2021 ილონ მასკის წელი იყო - მოსაზრება

2021 ილონ მასკის წელი იყო - მოსაზრება

access_time2021-12-26 20:55:46

გასულ კვირას Time-მა "წლის ადამიანი" წარადგინა. 2021 წელი პანდემიის, მიწოდების ჯაჭვის კრიზისისა და კლიმატის ცვლილების გამო, რა თქმა უნდა მძიმე წელი იყო.

თუმცა, წლის ადამიანი, რომელიც ჟურნალმა აირჩია კლოუნად, გენიოსად, პროვოკაციულ პერსონად და ინდუსტრიალისტად წოდებული ილონ მასკი აღმოჩნდა. მასკი ამ ტიტულის მფლობელი ეგზისტენციალური კრიზისის გადაჭრის გზების შექმნის, ტექნოლოგიური ტიტანების ერაში შესაძლებლობებისა და საფრთხეების და საზოგადოებისთვის ყველაზე გაბედული და დამღუპველი ტრანსფორმაციის განსახიერებისთვის გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევანმა ყველა არ გაახარა, უნდა ვაღიაროთ, რომ წელს ილონ მასკის არსებობაზე, მისი Twitter-ის ანგარიშსა და ფინანსურ ბაზრებზე გავლენაზე ფიქრს დიდი დრო დაეთმო.

ის ახლა, სულ მცირე ქაღალდზე, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია. მასკმა 2021 წელს იმაზე მეტი სიმდიდრე შეიძინა, ვიდრე Berkshire-მა შემოსავლის სახით მიიღო.

თუმცა, სამართლიანები რომ ვიყოთ, Tesla-ს ნამდვილად კარგი წელი აქვს. ის მუდმივად მომგებიანი კომპანია გახდა და მიწოდების კრიზისსაც საკმაოდ კარგად გაართვა თავი.

ამავდროულად, მიმდინარე წელს SpaceX-ი კომერციულ კოსმოსურ გაშვებებში დომინანტი გახდა. Planetary Society-ის მიხედვით, Apollo-ს პროგრამაში თითო ადგილის ფასი $390 მილიონი იყო, როდესაც ეს ციფრი კოსმოსური შატლისთვის $170 მილიონია. ამასთან, NASA-ს აუდიტის შეფასებით, SpaceX Crew Dragon-ის თითო ადგილის ღირებულება $55 მილიონს შეადგენს.


მიუხედავად ყველაფრისა, ერთი რამ, რისთვისაც მასკს პოპულარობა უწერია მისი ენთუზიაზმით სავსე ტვიტებია. 2021 წელს მან 2,981 ტვიტი გამოაქვეყნა. მასკის მიხედვით, ამ ტვიტების 50% უნიტაზზე ჯდომისას დაიწერა. ინფორმაცია დამაჯერებლად ჟღერს, რადგან 15-ის გარდა ყველა iPhone-დან არის გაგზავნილი. დაკავებულ დირექტორს სქროლვისთვის სხვა დრო როდის უნდა ჰქონდეს?

მასკის ტვიტებიდან ბევრი შემთხვევითი აზრები, მიმები და კომპანიების შესახებ სიახლეებია. თუმცა ისინი პრობლემებსაც იწვევენ ან სულაც ბიტკოინის და მასკის საყვარელი Dogecoin-ის ფასს ადგენენ. კრიპტოს გარდა, მის ტვიტებს ნებისმიერი აქციის ფასის წარმოუდგენელ სიმაღლეებამდე გაზრდაც შეუძლია. წელს რამდენჯერმე დამტკიცდა აზრი, რომ ფინანსებში ახლა რაღაცების ღირებულება იმით კი არ დგინდება, როგორი ფულადი ნაკადები აქვთ მათ, არამედ მასკთან სიახლოვით.

ვერ დავივიწყებთ იმ შემთხვევასაც, როცა Tesla-ს დირექტორმა Twitter-ზე გამოკითხვა ჩაატარა ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად. მან ინტერნეტში ხალხს ჰკითხა უნდა გაეყიდა თუ არა კომპანიის წილის 10%, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

მასკის მიერ 2021 წლის დახურვის პარალელურად, საინტერესო საკითხია რა მოხდებოდა Tesla-ს კერძო კომპანიად გადაქცევის შემთხვევაში, როგორც მასკმა ერთხელ Twitter-ზე დაიმუქრა. აღსანიშნავია, რომ საჯარო ბაზრები კომპანიის მიმართ უკიდურესად გულუხვი აღმოჩნდა. Tesla-ს კაპიტალის ღირებულება წარმოუდგენლად დაბალია, რადგან ის რამდენიმე პროფესიონალი კერძო ინვესტორის ნაცვლად ფულს Tesla-ს ენთუზიასტების არმიისგან აგროვებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ Tesla-ს კერძო კომპანიად გადაქცევის შემთხვევაში, ილონ მასკი მსოფლიოს მდიდარი ადამიანი არ იქნებოდა.


წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up