2020 წლის სექტემბერში ამოქმედდება ახალი დებულება საბარათე ინსტრუმენტის შესახებ

2020 წლის სექტემბერში ამოქმედდება ახალი დებულება საბარათე ინსტრუმენტის შესახებ

access_time2020-09-03 23:00:12

მიმდინარე წლის სექტემბერში ამოქმედდება დებულება საბარათე ინსტრუმენტის შესახებ, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის ბრძანება #38/04-ით დამტკიცებულ საგადახდო ბარათების შესახებ დებულებას ჩაანაცვლებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.



„ახალი დებულების გავრცელების სფერო გაფართოვდა და კომერციული ბანკების გარდა, გავრცელდება არასაბანკო სუბიექტებზეც, კერძოდ, რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. აღნიშნული კი საგადახდო ბაზარზე ერთიანი სტანდარტის დანერგვას უზრუნველყოფს ყველა იმ სუბიექტისთვის, რომლებიც საბარათე ინსტრუმენტს უშვებენ ან საქონლის/მომსახურების საფასურის საბარათე ინსტრუმენტებით გადახდას უზრუნველყოფენ ( ე.წ. ექვაირინგი).




2011 წელს მიღებული რეგულაცია ვეღარ პასუხობდა საგადახდო სფეროში არსებულ თანამედროვე, უახლეს ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. მაგალითად, ვირტუალური/ციფრული ბარათებისა და აპლიკაციების ფუნქციონირებისათვის ფიზიკური პლასტიკის ბარათის არსებობა სავალდებულო არ არის. კანონმდებლობის დონეზე, ასევე, განიმარტა მრავალფუნქციური ბარათის ქო-ბეჯინგის ცნება, რომელიც ერთ ბარათზე სხვადასხვა გადახდის სქემის (მაგალითად, ტრადიციული საბარათე და ინოვაციური მყისიერი გადახდების სქემები) არსებობის საშუალებას იძლევა.



ამ დებულებით პირველად დარეგულირდა საქონლის ან მომსახურების საფასურის საბარათე ინსტრუმენტებით გადახდის საკითხები. ექვაირინგის მომსახურების ნაწილი, როგორიცაა სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან ურთიერთობა და მათი ტექნიკური უზრუნველყოფა, შესაძლოა სხვა რეგულირებადმა პირმა აწარმოოს, რომელსაც სუბ-ექვაირერი ეწოდება. დებულება ასევე ფარავს სავაჭრო პლატფორმების (market place) კონცეფციასაც.



დებულების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხს. კერძოდ, დეტალურადაა გაწერილი მომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების ძირითადი პირობები და პროვაიდერის ვალდებულება, რომლის მიხედვით მან მომხმარებელს უნდა გააცნოს საბარათე ინსტრუმენტის გამოყენების წესები, თაღლითობისგან დაცვის მექანიზმები, საბარათე ოპერაციებთან დაკავშირებული კონვერტაციის პრინციპები და სხვა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up