„2020 წლის ზარალი 4 მილიონ ლარამდეა“ - როგორია Castello Mare-ს დატვირთულობა დიდი გაჩერების შემდეგ

„2020 წლის ზარალი 4 მილიონ ლარამდეა“ - როგორია Castello Mare-ს დატვირთულობა დიდი გაჩერების შემდეგ

access_time2021-04-30 14:40:00

,,ჯავშნების ნაწილი მოსალოდნელი მესამე ტალღის შეზღუდვების შემდეგ გაუქმდა“, - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმრო გამაჯანსაღებელი კომპლექსი Castello Mare-ს მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერმა მაკო კუჭუხიძემ განაცხადა.


ციხისძირში მდებარე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო პანდემიის პირველ ეტაპზე საკარანტინე სივრცე იყო, ხოლო შემდეგ სრულად დახურვა მოუწიათ.


მაკო კუჭუხიძის თქმით, 30 აპრილიდან სასტუმრო იხსნება, პირველ სტუმრებს კი 1-ლი მაისიდან, ხვალიდან მიიღებს. თუმცა მისივე თქმით, მაისის 70% კვლავ თავისუფალი და აუთვისებელია.


,,გაჩერებული ვარ ოქტომბრის პირველი ნახევრის შემდეგ. თუმცა, ეს პერიოდი გამოვიყენეთ რემონტისთვის. იქამდე ჩვენ ვიყავით საკარანტინე სივრცე გაზაფხულზე პირველი ტალღის დროს. ზაფხულში მოვახერხეთ ოფიციალური გახსნა და სტუმრების მიღება. სექტემბრიდან მეორე ტალღასთან ერთად კი ისევ გავხდით საკარანტინე სივრცე მცირე დროით.


მოგეხსენებათ, აჭარაში ზღვის პირზე სასტუმროს დაკეტვა არ არის მარტივი. განვაახლეთ თითქმის ყველა სივრცე. ეს არ ყოფილა გენერალური რემონტი, სადაც დიზაინს, ექსტერიერს ან ინტერიერს ძირეულად შევცვლიდით. ახლა ვემზადებით გახსნისთვის.



ჯერჯერობით მაისის პერიოდში სრულად ორიენტირებული ვართ ქართულ ბაზარზე. თუმცა, აქაც პანდემიამ ძალიან შეცვალა ჯავშნების სპეციფიკა. ადრე თუ ერთი თვით ადრე იჯავშნებოდა, ახლა რამდენიმე დღით ადრე ჯავშნიან ან აუქმებენ რეზერვაციას იმის მიხედვით, როგორია ეპიდსიტუაცია და ასევე განცხადებები. ამ მომენტში 30% არის მაისის მოსალოდნელი დატვირთულობა, თუმცა რა იქნება თუნდაც ერთ კვირაში, შეუძლებელია ამის თქმა. გაცილებით მეტი იყო, მაგრამ ბოლო განცხადებებმა მყისიერი გავლენა მოახდინა და ბევრმა უბრალოდ, გააუქმა ჯავშნები.


ივნისიდან გარკვეული წინასწარი ჯავშნები არის როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ისრაელის, პოლონეთის და უზბეკეთიდან, მაგრამ რა მოხდება, არ ვიცით. ეს არცერთი არ არის გარანტირებული“, - განაცხადა მაკო კუჭუხიძემ.


მისი თქმით, პანდემიის შედეგად სასტუმროს ზარალი 4 მლნ ლარამდეა.


,,როგორც წესი, წლის დასაწყისში გვაქვს მთელი წლის წინასწარი დამტკიცებული ბიუჯეტი, რომლითაც გარკვეულ გათვლებს ვაკეთებთ. 2020 წლის ზარალი 4 მილიონ ლარამდეა. ეს არის მიუღებელი შემოსავალი, თუმცა ამას ემატება ბევრი კომპონენტი და მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი არის ადამიანური რესურსის გადინება, რაც დიდი გაჩერების პერიოდს მოჰყვა და ახლა თავიდან გვიწევს კადრების მოძიება“, - განაცხადა სასტუმრო გამაჯანსაღებელი კომპლექსის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.



BPN.GE




თეგები:
Castello Mare



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up