2020 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 417.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2020 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 417.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

access_time2020-06-29 15:20:00

2020 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 417.7 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.


„მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობის ანგარიშსა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 86.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 5.9 პროცენტიდან -11.0 პროცენტამდე.



მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 11.4 პროცენტით გაიზარდა და 885.9 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 6.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი 1.2 პროცენტით გაიზარდა.




მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად მოგზაურთა მომსახურების შემოსავლების გამო), ნაწილობრივ ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 15.6 პროცენტით, ხოლო იმპორტი 3.1 პროცენტით შემცირდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 26.1 პროცენტით შემცირდა და 427.7 მლნ აშშ დოლარს (1.3 მლრდ ლარი) გაუტოლდა.



მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 10.5 პროცენტით გაიზარდა და 2020 წლის პირველ კვარტალში 404.7 მლნ აშშ დოლარს (1.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 11.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სამთავრობო სექტორის - უარყოფითი იყო.



წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, პირველ კვარტალში 125.7 მლნ აშშ დოლარი (368.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.3 პროცენტია“ – ნათქვამია ინფორმაციაში. 








„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“

„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“
access_time2020-09-26 20:00:53
„სავაჭრო კომპანიების 90%, დღეის მდგომარეობით, ზარალში იმყოფება,“- ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია,...

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა
access_time2020-09-26 18:00:13
ზაფხულის დასრულების შემდეგ, ევროპა მნიშვნელოვანი პრობლემისა და საფრთხის წინაშეა. აგვისტოს ბოლოდან კოვიდ19-ის შემთხვევებმა სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა. პანდემიას სეზონური გრიპიც ერთვის თან, რაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თქმით, რეალური საფრთხეა და საჭიროა...

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
access_time2020-09-26 11:28:24
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ...

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
access_time2020-09-26 16:00:42
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 563.69 მლნ ლარით, ანუ 4.04%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.05%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 171.04 მლნ ლარით, ანუ...

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...


მსგავსი სიახლეები

up