70 კმ ავტობანის მშენებლობა და 580 კმ გზის რეაბილიტაცია - 2020 წლის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები

70 კმ ავტობანის მშენებლობა და 580 კმ გზის რეაბილიტაცია - 2020 წლის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები

access_time2020-12-31 13:00:48

2020 საქართველოსთვის ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მძიმე აღმოჩნდა, თუმცა ის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შედარებით ნაკლებად შეეხეო, აშენდა ბოლო პერიოდში ყველაზე ბევრი 70 კმ ავტობანი და 580 კმ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გაიხსნა ხაშურის შემოვლითი გზა და ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი მონაკვეთი. ამავე დროს, პანდემიის დაწყებამდე ზამთრის კურორტებს წყალმომარაგების პრობლემა შეექმნათ, წლის დასაწყისშივე ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მაგრამ ამ ფაქტს პანდემიასთან რაიმე კავშირი არ ჰქონია.


ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება. 9 იანვარს სახელმწიფომ, კონკრეტულად კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საბოლოოდ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მიზეზად ვალდებულებების არ/ვერ შესრულება დასახელდა. სამინისტროს თქმით კონსორციუმმა საბოლოო ვადის რამდენიმეგზის გახანგრძლივების მიუხედავად ვერ წარადგინა საერთაშორისო ბანკებიდან $400 მლნ-ის სესხის გამოყოფის ხელშეკრულება და ვერც $120 მლნ-ით შეავსო საკუთარი კაპიტალი. კონსორციუმი თავის მხრივ ვალდებულებების შეუსრულებლობას დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიმართ აღძრულ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეს ასახელებს. ორ სუბიექტს შორის დავა საერთაშორისო არბიტრაჟში გრძელდება. კონსორციუმი $1 მლრდ-ს ითხოვს.


ანაკლიის პორტის იდეა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლეში გაჩნდა. მასზე ლაპარაკი 60-იან წლებშიც განახლდა. ტენდერი პირველად 2001 წელს გამოცხადდა და ჩაიშალა. პორტის მშენებლობა დააანონსა მესამე პრეზიდენტმა - მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა ის მთავარ აქცენტს ქალაქ ლაზიკაზე აკეთებდა. საბოლოოდ ტენდერი 2014 წელს გამოცხადდა. ფინალში ქართულ-ამერიკულმა პროექტმა ჩინურს აჯობა. მშენებლობა ოფიციალურად 2017 წლის 24 დეკემბერს დაიწყო, გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც მიიღო. გეგმის მიხედვით პორტს პირველი პანამაქსის ტიპის გემი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, მაგრამ 2019 წელს მშენებლობა გაურკვეველი ვადით შეჩერდა.


პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, რასაც მისი სტატეგიული მდებარეობა - ოკუპირებულ ტერიტორიასთან სიახლოვე განაპირობებდა, პორტის მთავარი ღირსება, მისი ღმაწყლოვანება იყო, პორტს 10 000 კონტეინერიანი გემების მიღება და მათი 3ჯერ უფრო სრაფად, 48 საათში დაცლა უნდა შესძლეოდა, მაშინ როცა ფოთისა და ბათუმის პორტები მხოლოდ 1500 კონტეინერიან გემებს ემსახურება და შავ ზღვაში შემოსული ხომალდების 75%-ს ვერ ღებულობს.


პორტი 52 წლის მანძილზე 9 ფაზად უნდა აშენებულიყო და საბოლოოდ წლიურად 100 მლნ ტვირთს მომსახურებოდა. პარალელურად საჭირო ხდებოდა საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან არსებულ ამ მოცულობის ტვირთებს ვერ გაატარებდა.


წყალმომარაგების პრობლემა ზამთრის კურორტებზე. იანვრის დასაწყისში, მაშინ როცა საქართველოში კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ ბევრს საერთოდ არ სმენოდა, ბაკურიანსა და გუდაურში რამდენიმე დღით წყალმომარაგების პრობლემა შეიქმნა. სასტუმროების ნაწილს მარაგიც ამოეწურა და დამსვენებლები მხოლოდ სასმელი წყლის ამარა დარჩნენ. ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტებით ორივე კურორტს მთლიანად არ შეხებია და უწყლოდ მხოლოდ სასტუმროთა ნაწილი დარჩა, მაგრამ იმ სასტუმროებში სადაც ეს პრობლემა დადგა უცხოელ ტურისტებს ხელმეორედ ვიზიტის სურვილი გაუქრათ.


ხელშეკრულება რიკოთის ბოლო მონაკვეთზე.16 იანვარს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რიკოთის საუღელტეხილო გზის, ბოლო მეოთხე მონაკვეთზე ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. შორაპანი-არგვეთას 14.7 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა 583 მლნ ლარი გამოყო. მონაკვეთზე გათვალისინებულია 14 ხიდი და 12 გვირაბი. მშენებლობა 3 წელს გასტანს.



რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობაა დაგემილი, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება და ამ მანძილის დაფარვას 8 საათის ნაცვლად 4-4.5 საათი დასჭირდება.



გზის დასრულების ვადად თავიდან 2020 წელი იყო განსაზღვრული, შემდეგომ 2022 დღეს კი უკვე 2024 წელი სახელდება.


წყალარინების ქსელის მშენებლობა აბასთუმანში. 4 თებერვალს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აბასთუმანში წყალარინების (კანალიზაციის) ახალი ქსელის მშენებლობის დაწყების შესახებ განაცხადა. უწყების განმარტებით მოძველებული ძველი ქსელი 70-იან წლებში იყო აშენებული. წყალარინების ქსელის მშენებლობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ორივე პროექტზე ჯამში 8 მლნ ლარამდეა გამოყოფილი. აბასთუმანი საქართველოში შეიძლება მალე პირველი დასახლენული პუნქტი გახდეს, სადაც შიდაწვისძრავიანი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება.


მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლების რაოდენობის გაზრდა. 28 თებერვალს 4 მუნიციპალიტეტის: დუშეთის, გურჯაანის, ქარელისა და საჩხერის 6 სოფელს: ახალციხეს, ქვემომელაანს, დვანს, კნოლევს, სპეთსა და ჭალოვანს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. ერთ კვირაში იგივე სტატუსი საოკუპაციო ხაზთან მდებარე კიდევ 19-მა სოფელმა მიიღო. პროცესი შემდგომ თვეებშიც გაგრძელდა. წლის ბოლომდე მაღალმიანი სტატუსის დასახლებების რაოდენობა 1797-მდე, ხოლო მათში მცხოვრებ პირთა რიცხოვნობა 252 ათასამდე გაიზარდა. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირები პენსიაზე 20%-იანი დანამატით, კომუნალური გადასახადების თანადაფინანსებითა და სხვა მცირე სოციალური შეღავათებით სარგებლობენ.


ვანის არქეოლოგიური მუზეუმი.20 მაისს ვანში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. მშენებლობა 20 მლნ ლარი დაჯდა და ის მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. ოთხსართულიანი შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებზე. მასში გათვალისწინებულია ასევე მცირე ბიბლიოთეკის, ლაბორატორიისა და კაფეტერიის მოწყობა.



პირველი გვირაბი რიკოთზე.22 მაისს რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან პირველი 180 მეტრის სიგრძის გვირაბი გაიჭრა.


პროექტის ფარგლებში, რიკოთის საუღელტეხილო გზისხევი-უბისას მონაკვეთზე სულ 12.2 კმ-იანი  ცემენტო-ბეტონის 4  ზოლიანი გზა, 37  ხიდი  და 20 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებული 20 გვირაბიდან 16 გვირაბზე. ამავე მონაკვეთზე, პროექტით გათვალისწინებული 37 ხიდიდან, სამშენებლო სამუშაო  მიმდნარეობს 18 ხიდზე. მათ შორის, დაწყებულია საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდის მშენებლობა, რომელსაც 22 ბურჯი ექნება და სიგრძით 1 320 მეტრი იქნება. 2019 წელს რიკოთის  პროექტებზე დასაქმებული იყო  5 ათასი ადამიანი.   დასაქმებულთა 70-80% საქართველოს მოქალაქეა.



ჯაპანა-ლანჩხუთის გზის მონაკვეთი.18 ივლისს აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იან ახალ ოთხზოლიან გზაზე ავტროტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით პროექტი გადაადგილების დროს 20-30 პროცენტით ამცირებს.


ხაშურის შემოვლითი გზა.22 აგვისტოს ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ს სიგრძის გზა შევიდა ექსპლუატაციაში. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა 133 მლნ ლარით, ხოლო მსოფლიო ბანკმა 50 მლნ ლარით დააფინანსა. მონაკვეთზე 420 მეტრის სიგრძის ხიდი აშენდა. ახალმა გზამ მგზავრობის დროს 40-50 პროცენტით 10 წთ-მდე შეამცირა.


ხაშურის შემოვლითი გზა, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია. ჩუმათელეთის შემოვლითი გზის დასრულების შემდეგ, გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწის ქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილებიდა სადრენაჟე სისტემები. 


19 ნოემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 6 ქალაქისთვის განკუთვნილი 175 ავტობუსიდან 10 ერთეული EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქუთაისს  გადასცა. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა  მუნიციპალიტეტისთვის  175 ერთეული, საერთოჯამში 18.7 მილიონ ევროს  ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის წლიური ანგარიშის თანახმად, 2020 მთავარი მიღწევები იყო:

  1. 70 კმ ჩქაროსნული მაგისტრალის აშენება;
  2. 580 კმ გზის რეაბილიტაცია;
  3. ქუთაისის, ზუგდიდისა და ჭიათურის 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადასვლა.


გარდა ამისა იმავე ანგარიშის თანახმად 2020 წელს აშენდა: 1530 მოსწავლეზე გათვლილი 20 ახალი სკოლა, 1000 ბავშზე გათვლილი 17 საბავშვო ბაღი, გურჯაანისა და კასპის ინოვაციური ცენტრები. ზუგდიდსა და ფოთში 500 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა. დასრულდა თბილისში მზიურის პარკისა და აბასთუმანში საბაგირო გზი რეაბილიტაცია.


2021 წლის ბიუჯეტით ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2.422 მლრდ ლარია გამოყოფილი, რაც 2020 წლის მაჩვენებლს 33%-ით ანუ 600 მლნ ლარით აღემატება. უმთავრეს პრიორიტეტად ისევ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კერძოდ კი ავტობანის მშენებლობა რჩება.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up