2020 წლის საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონები

2020 წლის საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონები

access_time2021-04-16 09:55:35

ტელეფონის შეძენისას, განსაკუთრებულ ყურადღებას ბრენდსა და სმარტფონის იმ კონკრეტულ მახასიათებელს ვაქცევთ, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს: უკეთესი კამერა, დიზაინი, ელემენტის შედარებით მაღალი ტევადობა თუ სხვა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, შეიქმნა მოთხოვნა მობილური აღჭურვილი იყოს თანამედროვე ტექნოლოგიის ყველა სიკეთით და რამდენადაც შესაძლებელია დაბალი ფასი ღირდეს. დღეს ძალიან ბევრი სმარტფონია ისეთი მონაცემებით, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს და ფასიც არც თუ ისე მაღალი ექნება. და მაინც, რომელია მათგან საუკეთესო და რომლის შეძენა ღირს 2020 წლის ბოლომდე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ჩვენი სტატია დაგეხმარებათ.



Google Pixel 4A

სმარტფონი 2020 წლის აგვისტოში გამოვიდა და საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვინც დაბალ ფასში საუკეთესო კამერაფონს ეძებს. ტელეფონში ჩაშენებულია 12.2 მეგაპიქსელის კამერა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გადაიღოთ მაღალი ხარისხის სურათები და 4K ვიდეო. 5.81 ინჩიანი Full HD+ გაფართოების OLED ტიპის ეკრანს კი გააჩნია HDR-ის მხარდაჭერა. მობილური აღჭურვილია Snapdragon 730G ჩიფსეტით, შიდა მეხსიერება გაზრდილია 128GB-მდე, ოპერატიული კი 6GB აქვს. ტელეფონის ბატარეის მოცულობა არის 3140 mAh, რაც ნიშნავს, რომ ტელეფონს შეუძლია მთელი დღის განმავლობაში აქტიურად იმუშაოს.



Xiaomi Mi 10T Pro 5G

სმარტფონი სექტემბერში გამოვიდა და აღჭურვილია საკმაოდ კარგი მონაცემებით და გასაოცარი ფასით. ტელეფონი წარმოდგენილია Snapdragon 732G-თ, 6.67 ინჩიანი ეკრანითა და 120 ჰერციანი განახლების სიხშირით, რაც საკმაოზე კარგი შედეგია ამ ღირებულების მქონე მოდელებში. ოპერატიული მეხსიერება 6GB აქვს, შიდა მეხსიერება კი 64GB და 128GB. სმარტფონის 4 კამერით ყველაფრის გადაღებას შეძლებთ: მთავარი კამერა 64 მეგაპიქსელითაა წარმოდგენილი, მეორე კამერას 13 მეგაპიქსელი აქვს, მესამე კამერა 2 მეგაპიქსელით მაკროსთვის, მეოთხე კამერა ასევე, 2 მეგაპიქსელით კი სიღრმის ეფექტისთვის. ელემენტის მოცულობა შეადგენს 5160 mAh-ს და ძალიან დიდ ხანს ძლებს.



Samsung Galaxy A51


მობილური აღჭურვილია 6.5 ინჩიანი Infinity O Super AMOLED ეკრანით, რაც უზრუნველყოფს ძალიან მაღალ ხარისხში ჩვენებას. შიდა მესხიერება 128GB  აქვს, ოპერატიული მეხსიერება კი ხელმისაწვდომია როგორც 8GB, ასევე 6GB და 4GB. რაც შეეხება კამერას, სმარტფონი წარმოდგენილია 4 კამერით, მთავარი კამერა 45 პიქსელია, რაც უზრუნველყოფს მკვეთრ და დეტალიზებულ გადაღებას, მეორე კამერა 12 მეგაპიქსელია და საშუალებას გაძლევთ ფართო კუთხით შეძლოთ გადაღება. დანარჩენი ორივე კამერა აღჭურვილია 5 მეგაპიქსელით ახლო ხედისა და პორტრეტის გადასაღებად. სმარტფონს 4000 mAh აკუმულატორი აქვს და მთელი დღის განმავლობაში შეუძლია გაძლება.



IPhone SE 2020

ეფლმა წელს დაბალბიუჯეტური სმარტფონი Iphone 8-ის ბაზაზე ააგო, თუმცა ტექნიკური მახასიათებლები ბევრად გაძლიერებულია. A13 Bionic ჩიპი ტელეფონს ანიჭებს სისწრაფეს, Neural Engine კი უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის მართვის ოპტიმიზაციას. 12 მეგაპიქსელიანი კამერით შეძლებთ ულამაზესი სურათების, პორტრეტის რეჟიმის გამოყენებას და 4K ვიდეოს გადაღებას, 60 კადრით წამში. ბატარეის მოცულობა არის 1821 mAh, რაც საკმაოდ კარგი მახასიათებელია. შიდა მეხსიერება ხელმისაწვოდმია როგორც 64GB და 128GB, ასევე 256GB-თ, ოპერატიული მეხსიერება კი 3GB აქვს.



Moto G Power

მოტოროლამ აღნიშნული მოდელი წლის დასაწყისში გამოუშვა და ახლაც შესანიშნავი, რათა შევიძინოთ კონკრეტული მობილური.G Power აღჭურვილია Snapdragon 632-თ, შიდა მეხსიერება 64GB -ია, ოპერატიული კი 4GB RAM-ითაა წარმოდგენილი. ტელეფონში ჩაშენებულია 3 კამერა: მთავარი კამერა 16 პიქსელით, მეორე კამერა 8 მეგაპიქსელით და მესამე - 2 მეგაპიქსელით, რაც დეტალიზაციის კარგ უნარს აძლევს მოდელს. ბატარეის მოცულობა წარმოუდგენლად მაღალია - 5000 mAh და მინიმუმ ერთი დღე სრული დატვირთვით შეძლებს მუშაობას.


ჩამოთვლილი სმარტფონები 2020 წლის ბოლო კვარტალში საუკეთესო მონაცემებითა და ყველაზე ხელსაყრელი ფასის გამო საუკეთესო შენაძენია, რასაც ახალ წლამდე შეიძენთ 2021 წელს შეხვდებით. 


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up