2020 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები

2020 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები

access_time2021-01-07 10:00:13

2020-ში პანდემიამ ყველა და ყველაფერი გადაფარა, თუმცა მოხდა რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი რაც უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებდა. 9 წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკის მიწიდან კსომოსურ სადგურზე პირველად აფრინდნენ ასტრონავტები, თანაც კერძო სოსმოსური ხომალდით. ჩინეთი მესამე სახელმწიფო გახდა, რომელმაც მთვარიდან ქანები ჩამოიტანა, წლის დასაწყისში კი აშშ და ირანი გენერალ ყასემ სოლეიმანის მკველობის შემდეგ კიდევ ერთხელ დადგნენ ომის ზღვარზე.


ყასემ სოლეიმანის მკველობა.3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში ამერიკული დრონებით თავდასხმის შედეგად ირანელი გენერალი და ირანის ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფ ყუდის ხელმძღვანელი - ყასემ სოლეიმანი მოკლეს. ტრამპის განცხადებით სოლეიმანი, რომლის ანგარიშზეც უკვე იყო რამდენიმე ტერაქტი და ასობით ამერიკელის მკვლელობა აშშ-ის საელჩოზე აპირებდა თავდასხმას და მისი განეიტრალება ერთვარ პრევენციასაც წარმოადგენდა. თავად ყუდი შეერთებულს შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი.სოლეიმანის ლიკვიდაციას რამდენიმე დღით ადრე ბაღდადში აშშ-ის საელცოზე შტურმის მიტანის მცდელობა უძღოდა წინ. თავდასხმის მცდელობის ორგანიზებაში ვაშინგტონმა სოლეიმანი დაადანაშაულა.


სოლელეიმანის მკველობის საპასუხოდ ირანმა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. სავარაუდოდ უფრო დიდი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით ირანმა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ აშშ-ს პირდაპირი ან ირიბი გზებით წინასწარ აცნობა.


უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდება.სოლეიმანის ლიკვიდაციიდან 5 დღეში მსოფლიო მედიის ყურადღება ისევ ირანმა მიიპყრო. 8 იანვარს, თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 176-ივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის ყველაზე ბევრი - 82 ირანის მოქალაქე იყო, 63 კანადის, 11 უკრაინის (ეკიპაჟის 9 წევრი). ხომალდზე იმყოფებოდნენ ასევე შვედეთის, ბრიტანეთის, გერმანიისა და ავღანეთის მოქალაქეები.


ირანი თავდაპირველად მომხდარს უბედური შემთხვევით ხსნიდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავი 2016 წელს იყო გამოშვებული, ბოლო ტექნიკური შემოწმენა კატასტროფამდე 2 დღით ადრე 6 იანვარს გაიარა ეჭვები ფაქტის გახმაურებისთანავე გაჩნდა, რაც იმან გააძლიერა, რომ ირანმა შავი ყუთის ბოინგის ან უკრაინისთვის გადაცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა. 11 იანვარს თეირანს მაინც მოუწია ფაქტის აღიარება და მომხდარს ახლა უკვე „ადამიანური შეცდომა“ დაარქვა.


ირანისგან განსხვავებით, რუსეთს დღემდე არ უღიარებია ის ფაქტი, რომ 2014 წლის 17 ივლისს, მის მიერვე ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინიდან ნასროლმა რუსულმა ბუკმა მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფა გამოიწვია რასაც ანალოგიურად ბორტზე მყოფი ყველა - 298-ივე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან 193 ნიდერლანდების მოქალაქე იყო.


კორონავირუსის პანდემიად გამოცხადება. 11 მარტს, ჯანომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. იმ დროისთვის მსოფლიოში ინფიცირების სულ 149 000 დაგარდაცვალების 4635 შემთხვევა იყო აღრიცხული. საქართველოში კი ინფიცირების 24 შემთხვევა და 0 გარდაცვალება. ჯანმოს გადაწყვეტილებას ბირჟაზე მყისიერად მოჰყვა ინდექსების ვარდნა და ტრანსნაციონალური კომპანიების აქციების გაიაფება. უარესი დაემართა ნავთობს. „შავი ოქროს“ ფასი აპრილში მინუსშიც კი გავიდა.


28 დეკემბრის დილის მდგომარეობით, მსოფლიოს 220 სახელმწიფოსა თუ დამოკიდებულ ტერიტორიაზე, სულ აღრიცხულია 81.2 მლნ ინფიცირებისა და 1.773 მლნგარდაცვალების შემთხვევა. 19.5 მლნ-ით პირველ ადგილზე შეერთებული შტატებია, სადაც ვირუსს 341 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირების მხრივ მეორე ადგილზე ინდოეთია, სადაც ვირუსი - 10.2 მლნ ადამიანს დაუდგინდა. მესამეზე - 7.5 მლნ-ით ბრაზილიაა, მეოთხეზე 3.1 მლნ-ით რუსეთი. 1 მლნ-ზე მეტი ინფიცირებული ჯამში კიდევ 14 სახელმწიფოშია აღრიცხული. რაც შეეხება კოვიდით გარდაცვლილებს, მეორე ადგილზე 191 ათასი დაღუპულით ბრაზილიაა, მესამეზე 148 ათასი გარდაცვლილით ინდოეთი, ხოლო მეოთხეზე მექსიკა, სადაც ვირუსმა 122 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.


მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით 1 მლნ-დან ყველაზე მეტი 101 ათასი შემთხვევა ანდორაში ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის 10%-ზე მეტს კოვიდი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. დადასტურების მაჩვენებელი 5%-ზე მაღალია კიდევ 16 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში - 5.57%. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მე-8 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება სიკვდილიანობას აქ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ბელგიაშია - 1 მლნ-დან 1653 გარდაცვლილი. კოეფიციენტი 1000-ს აჭარბებს ასევე - სლოვენიაში, ბოსნიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, იტალიაში, ესპანეთში, აშშ-ში, პერუში - ჯამში 14 სახელმწიფოში. საქართველო 1 მლნ-დან 607 გარდაცვლილით 38-ე ადგილზეა.



აღრიცხვიანობის პრობლემისა და მისი სხვადასხვა მეთოდით ჩატარების გამო როგორც ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობა მიახლოებითია. ლუქსემბურგს, დანიას, ისალნდიას, მალტას... 1 მლნ მოქალაქეზე 1 მლნ-ზე მეტი ტესტი აქვს ჩატარებული. ნიგერიას, ავღანეთს, ერთითრიას, სამხრეთ სუდანს... 10 ათასზე ნაკლები. თამდევი დაავადების შემთხვევაში ზოგიერთი ქვეყანა გარდაცვალების მიზეზად მაინც კოვიდს წერს, ზოგი იმ თანმდევ დაავადებას. გარდა ამისა პანდემიის პირველ ტალღაზე არსებობდა ეჭვი, რომ ზოგიერთი ავტორიტარული სახელმწიფო, მაგალითად რუსეთი, ჩინეთი და ირანი რიცხვებს შეგნებულად აყელბებდნენ. გარკვეულწილად ეს ეჭვი დღესაც არსებობს.


აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას, ვირუსის შედარებით დასუსტებას, ადამიანების მიერ რაღაც სახის იმუნიტეტის გამომუშავებასა და მკურნალობის მეთოდების დახვეწას უკავსირდება ის ფაქტი, რომ აპრილში დადასტრურებული შემთხვევებიდან სიკვდილიანობის კოეფიციენტი 7%-ს აჭარბებდა, დღეს კი 2.2%-მდეა შემცირებული.

 

გაზრდილი სიღარიბე და ეკონომიკური კრიზისი. ერთია კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა და მეორე ის ზარალი რაც მსოფლიოს რეგულაციებით მიადგა. სხვადასხვა გათვლებით გლობალური ეკონომიკა 2020 წელს 4.2-5.2 პროცენტით შემცირდება. კრიზისი კი უპირველესად ღარიბ და ღატაკ ფენას დააწვება. უფრო მეტი სიზუსტისთვის მსოფლიო ბაკის კვლევით იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც დღიურად $1.90-ზე ნაკლებს მოიხმარნ, PPP მათოდით დათვლით, 150 000 000-ით გაიზრდება. უკიდურესი სიღარიბის გარდა, დაახლოებით 260 მლნ-ით იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც დღიურად $1.90-დან $3.20-მდე მოიზმარენ და 220 მლნ-ით იმ ადამიანთა რაოდენობა რომელთა დღიური ხარჯი $3.20-დან $5.50-მდე მერყეობს. საერთო ჯამში ოქტომბერში გაკეთებული პროგნოზით 630 მლნ ადამინი კორონა-კრიზისის შედეგად საღატაკეში, ან უკეთეს შემთხვევაში სიღარიბეში ამოყოფს თავს. უკიდურესი სიღარიბის ზრდის 90%-ზე მეტი აზიასა და აფრიკაზე მოდის, უფრო კონკრეტულად სამხრეთ აზიასა და სუბსაჰარულ აფრიკაზე.


ოპტიმისტური პროგნოზით 2019 წლის დონეზე დაბრუნება მხოლოდ 2022 წელს იქნება შესაძლებელი. ამ პერიოდში კი შიმშილითა და არასრულფასოვანი კვებით გარდაცვლილ პირთა რაოდენობა, რომელიც ამჟამად წლიურად 8 მლნ-ს შეადგენს გაიზრდება.


სიღარიბის ზრდა რეგულაციების ერთ-ერთი მთავარი, მაგრამ არა ერთადერთი უარყოფითი შედეგია. აპრილსი 3 მლრდ-ზე მეტი ადამიანი იძულებით სახლებსი იყო გამოკეტილი, რაც ეკონომიკურთან ერთად ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ პრობლემებსაც იწვევდა. გახშირდა ოჯახში ძალადობის ფაქტებიც. იყო შემთხვევები, როდესაც კომენდანტის საათის დამრღვევი პირი პირდაპირ ქუჩასი მოკლეს. განათლებამ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, რამაც მისი ხარისხი მნიშვნელოვნად გააუარესა. გარდა ამისა გაუქმდა ან გადაიდო უამრავი სპორტული ასპარეზობა, მათ შორის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და ტოკიოს XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.


ჯორჯ ფლოიდის მკველობა და ვანდალიზმების სერია.25 მაისს აშშ-ში ქალაქნ მინეაპოლისში პოლიციამ დაკავებისას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. გავრცელებული ვიდეოკადრების თანახამად პოლიციელს ფლოიდის კისერზე მუხლი ადევს. დაკავებული მას ეუბნება რომ ვერ სუნთქვას, თუმცა პოლიციელი მუხლს არ იღებს.


ფლოიდის მკლელობას მყისიერი რექცია მოჰყვა ჯერ თავად მინეაპოლისში, შემდეგ მთელ ამერიკაში და ბოლოს ევროპაშიც. მშვიდობიანი აქციები უამრავ ქალაქში ძალადობრივად გადაიქცა. მომიტინგეები არბევდნენ მაღაზიებს. პროდუქციას ანადგურებდნენ ან იტაცებდნენ. წვადნენ მანქანებს. შეტაკებებს 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


თავად ფლოიდის ოჯახმა მოსახეობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მაგრამ უშედეგოდ. მაღაზიების რბევა ძეგლების მტვრევაში გაგრძელდა. სხვადასხვა ქალაქში შეურაცხმყოფელი წარწერა გაუკეთეს, დაამტვრის ან წყალში გადააგდეს ქრისტეფორე კოლუმბის, ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის. ვანდალებმა ასევე დააზიანეს  იულიუს კეისარის ძეგლი და მშვიდობიანი ბრზოლის ერთ-ერთი სიმბოლოს - მაჰათმა განსის ძეგლის აღებაც მოითხოვეს. მოძალადეების მტკიცებით უკლებლივ ყველა მათგანი რასისტი იყო.


იმ ფაქტს, რომ აფროამერიკელი პრეზიდენტის არჩევის მიუხედავად აშშ-ში ცალკეული რასისტული გამოვლინებები კვლავ ხდება თითქმის არავინ უარყოფს, მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ პოლიციელები უფლებამოსილებას ხშირად აჭარბებენ და მათ სხვადასხვა დროს დაკავაბიას უიარაღო თეთკანიანი ადამიანებიც მოუკლავთ, რასაც მსგავსი რეზონანსი არ მოჰყოლია.


29 მაისს მოძალდე პოლიციელი დერეკ შოვინი დააკავეს და მას ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობაში წაუყენეს,თუმცა მალევე მეორე ხარიხამდე დაუმძიმეს. 1 კვირაში მკველობის ხელშეწყობის ბრალდებით ასევე დააკავეს მასთან ერთად მყოფი 3 სხვა პოლიციელიც.


30 მაისი კოსმონავტიკის ისტორიაში აუცილებლად დარჩება ღირსშესანიშნავ თარიღად. ამ დღეს 9 წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკის მიწიდან ისევ აფრინდა პილოტირებული, თანაც კომერციული კოსმოსური ხომალდი. NASA-სდაკვეთას SpaceX-მა თავისუფლად გაართვა თავი. Crew Dragon-მა, თბილისის დროით 23:22 სთ-ზე აიღო სტარტი და 2 ასტრონავტი ბობ ბენკენი და დაგ ჰარლი 19 საათიანი ფრენის შემდეგ კოსმოსურ სადგურამდე მიიყვანა.


მისიის წარმატებით განხორციელების შემდეგ SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა სრკასტულად განაცხადა - „ბატუტი მუშაობს!“ მასკმა ამით „როსკოსმოსს“ გასცა პასუხი. 2011 წლიდან, მას შემდეგ რაც შატლის მისია დასრულდა, ამერიკელები კოსოსში რუსეთს გაჰყავდა. 2014 წელს ვაშინგტონმა მოსკოვს ყირიმის ანექსიის გამო სანქციები დაუწესა. სანქციებს რუსეთმა მუქარით უპასუხა, „სოიუზში“ ვეღარ ჩასხდებით და ბატუტით მოგიწევთ კოსმოსში გაფრენაო.


ამერიკელი ასტრონავტები 2 აგვისტოს დედამიწაზე ისევ სფეისიქსის კაფსულამ დააბრუნა. 16 ნოემბერს კი Crew Dragon-მა მეორე წარმატებული ფრენა განახორციელა. ამჟერად ბორტზე უკვე 4 ასტრონავტი იმყოფებოდა 3 ამერიკელი და 1 იაპონელი.


საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პირველი ნაწილი, დედამიწის დაბალი ორბიტაზე, ზედაპირიდან 400 კმ-ს სიმაღლეზე,  1998 წელს გაეშვა. 2000 წლის 31 ოქტომბრიდან კი მასზე მუდმივად იმყოფება რამდენიმე წევრისგან შემდგარი ასტრონავტთა ეკიპაჟი. სადგურის სიგრძე 73 მეტრია, სიგანე - 109 მეტრი. მის შექმნაში აშშ-სა და რუსეთთან ერთად ასევე მონაწილებდნენ ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, იმ დროისთვის ევროკავშირის წევრი, კანადა და იაპონია.


სადგური ერვარი კოსმოსური ლაბორატორიაა სადაც კვლევები ასტრონომიაში, ასტროფიზიკაში, ასტრობილოგიასა და მეტეოროლოგიაში მიმდინარეობს.

 


გიორგი ელიზბარაშვილი

 


თეგები:
მოვლენები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up