2020 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები

2020 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები

access_time2021-01-03 20:00:16

2020-ში პანდემიამ ყველა და ყველაფერი გადაფარა, თუმცა მოხდა რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი რაც უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებდა. პეკინმა ჰონგ-კონგის ფართო ავტონომია თითქმის გააცამტვერა, აზერბაიჯანმა ომით 7 ოკუპირებული რაიონი და უშუალოდ ყარაბაღის ნაწილი დაიბრუნა. ჩინეთი მესამე სახელმწიფო გახდა, რომელმაც მთვარიდან ქანები ჩამოიტანა, იქამდე კი NASA-მ იმავე მთვარეზე წყლის არსებობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.


ჰონგ-კონგის ფართო ავტონომიის დასასრული. მთელი 2019 წლის განმავლობაში ჰონგ-კონგში თითქმის ყოველდღიურად მრავალათეულათასიანი, ზოგჯერ მილიონიანი აქციებიც კი იმართებოდდა. პოლიციასთან შეტაკებისას ათასობით დემონსტრანტი დაშავდა, მათგან ზოგი მძიმედ. ქალაქ-სახელმწიფოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულების ჩინეთში ექსტრადიცია ხდებოდა შესაძლებელი. კანონის მიღება შეაჩერეს, თუმცა პეკინის მხრიდან მთავარი თავდასხმის წინ, ეს მხოლოდ ტაქტიკური უკანდახევა იყო. ჩინეთის ეროვნულმა სახალხო კონგრესმა (პარლამენტმა) 2020 წლის 30 ივნისს ე.წ. უსაფრთხოების კანონი მიიღო, რაც დე-ფაქტო დამოუკიდებლობის შინაარსის მქონე ჰონგ-კონგის ფართო ავტონომიის დასასრულის დასაწყისია.


„უსაფრთხოების კანონი“ ოფიციალურად სეპარატიზმის საწინააღმდეგოდ და ბუნტის ასაცილებლადაა მიმართული, რომელმაც ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვლა უნდა უზრუნველყოს. სინამდვილეში ჰონგ-კონგის ბიბლიოთეკებიდან „კანონთან შესაბამისობის გადასამოწმებლად“ უკვე გამოხშირეს წიგნები. აკრძალულ ავტორებში რატომღაც მხოლოდ პარტიის, ცენტრალური მთავრობისა და ავტორიტარიზმის მაკრიტიკებლები მოხვდნენ. ცვლილებების თანახმად პეკინს ჰონგ-კონგის მთელს ტერიტორიაზე უშიშროების ოფისების გახსნა და ნებისმიერი კანონის გადაწერის საშუალებას აძლევს.

ჰონგ-კონგი რომელიც ნიუ-იორკისა და ლონდონის შემდეგ რიგით მესამე ფინანსური ცენტრი იყო, ნელ-ნელა რუკიდან ქრება. დანაკლისი მხოლოდ ნაწილობრივ შესაძლოა სინგაპურმა შეავსოს. ათობით მლრდ-ის ღირებულების კაპიტალის გადინება ჯერ კიდევ პანდემიამდე 2019 წელს დაიწყო და ქალაქ-სახელმწიფოს ეკონომიკა 1.2%-ით შემცირდა. პროცესი გრძელდება.


ჰონგ-კონგი ბრიტანეთისიმპერიამ ოპიუმის პირველი ომის დროს (1839-1842) დაიკავა. 1898 წელს 99 წლიანი იჯარით დაიკანონა. 1941-1945 წლებში ტერიტორია იაპონიის მიერ იყო ოკუპირებული, 1997 წელს კი ჩინეთს გადაეცა. პეკინმა პირობა დადო, რომ კუნძულისა და ნახევარკუნძულისგან შემდგარ ტერიტორიას ფართო ავტონომიას მინიმუმ 50 წლით შეუნარჩუნებდა, რაც რეალურად დე-ფაქტო დამოუკიდებლობას ნიშნავდა.


ჩინეთის პირობამ ნახევარი ვადითაც ვერ გაძლო. 23 წლის შემდეგ, 1100 კვადრატული კილომეტრის მქონე ტერიტორიას, რომელსაც საკუთარი ვალუტა, საგადახდო სისტემა და კანონები გააჩნდა. რომელიც ეკონომიკურ ჭრილში დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა, საქართველო-ჩინეთის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ძალაში 2018 წლი 1-ელ ინავრას, საქართველო - ჰონგ-კონგის კი 2019 წლის 13 თებერვალს შევიდა ძალაში. რომელიც ოლიმპირ თამაშებზე და სხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებზე დამოუკიდებლად ასპარეზობდა, დღეს მხოლოდ ავტონომიაღაა და ხვალ შეიძლება ისიც აღარ დარჩეს. „ერთი სახელმწიფო - ორი სისტემა“ ვადაზე ადრე დასასრულს უახლოვდება.


1997 წელს ჰონგ-კონგში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე - $26 640 კონტინენტურ ჩინეთთან შედარებით 11.7-ჯერ მეტი იყო, 2019 წელს კი მხოლოდ 3.7-ჯერ მეტი - $62 375. თანაფარდობა ყოველწლიურად მცირდება.


პეკინის იმპერიალისტურ ნაბიჯს მსოფლიო უჩვეულოდ მშვიდად შეხვდა. ერთადერთი რაც შეერთებულმა შტატებმა გააკეთა სვარაუდო შემდგომი სამიზნისთვის - ტაივანისთვის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება გახდა. 1971 წლამდე ფართობით საქართველოს ნახევარი, კუნძულოვანი სახელმწიფო გაეროში მთელს ჩინეთს წარმოადგენდა. დღესაც ყველაზე ცნობილი და ყველაზე მდიდარი დე იურედ არაღიარებული სახელმწიფოა. 24 მლნ-იან ქვეყანაში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $55 000-ს შეადგენს.

 

ჩინეთის გაცხადებული ამბიციაა, რომ სოციალური რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავზე - 2049 წელს იყოს მსოფლოში #1 სახელმწიფო როგორც ეკონომიკის სიდიდით, ასევე სამხედრო სიძლიერით. პანდემიის ფონზე როცა გლობალური ეკონომიკა 4-5 პროცენტით მცირდება ჩინეთი მაინც ახერხებს ზრდას, რაც ამ მიზანთან კიდევ უფრო აახლოვებს და ვადებს აჩქარებს.


ყარაბაღის ახალი ომი.12 ივლისს სომხეთსა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლებს მსხვერპლი მოჰყვა. ამ სამწუხარო ამბავში თითქოს უჩვეილო არც არაფერი იყო. 1994 წლის მყიფე ზავის შემდეგ ორივე მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების სისტემატური დარღვევების შედეგად უკვე გარდაცვლილი იყო 3500-მდე სამხედრო თუ სამოქალაქო პირი, მაგრამ ამჯერად დაძაბულობის კერამ ყარაბაღისგან მოშორებით ტავუშის რაიონში გადაინაცვლა. შეტაკებები რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ოფიციალური მონაცემებით სულ 17 სამხედრო, მათ შორის 1 აზერბაიჯანელი გენერალ-მაიორი და 1 სამოქალაქო პირი დაიღუპა. იმავე დროს აზერბაიჯანული მხარე 120 მოკლულ სომეხ სამხედროზე აცხადებდა, სომხური მხარე კი 21 მოკლულ აზერბაიჯანელზე.



ივლისის შეტაკებები 2016 წლის აპრილის კონფლიქტის შემდეგ, რომელსაც მცირე ომიც შეიძლება ვუწოდოთ ყველაზე სისხლისმღვრელი აღმოჩნდა, თუმცა მთავარი მოვლენები წინ იყო.


27 სექტემბერს ყარაბაღში ომი განახლდა. საომარ მოქმედებებში აზერბაიჯანიცა და სომხეთიც მთელი ძალებით ჩაერთვნენ. რიცხობრივმა უპირატესობამ და თანამედროვე შეიარაღებამ გამარჯვება აზერბაიჯანს მოუტანა. ომამდე ბაქო უახლესი სადაზვერვო და საბრძოლო დრონებით ანკარამ უხვად მოამარაგა. არსებობს იმის თქმის საფუძველიც, რომ დრონების ნაწილი თურქეთიდან იმართებოდა.მოსკოვი კი უბრალოდ განზე გადგა და პირველი ომისგან განსხვავებით მოკავშირის დასახმარებლად არაფერი იღონა.


10 ნოემბერს ერევანი იძულებული გახდა მისთვის ძალიან მძიმე ზავზე მოეწერა ხელი. სომხეთი ტოვებდა მთიანი ყარაბაღის გარშემო მის მიერვე ოკუპირებულ შვიდივე აზერბაიჯანულ რაიონს. აზერბაიჯანს რჩებოდა იქამდე აღებული ქალაქი შუშაც. ყარაბაღის დანარჩენ ტერიტორიაზე კი რუსული ბაზა თავსდებოდა 2000 ჯარისკაცითა და მძიმე ტექნიკით, ოღონდ მათ „სამშვიდობოები“ ერქმეოდათ.

 

ყარაბაღში ძალიან სწრაფად გადმოსროლილი ძალებით საბოლოოდ დადასტურდა, რომ მოსკოვი კავკასიაში კიდევ ერთი ბაზის გახსნისთვის დიდი ხნით ადრე იყო მომზადებული და საერთო ჯამში მოგებული დარჩა. მოიგო აზერბაიჯანმაც, რომელმაც მართალია მთელ ყარაბაღზე ვერ აღადგინა კონტროლი, მაგრამ დაიბრუნა დანარჩენი 7 რაიოდნი და უშუალოდ ყარაბაღის ნაწილი. სომხეთში გარდა დამარცხებით გამოწვეული შოკისა პოლიტიკური მდგომარეობაც დაიძაბა. შედარებით პროდასავლურ პრემიერ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დღემდე აქციები იმართება. კონფლიქტის ასე გადაწყვეტა პუტინის მხრიდან ფაშინიანის წინააღმდეგ ერთგვარ სადამსჯელო ხასიათსაც ატარებდა, რომელსაც მართალია არც ნატოში შესვლა მოუთხოვია და არც გიუმრის ბაზიდან რუსეთის ჯარის გაყვანა, მაგრამ მაინც „გაბედა“ და დასავლეთისკენ გაიხედა.


აზერბაიჯანმა თურქეთთან პირდაპირი სახმელეთო კავშირი აღადგინა, რომელსაც აქამდე მხოლოდ ნახიჩევანის ექსკლავით უკავშირდებოდა. ამ მოცემულობამ თბილისში სატრანზიტო ფუნქციის დაკარგვის შიშებიც კი გააჩინა. ტვირთის ნაწილი შესაძლოა ახალ გზაზე მართლაც გადამისამართდეს, მაგრამ ნავთობსადენისა და გაზსადენის გადატანაზე არავინ ფიქრობს.


საგულისხმოა ის ფაქტიც რომ ომის დაწყებამდე 1 კვირით ადრე ალიევმა საქართველოს სომხეთზე სამხედრო ტვირთის არგატარების გამო საჯაროდ მადლობა გადაუხადა. ომის დაწყებამდე 3 დღით ადრე კი თბილისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ეწვია.


ყარაბაღის კონფლიქტი საუკუნეზე მეტს ითვლის. ის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობისას, 1988 წელს განახლდა. ცეცლის შეწყვეტის ხელშეკრულებას 1994 წელს მოეწერა ხელი. ამჟამინდელისგან განსხვავებით 3 ათეული წლის წინ რუსეთი ომში სომხეთის სასარგებლოდ ჩაერია, რის შემდეგაც უშუალოდ ყარაბაღი და მის გარშემო 7 აზერბაიჯანული რაიონი ფაქტობრივად სომხეთის კონტროლქვეშ გადავიდა. პირველ ომს ორივე მხრიდან 38 000 სამხედრო და სამოქალაქო პირი შეეწირა. მას შემდეგ რეგიონში სტაბილური მშვიდობა არ დამყარებულა. 2020-მდე ყველაზე დიდი ესკალაცია 2016 წელს მოხდა. მაშინ ოფიციალურად მცირე ომს 300-ზე მეტი, არაოფიციალურად 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აზერბაიჯანმა ტერიტორიების მხოლოდ 2%-მდე დაიბრუნა.

მთვარეზე წყლის აღმოჩენა და ქანების ჩამოტანა.2020 წლის ომში თითოეული მხარე 3000-მდე დაღუპულ ჯარისკაცსა და 100-მდე სამოქალაქო პირს აღიარებს. ანუ ოფიციალურადაც კი მსხვერპლი 6000-ს აღემატება. რეალური სურათი შესაძლოა უფრო მძიმე იყოს.


2020 სამეცნიერო მიმართულებითაც საინტერესო აღმოჩნდა. ამ წელს NASA-მ მთვარეზე წყლის არსებობა საბოლოოდ დაადასტურა. ჩინეთმა კი ქანები ჩამოიტანა.


ამერიკამ აღმოჩენის შესახებ განცხადება 26 ოქტომებრს გააკეთა. დედამიწის თანამგავრზე, წყლის არსებობის შესახებ ვარაუდი ტალღის სიგრძეზე დაკვირვების მეთოდით პირველად 2009 წელს გამოთქვეს. დამატებითი კვლევები შემდგომ წლებსიც გაგრძელდა, საბოლოოდ ის Boeing 747SF-ში მოწყობილ ობსერვატორია SOFIA-ს მეშვეობით დადასტურდა.


განსხვავებით მარსისგან, სადაც 2015 წელს წყალი თხვად მდგომარეობაში აღმოაჩინეს, მთვარეზე წყალი მინასია ჩამალული. ის ყინულის სახით ზოგიერთი კრატერის ქვეშაც შეიძლება არსებობდეს, იმ ადგილებსი სადაც მაქსიმალური ემპერატურა -163 გრადუსია.


მთავრეზე წყლის არსებობამ გარკვეული პრაქტიკული დანიშნულება შეიძლება შეიძინოს. სამომავლოდ მთვარეზე ბაზების განთავსების შემდეგ წყალი საჭირო იქნება როგორც დასალევად ასევე მცენარეების მოსაყვანად. გარდა ამისა წყლის დაშლით ძვირფასი სწავავის - წყალბადის მიღებაა შესაძლებელი. ამ ყველაფრის ტრანსპორტირება დღესაც შესაძლებელია, ოღონდ ძალიან ძვირი ჯდება. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან შედარებით მთვარე 1000-ჯერ უფრო შორსაა დედამიწასთან.

26 ნოემბერს ჩინეთმა Change’s 5-ის მისიის ფარგლებში მთავრეზე ქნების შესაგროვებლად და დედამიწაზე ჩამოსატანად ხომალდი გაგზავნა. ხომალდი მთვარეზე 1-ელ დეკემბერს დაეშვა და 17 დეკემბერს უკან დაბრუნდა. 44 წლის შემდეგ პირველად ჩინეთმა პლანეტაზე მთვარის ზედაპირის ნიმუშების ჩამოიტანა მოახერხა. ჩინეთამდე ეს მხოლოდ ორმა სახელმწიფომ შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა შეძლეს.


ჩინეთი კოსმოსის ათვისების კუთხითაც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. 2003 წლის 15 ოქტომბერს ის გახდა მესამე სახელმწიფო, საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის შემდეგ, რომელმაც კოსმოსში პილიტირებული მისია განახორციელა. ეს პატივი ჩინელ ასტრონავტ იანგ ლიევს ხვდა წილად, რომელმაც კოსმოსში ხომალ დ Shenzhou 5-ით გააღწია. 2019 წლის 3 იანვარს კი Change,s 4 ისტორიაში პირველად მთვარის უკანა ე.წ. ბნელ მხარეზე დაჯდა.


2021 წლის დამდეგისთვის აშშ ერთადერთ სახელმწიფოდ რჩება რომელმაც მთვარეზე ადამიანის დსმა მოახერხა. პირველად ეს 1969 წლის 20 ივლისს Apollo 11-ის მისიის ფარგლებში ნეილ არმსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა მოახერხეს. მესამე ასტრონავტი ბაზ ოლდრინი ხომალდზე დარჩა. მას შემდეგ კიდევ 5 წარმატებული ფრენა განხორციელდა, მათგან ბოლო Apollo 17 – 1972 წლის 19 დეკემბერს. საერთო ჯამში მთვარეზე 18 ასტრონავტი გაემგზავრა, მაგრამ მისი ზედაპირზე მხოლო 12-მა დადგა ფეხი.


მთვარესა და მარსზე პილიტირებულ მისიებს 20-იან 30-იან წლებში შეერთებულ შტატებთან ერთად ახლა უკვე ჩინეთიც გეგმავს.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
მოვლენები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up