„ისეთი გემრიელია თითებს ჩაიკვნეტ“ – 2020 წლის ყველაზე წარუმატებელი სლოგანის ტიტული KFC-ის ერგო.
იმ დროს, როცა უკვე ნახევარი წელია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ქართველი სპეციალისტები, მათ შორის „სამ მუშკეტერად“ წოდებული — ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე მუდმივად პირად ჰიგიენასა და ხელების სისტემატური დაბანისკენ მოგვიწოდებენ, ასეთი სლოგანი უხერხულადაც ჟღერს. სწორედ ამიტომ, კვების ობიექტების ქსელს ამ სლოგანზე უარის თქმა მოუწია.
არსებულ სლოგანს კომპანია უკვე 64 წელია იყენებს და მას „შესაფერის დროს“ დააბრუნებენ.
ამერიკული კომპანია KFC “მაკდონალდსის“ შემდეგ, მსოფლიოში სწრაფი კვების ობიექტების მეორე უმსხვილესი ქსელია, რომელსაც 150 ქვეყანაში 22 621 ფილიალი აქვს. არსებული ქსელი Yum! Brands-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ასევე Pizza Hut-ის, Taco Bell-ისა და WingStreet-ის რესტორნების ქსელს ფლობს.
ანი ცარციძე