2021 წელი, ჩვენს პლანეტაზე მეხუთე ყველაზე ცხელი წელი იყო

2021 წელი, ჩვენს პლანეტაზე მეხუთე ყველაზე ცხელი წელი იყო

access_time2022-01-14 20:30:00

ევროკავშირის მეცნიერები აცხადებენ, რომ 2021 წელი მსოფლიოსთვის მეხუთე ყველაზე ცხელი წელი იყო. მეცნიერებზე დაყრდნობით, გასულ წელს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დიოქსიდისა და მეთანის დონემ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია.


1850 წლით დათარიღებული ჩანაწერებით, უკანასკნელი შვიდი წელი მსოფლიოში ყველაზე თბილი იყო. ევროკავშირის Climate Change Service-ის (C3S) მიერ 10 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საშუალო გლობალური ტემპერატურა 2021 წელს 1.1-1.2°C-ით აღემატებოდა 1850-1900 წლის დონეს. თუმცა ბოლო პერიოდში ყველაზე ცხელი 2020 და 2016 წლები იყო.


2020 წელს პანდემიით გამოწვეული კლების შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს CO2-ის გლობალური ემისიები 4,9%-ით გაიზარდა. ევროკავშირის მეცნიერთა ანგარიშზე დაყრდნობით, CO2-ის დონე ატმოსფეროში გასულ წელს 414,3ppm-ს გაუტოლდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. რაც შეეხება მეთანის დონეს, ის განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა, თუმცა ზრდის ზუსტი მიზეზი კვლავ დაუდგენელია.



2015 წლის პარიზის შეთანხმებით, ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, გლობალური ტემპერატურის მატება 1.5°C-მდე შეზღუდონ, რაც, მეცნიერთა თქმით, მსოფლიოს დამღუპველ შედეგებს თავიდან აარიდებს. ვალდებულების შესასრულებლად კი 2030 წლისთვის ემისიების თითქმის განახევრებაა საჭირო, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით მხოლოდ გაიზარდა. კლიმატის ცვლილების შედეგად, გასულ წელს მნიშვნელოვნად იმატა ამინდის ექსტრემალურ მოვლენათა შემთხვევებმაც და მთელი მსოფლიო მოიცვა, დაწყებული ევროპაში, ჩინეთსა და სამხრეთ სუდანში წყალდიდობებით, შეერთებულ შტატებსა და ციმბირში გახშირებული ტყის ხანძრებით დასრულებული.


წყარო: forbes.ge


თეგები:
წელი



24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-24 18:00:29
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.31 თეთრით 3.0763- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0712 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1 თეთრით 3.4808-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.76 თეთრით 4.1515-მდე, 100 რუსულ რუბლთან 11.10 თეთრით 3.9149-მდე, თურქულ ლირასთან 0.10 თეთრით 0.2287-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან კი 0.22 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.33 თეთრით 1.8134-მდე...

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა
access_time2022-01-02 12:00:08
პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...


მსგავსი სიახლეები

up