„2021 შემობრუნების წელი იქნება“ - Delta Airlines-ის აღმასრულებელი დირექტორი

„2021 შემობრუნების წელი იქნება“ - Delta Airlines-ის აღმასრულებელი დირექტორი

access_time2021-01-17 13:00:31

შემოსავლის 64%-ით შემცირების შემდეგ 2021 აღდგენის წელი უნდა იყოს, ამის შესახებ Reuters-ს უმსხვილესი ამერიკული ავიაკომპანიის აღმასრულებელმადირექტორმა ედვარდ ბასტიანმა განუცხადა.


ბასტინის თქმით მოკლე დროში მგზავრთნაკადი ძველ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან მომგებიანობის აღდგენა სავსებით შესაძლებელია. ძირითადად ყველაფერი მაინც ვაქცინის ეფექტიანობაზეა დამოკიდებული.


ავიაკომპანიის ხელმძღვანელის შეფასებით ყველაზე მძიმე პირველი კვარტალი იქნება, რა დროსაც შემოსავლის 60%-იანი კლება გაგრძელდება. ფრენების სიმცირის გარდა, შუა რიგებში ბილეთების გაყიდვა კვლავ აკრძალულია.


„ფრენების ძველი სიხშირით აღდგენას წელიწადზე მეტი დასჭირდება, იქამდე კი ავიაკომპანიის ზარალი დღიურად 10-15 მლნ აშშ დოლარს აღწევს.“ აღნიშნა ბასტიანმა როიტერთან ინტერვიუში.


Delta Airlinesმსოფლიოს უმსხვილესი ავიაკომპანიაა, 2019 წელს ის 204 მლნ მგზავრს მოემსახურა. იმავე წელს დელტას შემოსავალმა $47 მლრდ-ს მიაღწია, საიდანაც წმინდა მოგება $4.77 მლრდ-ს უდრიდა, აქტივების მოცულობა $15 მლრდ-ს აჭარბებდა, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა 91 000-ს შეადგენდა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს 27 მლრდ აშშ დოლარია, $13 მლრდ-ით ნაკლები ვიდრე 2020 წლის იანვარში.



2019 წელს მსოფლიოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 4.543 მლრდ შეადგინა. 2020 წელს 4%-იანი ზრდა და ამ მაჩვენებლის 4.723 მლრდ-მდე ზრდა იყო ნავარაუდევი, მაგრამ პანდემიამ და კოვიდრეგულაციებმა სინამდვილეში ეს რიცხვი 60%-ით 1.795 მლრდ-მდე შეამცირეს, რაც თავის მხრივ 2004 წლის მაჩვენებლთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. წინასწარი შეფასებით 2021 წელს 56%-ით მეტ 2.808 მლრდ მგზავრს მოემსახურებიან.


მსოფლიოსთან შედარებით მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა საქართველოში, სადაც იანვარ-ნოემბერში თვითმფრინავით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა, 83%-ით 4.88 მლნ-დან 815 ათასამდე შემცირდა.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
Delta Airlines



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up