„2020 წელი სადაზღვევო კომპანიების დიდი ნაწილისთვის გამოწვევებით იყო სავსე“ - არდი

„2020 წელი სადაზღვევო კომპანიების დიდი ნაწილისთვის გამოწვევებით იყო სავსე“ - არდი

access_time2021-05-16 10:00:44

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ამ კუთხით მაინც მინდა აღვნიშნო, ის რომ ეს გამოწვეული იყო ცალკეული, რამოდენიმე, კომპანიების წარმატებით, რომელმაც ჯამურად კარგი სურათი მოგვცა, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა” - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში „დაზღვევის დრო გიორგი ჩაჩუასთან ერთად“ არდის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელი „არდისთვის“ გამოწვევებით სავსე და ფინანსურად რთული წელი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ სერვისების განვითარების კუთხით არდიმ ბევრი სიახლე დაგეგმა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.  ჯაფარიძის თქმით, „არდი“ დინამიური კომპანიაა და 500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.  ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ არდი ბოლო 7-8 წელია სტაბილურად საუკეთესო სადაზღვევო კომპანიების ხუთეულშია. კომპანიის დირექტორმა ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებელზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის პოპულარიზაცია განპირობებულია იმით, რომ მოსახლეობამ მზარდი ხარჯების პირობებში მისი ჯანმრთელობა უკეთ მართოს. მისივე თქმით, სადაზღვეო ბაზარზე ძირითადი ხარჯი მედიკამენტების და ამბულატორიის ხარჯებზე მოდის.

 

“ბოლო წლებია, რაც ქვეყანაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მერყეობს, სამედიცინო სერვისებზე და მედიკამენტებზე ფასები იზრდება , შესაბამისად მომხმარებლებს სჭირდებათ უფრო მეტი სტაბილურობა. დაზღვევის ყიდვით მომხმარებლები ერთი წლით ხარჯების ფიქსაციას ახდენენ. ადამიანები ყიდულობენ კონკრეტულ პაკეტს და ყოველ თვე იხდიან ერთი იმავე თანხას ლარში, შესაბამისად ისინი ფასების მერყეობისგან მეტნაკლებად დაცულები არიან. თუმცა, პანდემიის პირობებში ეს ყველაფერი უფრო მგრძნობიარე იყო, რადგან ამ დროს გაჩნდა დამატებითი საჭიროებები. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში კოვიდის მართვაში ჩართულები ვართ, არდის მიერ დაზღვეული ადამიანის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში კომპანია პროვაიდერების დახმარებით ვირუსის მართვის ხარჯების დაფინანსებაში მონაწილეობს. ჯანდაცვის სამინისტროსთან გვაქვს შესაბამისი კოორდინაცია, რომელიც გარკვეულ წესებს მოიაზრებს და ჩვენ ამის ფარგლებში მათთან ვთანამშრომლობთ და ვურთიერთქმედებთ. როდესაც ადამიანს აქვს ჩვენი დაზღვევა მას აქვს განცდა, რომ მასზე ვიღაც იზრუნებს, მოიკითხავენ და სტრესულ გარემოში თავს მარტო არ იგრძნობს” - აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.

 

კითხვაზე თუ როგორია მოთხოვნა კორპორატიულ და საცალო დაზღვევის პაკეტებზე, მიხეილ ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ძირითადად აქტივობა კორპორატიული დაზღვევის მიმართ არის და ეს ყოველთვის ასე იყო, რადგან მისივე თქმით, კორპორატიული დაზღვევა ინდივიდუალურთან შედარებით გაცილებით იაფია, განსხვავებული რისკებია, უკეთესი პირობები აქვს და უფრო მოქნილია.


„დამსაქმებლისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენა ბევრად უფრო მარტივია, რადგან ორგანიზაცია ძალიან ზომიერ და ბიუჯეტურ ფასად ყიდულობს სერვისს, რომელიც მას არაპროპორციულად დიდ სარგებელს აძლევს კომპანიის შიგნით კარგი კორპორაციული გარემოს ჩამოყალიბებისთვის. დამსაქმებელს ურჩევნია, რომ 30-35 ლარი გადაუხადოს თანამშრომელს სადაზღვევო პროგრამის დაფინანსებით და თანამშრომელი მიიღებს გაცილებით მეტ სოციალურ ეფექტს, ვიდრე ხელფასის 30-35 ლარით მომატების შემთხვევაში.

 

რაც შეეხება საცალო დაზღვევას, ამ მიმართულებით ბევრად ნაკლები მოთხოვნაა, მაგალითად კორპორატიულზე მოთხოვნა თუ იყო 95%, საცალოზე მხოლოდ 5% -იანი მოთხოვნა გვქონდა, თუმცა სამედიცინო სერვისებზე ფასის მერყეობის გამო, საცალო დაზღვევაზეც გაიზარდა მოთხოვნაც. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გვაქვს საყოველთაო დაზღვევა, რაც უფასო სერვისია, მოსახლეობა კერძო დაზღვევას მაინც ყიდულობს, რადგან არის სერვისები, რომელიც კერძო დაზღვევას აქვს და არ აქვს სახელმწიფო დაზღვევას, სახელმწიფო დაზღვევა დროში არის გაწელილი, ხოლო კერძო დაზღვევის ბენეფიციარი სერვისის მისაღებად რიგში დგომა არ უწევს.”  - აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.

 

მიხეილ ჯაფარიძემ პროვაიდერ კომპანიებზე და სერვისების დაფინანსებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ არდი პირველ რიგში ფინანსური ინსტიტუტია და ის ახდენს ხარჯის ანაზღაურებას. მისივე თქმით, პროვაიდერების კუთხით პრაქტიკულად ყველა კლინიკა თუ სამედიცინო ცენტრი  არდის  პროვაიდერია და მათთან როგორც ანაზაღაურების, ასევე ტექნოლოგიური სერვისების გაცვლის კუთხით აქტიურად თანამშრომლობს.


 

“ჩვენი პროვაიდერების ქსელი, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ მაქსიმალურად ათვისებულია, ამ კუთხით მაქსიმალურად ფართო ქსელი გვაქვს და რაც ყველაზე მთავარია გვაქვს თავისუფალი არჩევანი, თუ ჩვენი დაზღვეულები იპოვიან კლინიკას, რომელიც არ არის ჩვენი პროვაიდერი და მიიღებენ მომსახურეობას, თანხა ნებისმიერ შემთხვევაში აუნაზღაურდებათ. ამ კუთხით ძალიან მარტივი და მოქნილი სქემა გვაქვს მინიმალური ბიუროკრატიით” -  აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.

 

კითხვაზე თუ რა სერვისებს აფინანსებს  “არდი” ქვეყნის გარეთ მკურნალობის მიმართულებით და რომელ ქვეყნებში აქვს პროვაიდერი კლინიკები, მიხეილ ჯაფარიძე პასუხობს, რომ არდიმ ამ კუთხით მუშაობა 7 წლის წინ დაიწყო და პირველი კონტრაქტი ანადოლუსთან გააფორმა, შემდეგ დაემატა თურქეთის , ისრაელის და ევროპის კლინიკები.

 

“ყველაზე საინტერესო არის ის, რომ გაჩნდა უსასყიდლო მეორე სამედიცინო მოსაზრების პრეცედენტი, როდესაც დაზღვეულს შეუძლია დიაგნოზის გადამოწმება და სურვილის შემთხვევაში, მისი პოლისის ფარგლებში სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში წასვლა. ზოგადად უცხო ქვეყანაში სამედიცინო მიზნებისთვის ვიზიტს დაორგანიზება ჭირდება და საკმაოდ კომპლექსური პროცედურებია გასავლელი. სწორედ ამისთვის ჩვენ სპეციალური სამსახურიც კი შევქმენით შევქმენით, რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უფასოდ უორგანიზებს დაზღვეულებს. გარდა ამისა, მთელი რიგი სერვისები (ტრანსპორტი, თარჯიმანი, სასტუმრო და ა.შ.) შედის პაკეტში, რომელიც უფასოა დაზღვეულისთვის, თუმცა დაუზღვეველი პირისთვის აღნიშნული მომსახურობა (ან დანაზოგი) რამდენიმე ასეული დოლარს მიაღწევდა” -  აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.

 

ჯაფარიძემ საცალო გაყიდვების არსებულ ტენდენციებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ მიმართულებით ძირითადად საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ცვლილებაზეა დამოკიდებული სისტემის შემდგომი განვითარება ახალ საფეხურზე გადავიდეს. მისივე თქმით სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი როლი და ფუნქცია არის ის, რომ სექტორმა თავისი ფუნქციების ეფექტურად განხორციელება შეძლოს და ის სერვისები კი, რომელიც კერძო დაზღვევას შეუძლია უკეთ მართოს, გადაულოცოს კერძოს, რადგან სახელმწიფომ დაზოგოს ხარჯი და მოსახლეობამ მიიღოს უკეთესი სერვისი.

 

“თუ ამ კუთხით აქტივობა იქნება, სადაზღვეო კომპანიები ბევრ სიახლეს შესთავაზებენ. თუმცა კერძო კომპანიები ვერაფერს შეძლებენ, თუ ზოგადად საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა არ შეიცვალა, მთელი რიგი სისტემებია შესაცვლელი, იმისათვის რომ ის ეფექტური გახდეს” ,-  აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.

 

მიხეილ ჯაფარიძემ სადაზღვეო სერვისების გაციფრულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არდი დაზღვევაში კორონავირუსმა გაციფრულების პროცესი დააჩქარა, თუმცა ჯაფარიძის თქმით, ამ საკითხზე არდიმ მუშაობა  წლების წინ დაიწყო და პირველ რიგში ხმარებიდან პლასტიკური ბარათი ამოიღო და ციფრულ სივრცეში გადაიტანა.

 

„მომხმარებელს  არ სჭირდებოდა ჩვენ ოფისში მოსვლა, არც მიმართვებზე, არც საგარანტიო საბუთზე. ლოქდაუნის შემდეგ, როდესაც ციფრული მომსახურების მიმართ მოთხოვნა გაიზარდა, იყო მთელი რიგი სერვისები, რომელიც ჩვენ ერთ ღამეში ავაწყვეთ. რა თქმა უნდა მომხმარებლების ნაკადი  ძალიან გაიზარდა, თუმცა ჩვენ ეს გამოწვევაც დავძლიეთ და დღეს ეს ყველაფერი ძალიან გამართულად მუშაობს. შეიქმნა დაზღვეულის სპეციალური ციფრული ოთახი, სადაც დაზღვეულს შეუძლია თავისი სერვისები მართოს, მოითხოვოს მიმართვები, ნახონ ისტორია და ა.შ. მომხმარებელი რეალურად მართავს თავის სადაზღვევო ცხოვრებას. ამ ეტაპზე რამდენიმე ფუნქციონალია ჩართული, რომელიც მომავალში განვითარდება და სამომავლოდ იქნება აპლიკაცია, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მომხმარებელმა თვითონ სრულად მართოს სადაზღვევო სერვისები”, -  აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.

 

მიხეილ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ 2021 წელი რთული წელია, რომ კომპანიამ მაქსიმალური სიფრთხილით და  ზომიერებით უნდა იმოქმედოს. მისივე  თქმით, ლარის კურსის რყევას კომპანიებისთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, რაც ეკონომიკისთვის დამატებითი დარტყმა იქნება.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up