2020 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს აეროპორტები 30% ნაკლებ მგზავრს მოემსახურა

2020 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს აეროპორტები 30% ნაკლებ მგზავრს მოემსახურა

access_time2020-04-03 17:45:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2020 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს აეროპორტები ჯამში - 710,143 მგზავრს მოემსახურა. რაც -30% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 1,014,734 მგზავრი). კლება ფიქსირდება ამავე პერიოდის რეისებთან დაკავშირებითაც. 2020 იანვარ-მარტში საქართველოს ხუთივე აეროპორტში 3,785 რეისი განხორციელდა, რაც -27% ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2020 წელი - 5,200 რეისი). საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის კლების მიზეზი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, როგორც საქართველოში, ასევე თითქმის მთელს მსოფლიოში, რეგულარული სამგზავრო გადაზიდვების შეჩერებაა.


ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულდება რეგულარული სატვირთო გადაზიდვები და სპეციალური ჩარტერული რეისები, რომელსაც საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით ნიშნავს. შეზღუდვები ასევე არ ეხება მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებს, როგორიცაა ამბულატორიული, ავარიული, ტექნიკური და სხვა სახის ფრენები.


მარტში მგზავრთნაკადის კლება ამბროლაურის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა:


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის მარტში 79,556 მგზავრს მოემსახურა, რაც -75 % ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი მგზავრი 314,067). რაც შეეხება ჯამს სამი თვის ჭრილში: შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში აქაც კლება ფიქსირდება. იანვარ-მარტში თბილისის აეროპორტი 479,108მგზავრს მოემსახურა. რაც -40% ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 804,675- მგზავრი). რაც შეეხება ცვლილებას რეისების კუთხით, სამი თვის ჭრილში საქართველოს ძირითად აეროპორტში რეისები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედეარები -36 % არის შემცირებული და იანვარ-მარტში სულ 2,717 რეისი განხორციელდა. (2019 წელი 4,269 რეისი).



2020 წლის მარტში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 7,303 მგზავრმა ისარგებლა. რაც -66% ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 21,664 მგზავრი). სამი თვის ჭრილში კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 47,574 მგზავრს მოემსახურა, რაც -8 % ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 51,916 მგზავრი).


ბოლო წლების განმავლობაში პირველად, 2020 წლის მარტში მგზავრთნაკადის კლება ფიქსირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მარტში 27,439 მგზავრს მოემსახურა, რაც -49% ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 53,316 მგზავრი). სამი თვის ჭრილში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 16 %- იანი ზრდაა და 181,675 მგზავრი შეადგინა. (2019 წელი 156,784 მგზავრი).


რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს:


მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2020 წლის მარტში 328 ადამიანს მოემსახურა და მგზავრთნაკადი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -22 % შემცირდა. (2019 წელი 421 მგზავრი).


ერთადერთი აეროპორტი, სადაც მარტში მგზავრთნაკადის ზრდა ფიქსირდება ამბროლაურის აეროპორტია. გასულ თვეს აეროპორტით 45 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2% გაიზარდა. (2019 წელი 45 მგზავრი).


ადგილობრივ აეროპორტები, 2020 წლის სამ თვეში ჯამურად 1,786 მგზავრს მოემსახურნენ. რაც 31% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 1,359 მგზავრი).





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up