ტურიზმის სფერომ 2020 წლის პირველ 10 თვეში 935 მილიარდი დოლარით იზარალა. საგანგაშო სტატისტიკას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) აქვეყნებს.
„2019 წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 900 მილიონით, საერთაშორისო ვიზიტების რიცხვი კი 72%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ტურიზმის განვითარების მაჩვენებელი 1990 წლის დონეს დაუბრუნდა,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
კატასტროფული ზარალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებითაა გამოწვეული.
imedinews.ge