2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ბიუჯეტს 42,7 მლნ ლარი დაუჯდება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ბიუჯეტს 42,7 მლნ ლარი დაუჯდება

access_time2020-01-13 18:00:29

2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ბიუჯეტს 42,760,652 ლარი დაუჯდება. არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო ასიგნებების გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ სპეციალური დადგენილება უკვე მიიღო. გამოყოფილი თანხიდან შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება 19,531,295 ლარი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებაზე - 7,238,050 ლარი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი კი 2,111,674 ლარი იქნება.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, არჩევნების ხარჯთაღრიცხვა ასეთი იქნება:

არჩევნების ჩატარების ღონისძიებები - 42,760,652 ლარი

  • ხარჯები - 41,953,152 ლარი;
  • შრომის ანაზღაურება - 19,531,295 ლარი;
  • საქონელი და მომსახურება - 9,845,000 ლარი;
  • სოციალური უზრუნველყოფა - 424,133 ლარი;
  • სხვა ხარჯები - 12,152,724 ლარი;
  • არაფინანსური აქტივების ზრდა - 807,500 ლარი;

არჩევნების ჩატარების ღონისძიებები - 32,349,928 ლარი

  • ხარჯები - 31,542,428 ლარი;
  • შრომის ანაზღაურება - 19,245,028 ლარი;
  • საქონელი და მომსახურება - 9,087,267 ლარი;
  • სოციალური უზრუნველყოფა - 407,133 ლარი;
  • სხვა ხარჯები - 2,803,000 ლარი;
  • არაფინანსური აქტივები - 807,500 ლარი;

არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება - გადამზადება - 1,061,000 ლარი

  • ხარჯები - 1,061,000 ლარი;
  • შრომის ანაზღაურება - 286,267 ლარი;
  • საქონელი და მომსახურება - 757,733 ლარი;
  • სოციალური უზრუნველყოფა - 17,000 ლარი;

საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი - 2,111,674 ლარი

ხარჯები - 2,111,674 ლარი;

სხვა ხარჯები - 2,111,674 ლარი;


საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსება - 7,238,050 ლარი;

ხარჯები - 7,238,050 ლარი;

სხვა ხარჯები - 7,238,050 ლარი.

ცნობისათვის, 2016 წლის არჩევნები ბიუჯეტს 38,136,230 ლარი დაუჯდა, ანუ 4,624,422 მლნ ლარით ნაკლები, ვიდრე 2020 წლის არჩევნებზე დაიხარჯება.

bpn.ge

თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up