იყო, თუმცა გარკვეული ცვლილებები დასჭირდათ. მისივე თქმით, 2022 წლის დასაწყისისთვის მთავარი გამოწვევა სწორედ Gpb სტანდარტის მიხედვით სერტიფიცირებაა.
“ამასთან ერთად გავაგრძელებთ აქტიურ საქმიანობას ჩვენ მომწოდებლებთან, რომ ჩვენ მომხმარებლებს, რომელსაც უკვე 27 წელიწადია ვემსახურებით, მივაწოდოთ მედიცინისა და სილამაზის ყველა ის სიახლეები, რაც მათ ძალიან სჭირდებათ. ის, რაც მსოფლიო სიახლეა, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ძალიან მოკლე დროში საქართველოს ყველა რეგიონში იყოს ხელმისაწვდომი. შესაბამისად გავაგრძელებთ ასორტიმენტის ზრდას, ასევე ქსელის გაფართოებას, ასევე ბევრ სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებელს, ისევე როგორც წელს, ძალიან ბევრი ახალი ბრენდი შემოვიყვანეთ საქართველოში“, - აღნიშნა ნათია ხაბეიშვილმა.
თაკო კვაჭანტირაძე