პანდემია სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე უარყოფითად აისახა. ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში სატრანსპორტო დარგები 255.2 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 62,2 მლნ მგზავრით ნაკლებია.
ყველაზე მასშტაბური კლება საავტომობილო დარგში დაფიქსირდა. თუ 2019 წლის პირველ 9 თვეში სატრანსპორტო დარგი 310,9 მლნ მგზავრს მოემსახურა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 253,6 მლნ მგზავრი შეადგინა.
სამოქალაქო ავიაცია იანვარ-სექტემბერში 0,8 მლნ მგზავრს მოემსახურა, მაშინ როცა 2019 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 4.1 მლნ მგზავრს შეადგენდა. კლებაა რკინიგზაზეც - 2020 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს რკინიგზით 0,9 მლნ მგზავრმა ისარგებლა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1,5 მლნ მგზავრით ნაკლებია.
imedinews.ge