2020 წლის ოქტომბრიდან ბელარუსი 50 000-მდე მოქალაქემ დატოვა

2020 წლის ოქტომბრიდან ბელარუსი 50 000-მდე მოქალაქემ დატოვა

access_time2021-06-10 20:00:19

ზუსტი ციფრები რთულ დასადგენია, თუმცა, სხვადასხვა შეფასებებით, 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო აგორებული საპროტესტო ტალღის ჩახშობის შემდეგ, ბელარუსი 15-დან 50 000-მდე ადამიანმა დატოვა.

 

საუბარი არაა მხოლოდ ოპოზიციურ პოლიტიკოსებზე  - ათასობით რიგითი ბელარუსი, რომელიც მიტინგებზე დადიოდა, დღეს რეპრესიების მანქანის პოტენციური მსხვერპლია. მათ მიმართ დევნა დღემდე გრძელდება. ამიტომ სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, უსაფრთხო გარემო უცხოეთში ეძებოს.

 

2020 წლის სექტემბრამდე 28 წლის კატია სახელმწიფო ტელევიზიაში მუშაობდა. როდესაც არჩევნების გაყალბების საწინაამღდეგი მოძრაობა დაიწყო, ის მიტინგებზე აქტიურად დადიოდა, იმის მიუხედავად, რომ რისკებს თავიდან ბოლომდე აცნობიერებდა.

 

„სამსახურიდან ძალიან მალე გამიშვეს, როგორც კი თამამი სიუჟეტების გაკეთება ვცადე. სცენარი თავიდანვე ვიცოდი - ციხე ან ემიგრაცია. განაცხადები გავაგზავნე რამდენიმე ევროპულ უნივერსიტეტში, და ქვეყანა დავტოვე“, - ამბობს კატია.

 

ზოგჯერ გაქცევა სასწრაფოც ხდება. 36 წლის ალექსეი უცხოეთში შუაღამისას გაემგზავრა, თებერვალში.

 

„სპეცსამსახურების თანამშრომლებმა კედელთან მიმაყენეს - მათთან თანამშრომლობას მაიძულებდნენ, იმავე ღამეს კიევში სასწრაფოდ გავფრინდი, 2 თვე იქ ვიყავი, შემდეგ საფრანგეთში გავემგზავრე“, - ყვება ის საკუთარ თავგადასავალს.

 

ბელარუსები სამშობლოდან დღესაც მასობრივად გარბიან. ყველაზე ხშირად ისინი ლიეტუვაში ან პოლონეთში მიემგზავრებიან.  2020 წელს მხოლოდ პოლონეთში ბინადრობის უფლება 28 000 ბელარუსმა მიიღო.


 

ადამიანები, რომლებმაც ქვეყანა იძულებით სექტემბერ-ოქტომბერში დატოვეს, თავიანთ ემიგრაციას მოკლევადიანად მიიჩნევდნენ, და ფიქრობდნენ რომ სულ მალე დაბრუნებას შეძლებდნენ. მაგრამ ყველაფერი სულ სხვაგვარად მოხვდა - ისინი მიხვდნენ, რომ რევოლუციას ბევრი დრო სჭირდება და სამშობლოში დაბრუნებაც აშკარად გაჭიანურდება.

 

ბელარუსის ევროპელი მეზობლები პოლიტმიგრანტებს ყველანაირად ეხმარებიან - ვიზების გაცემის პროცედურებს უმარტივებენ, ბინადრობის უფლების გარეშე მუშაობის უფლებას აძლევენ, ასევე ამოქმედდა სპეციალური პროგრამები, რომლებიც ბელარუსებს ახალ ადგილზე დამკვიდრებაში ეხმარებიან.

 

თუმცა, თავად ბელარუსების დიდი უმრავლესობა ევროპაში საფუძვლიანად დამკვიდრებას არ გეგმავს - ისინი მომავალ რევოლუციას ყველანაირად ეხმარებიან და ლუკაშენკოს რეჟიმის მოცილების შემდეგ სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდებიან.

 

„2020 წლამდე ევროპაში ბელარუსული დიასპორა არ არსებობდა. ყველა თავისთვის იყო, დღეს კი სულ სხვანაირადაა“, - ამბობს მინსკელი ნადეჟდა, რომელიც პოლონეთში ჯერ კიდევ 2008 წელს ჩავიდა.

 

თუმცა, ხშირად ემიგრაციაც არაა უსაფრთხოების გარანტია. მთელმა მსოფლიომ ნახა, მინსკში სამგზავრო თვითმფრინავი როგორც დასვეს და იქ მყოფი ბელარუსი ოპოზიციონერი დაიჭირეს.

ასეთი რეზონანსული შემთხვევები იშვიათობაა, თუმცა, შანტაჟი და დაშინება უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა.

 

მაგალითად, ლიეტუვაში მცხოვრები დამოუკიდებელი ჟურნალისტი არინა მალინოვსკაია მძიმე არჩევანის წინაშე დააყენეს - ან მინსკში დაბრუნება, ან ბელარუსში დარჩენილი ახლო ნათესავების დაპატიმრება. მან ლიეტუვაში დარჩენა გადაწყვიტა.

 

პოლონეთის ხელისუფლება ბელარუს აქტივისტებს სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს - აღმოჩნდა, რომ ბელარუსის უშიშროების სამსახურებმა მათი მონაცემები პოლონელ ნეონაცისტურ დაჯგუფებებს გადასცეს და მათზე ნადირობაა გამოცხადებული.

 

ალექსეის თქმით,  ბელარუსის მეზობელ ქვეყნებში ყოფნა უკვე საშიში ხდება, ამიტომაც უმჯობესია შედარებით შორეულ ქვეყნებში გადაბარგება - მაგალითად, საფრანგეთში, სადაც ბელარუსის სპეცსამსახურების კვალი გაცილებით ნაკლებია.

 

წყარო: liberation.fr

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up